ორშაბათი, ივნისი 2, 2025

კოდორის ხეობიდან 2008 წელს ჯერ ჯარი მოდიოდა და შემდეგ – მოსახლეობა, 10 აგვისტოს გამოვიდა ჯარი და 11 აგვისტოს გამოვედით ჩვენ, მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციასო – თორნიკე გერლიანი

კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის თემა განიხილება.

თორნიკე გერლიანის განცხადებით, კოდორის ხეობა ჯარმა 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა, ხოლო, ადგილობრივებმა – 11 აგვისტოს, მანამდე კი, ხეობაში მყოფი მაღალჩინოსნები კოდორის ხეობის მაცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკონტროლებდა და ევაკუაციისთვის არანაირი პირობა არ არსებობდა.

„დავიბადე და გავიზარდე კოდორის ხეობაში. კოდორის ხეობის ადგილობრივი დანაყოფის მეთაური, მის დაშლამდე, ბოლომდე, გახლდათ მამაჩემი, ზურაბ გერლიანი. თავიდან იყო ემზარ კვიციანი, შემდეგ იყო ზურაბ გერლიანი. ყველაფრის მომსწრე ვარ მანდ და როგორი იყო კოდორის ხეობიდან 2008 წელს – სამწუხაროდ, ჯერ მოდიოდა ჯარი და შემდეგ მოსახლეობა. მე გამოვედი 11 აგვისტოს, თითქმის დაცლილი იყო ხეობა, თითქმის ვიძახი იმიტომ, რომ შეიძლება 2-3 ადგილობრივი მოსახლე გამოდიოდა ჩემთან ერთად. ბოლო დანაყოფი, ოცეული ძალიან აგრესიულად შეგხვდა. 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენით გამოვედით იქიდან, 10-ში კი ჯარი გამოვიდა – ეს გაქცევა იყო, ისინი გაიქცნენ, იმიტომ, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არანაირი პირობა, რომ თქვენ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობს. [ამას გვეუბნებოდა] ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები.” – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოპერაცია, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერაციას, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, „ბრწყინვალე შედეგად“ აფასებს. მისივე თქმით, ეს ოპერაცია ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა.ზელენსკის განცხადებით, მან  მოისმინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში აღნიშნულ ოპერაციაზე.„აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი. უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე დაგეგმვიდან ეფექტური განხორციელებამდე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვყვებით ახლა, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც ზუსტად ისტორიის სახელმძღვანელოებში იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა დეტალებზეც და აღნიშნა, რომ ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, ხოლო ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოლქში, „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა.„ყველაზე საინტერესო და ახლა უკვე შეიძლება, ღიად ითქვას – ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, უშუალოდ რუსეთის „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა, მათ ერთ-ერთ ოლქში. ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩართული. შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები მუშაობდნენ.  დაზიანდა სტრატეგიული კრეისერული რაკეტების მატარებელთა 34 პროცენტი, ბაზირების აეროდრომებზე. ჩვენი ხალხი მოქმედებდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში – სამ საათობრივ ზონაში. ჩვენი ადამიანები ოპერაციამდე რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ. ისინი, ვინც დაგვეხმარნენ, ახლა უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავარია გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია მოხდა გორში - სტალინისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია სამი მანქანა.

დუდა სანაძე საამიროების თასის მფლობელია

დუდა სანაძე კლუბ „ალ ნასერის“ შემადგენლობაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების თასის მფლობელია. ტურნირის ფინალში „ალ ნასერის“ მეტოქე წინ რეგიონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „შაბაბ ალ აჰლი“ გახლდათ.გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის სანაძეს, რომელიც ტურნირის მანძილზე საშუალოდ 20 ქულას აგროვებდა. ყველაზე შედეგიანი დუდასთვის მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც მან 34 ქულა მოაგროვა.

„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა

დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა.მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა.მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ. მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი,“ – წერს მაიკო ონაშვილი.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა. აღნიშნული კომენტარი ბარტ ეიდემ მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ აეროდრომებს შეუტია.ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი 2022 წელს და „უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაარტყას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს“.„აქ ისევ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს საერთაშორისო სამართალს და უტევს შესაბამის სამხედრო სამიზნეებს, მაშინ, როდესაც რუსეთი ხშირად თავს ესხმის უკრაინულ ქალაქებს, აზარალებს და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს“, – აღნიშნა ესპენ ბარტ ეიდემ.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ერთდროულად ოთხ სამხედრო აეროდრომზე. როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ ორ მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

ბოლო სიახლეები