ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

ავარია გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია მოხდა გორში – სტალინისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია სამი მანქანა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს – დღეს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს

დღეს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს.გიორგიმ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად „დინამო არენაზე“ ფარერებთან გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.გიორგი ლორია 1986 წლის 27 იანვარს თბილისში დაიბადა. 17 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ აკადემიაში გადავიდა, რომლის მთავარ გუნდში პირველად 2005 წელს ითამაშა. ლორიამ საკლუბო კარიერის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა ლიგაში ითამაშა.„დინამოში“ გატარებული ზედიზედ ცხრა სეზონის შემდეგ, 2014 წლის ივლისში კარიერა ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო. შემდეგ იყო პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, მაგრამ გუნდიდან მალევე წავიდა. გამოდიოდა რუსეთის პრემიერლიგის სამარის „კრილია სოვეტოვში“, მახაჩყალის „ანჟიში“, მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“.2019 წლის ზაფხულში კვიპროსის „ანორთოსისში“ გადავიდა, სადაც ოთხი სეზონი გუნდის პირველი მეკარე იყო. 2023 წლის ივნისში ლორია „დინამოს“ დაუბრუნდა და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. 2024 წლის 15 მაისს ლორიამ „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი არადიპუს „ომონიაში“ გადავიდა, სადაც გუნდის კაპიტანია.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრა ითამაშა. სულ „ჯვაროსნების“ ფორმა 78 შეხვედრაში მოირგო – იყო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის განსამტკიცებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარგად გამოგვდის

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა ოთხი სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, მიუხედავად იმ დიდი ზეწოლისა, რომელიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოახერხა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ საქართველო მუდმივად ახერხებს მშვიდობის მხარდაჭერას რეგიონშიც.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარულები ვართ, რომ მეთოთხმეტედ ვმასპინძლობთ ამ ღონისძიებაზე ძალიან მაღალი რანგის სტუმრებს. წლევანდელი კონფერენციის თემაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – ეს არის მშვიდობის როლი ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და, ზოგადად, მსოფლიოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. არამხოლოდ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ ვახერხებთ რეგიონშიც ჩვენს გარშემო მშვიდობის მხარდაჭერას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც. არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები ჩვენს ფართო რეგიონში და ამ ვითარებაში, საქართველო ყოველთვის, მთელი წლების განმავლობაში, დადებით როლს ასრულებდა მშვიდობის განვითარებაში და შესაბამისად რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში. დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას – ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მშვიდობამ მოგვცა საშუალება, მაქსიმალურად გვეზრუნა ქვეყანაში რეგიონების თანაბარ განვითარებაზე, რეგიონულ ჭრილში მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ღონისძიება ქმნის ძალიან კარგი პლატფორმას იმისთვის, რომ გაიმართოს დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.„წლევანდელი თემა, მშვიდობა და მშვიდობის როლი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.ამ ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეგიონების განვითარებაზე. აქაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას. სწორედ მშვიდობამ მოგვცა ჩვენ იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ჩვენს ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე. გვაქვს ძალიან დიდი, განსაკუთრებული წინსვლა ბოლო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების ქალაქების წარმომადგენლები, 40-მდე ადგილობრივი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენთვის სწორედ რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან.ასევე ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებას ესწრებიან ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები, ექსპერტები, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება იქნება საინტერესო თითოეული თქვენგანისთვის. ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიებს და წარმატებებს”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი – ამაზე უარესი მდგომარეობები გამოვიარეთ, აშშ-ის ყოფილი ელჩი ითხოვდა არჩევას – ან მიდიხართ ესკალაციაზე რუსეთთან, ან ხართ ცუდ მხარეს, მთავარი, რამაც გამოგვატარა,...

რა არის ამაში დასამალი, თუკი რამე ნაბიჯების მოთხოვნა არის, რატომ არ ამბობენ საჯაროდ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს საქართველოსგან აშშ-ის საელჩო, რადგან შეხვედრებზე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა, რამდენჯერმე იყო მკაფიო ხაზგასმა საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე და ეს ნაბიჯები ახსენეს ასევე ერთი კვირის წინაც, როდესაც გაავრცელეს განცხადება, რომ 22 მაისს სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და არის თუ არა ეს ნაბიჯები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რადგან ოპოზიცია პირდაპირ აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია ამ ნაბიჯების შესახებ და ერთ-ერთი მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები.„მათ შორის, როდესაც თავადვე გაასაჯაროვეს, რომ სურდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, თითქოს იმისთვის, რომ გადაეცათ რაღაც ნაბიჯებთან დაკავშირებით, კი მაგრამ თქვან, რას გვიმალავენ, თუკი ასეთი რამეა, მოისვენებს ყველა ხომ, ბოლოს და ბოლოს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა ნაბიჯების დაკონკრეტება იგივე მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არანაირი დაკონკრეტება არ ყოფილა.„არანაირი დაკონკრეტება არ ყოფილა. საქმეც ეს არის. რა გითხრათ, რა არის ეს რაღაც ბუნდოვანი გარემოს შექმნა, უთქმელად რაღაცის თქმის მცდელობები და რაღაცის თქმით რაღაცის ართქმის მცდელობები, პრეზიდენტის მილოცვის არგამოქვეყნება-გამოქვეყნება, რაღაც ლურჯი ბარათები, რომელსაც არჩევნების წინ ამერიკის საელჩოს გვერდზე ვხედავდით ხოლმე და ყველა ხელებს ვასავსავებდით, რა იყო ეს საერთოდ, ან შინაარსი, ან ფორმა? სამწუხაროდ, ასეთი გაუგებრობა არის გარკვეულწილად, თუმცა ჩვენი მთავარი სიძლიერე რაში არის და რა იყო მთელი ეს პერიოდი? ჩვენ ამაზე უარესი მდგომარეობები გამოვიარეთ, როდესაც ყველანაირად ცდილობდნენ, შევეთრიეთ გარკვეულ სპირალში რუსეთთან ესკალაციის. მე ამაზე მოყოლილი მაქვს. მათ შორის, აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბაიდენის მიერ წარმოგზავნილი, როგორ ითხოვდა არჩევას თეთრსა და შავს შორის და არჩევანი იყო, ან ახლა მიდიხართ ესკალაციაზე რუსეთთან, აწესებთ სანქციებს და ა.შ, ან ხართ ცუდ მხარეს თითქოს და ა.შ. ამიტომ, ბევრი რამე გვაქვს ჩვენ გამოვლილი და მთავარი, რამაც გამოგვატარა, ეს არის სიმართლე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ვმოქმედებთ ყოველთვის ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, ეს სიმართლე, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, თავის გზას პოულობს და ვხედავთ, რომ ეს არა ერთხელ მოხდა ყველასთან მიმართულებით. ვინც ჩვენ არასწორად მოგვექცა და გვაბრალებდა სხვადასხვა საკითხს, ყველა საბოლოო ჯამში დამარცხდა ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-თან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით კომუნიკაციის მცდელობა რამე ფორმით, თუნდაც დახურული არხებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გულწრფელი პოზიცია გამოხატა, როგორც პრემიერ-მინისტრის ღია წერილით აშშ-ს პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, ასევე პარლამენტის განცხადებით, რომელშიც გამოხატა საკუთარი დამოკიდებულებაც და ხედვაც ურთიერთობასთან დაკავშირებით.„უბრალოდ, ეს ჯგუფები, რომლებთანაც ჩვენ ხანდახან გვაქვს ასეთი შეხება, არაფორმალური მმართველობის წარმომადგენლების, სწორედ ეს არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შვედეთის საელჩო აცხადებს, რომ შვედეთში უცხოური დაფინანსების შესაფასებლად სპეციალური გამოძიების თავმჯდომარის დანიშვნა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება

საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი და საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.„შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება, ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე. ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება. პლურალისტური და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სფეროა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები