„კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე გამოეხმაურა.
„მელიას ხვალ ისედაც პატიმრობა ეფარდებოდა და დღეს რაში ჭირდებოდა შსს-ს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება ამისი საფუძველი რომ არ ყოფილიყო? არც არაფერში!
ანუ რა მოხდა?
მელია იქაჩებოდა, პატიმრობას რომ შემიფარდებენ, ოფისში გავმაგრდები და აბა დამიჭირონო, მაგრამ ერთი ადგილი არ ეყო და წინა დღით თავი დააჭერინა ადმინისტრაციული წესით. ესაა სულ‼️😂
შეიძლება გათვლაც აქვს, იქნება ადმინისტრაციულით გამოვძვრეო😂
P.S. ფაქტია გირაოს გადახდა უნდოდა ძალიან, ფბ გამოკითხვებიც კი ჩაატარა,…😂 მაგრამ როგორც ჩანს ამისი უფლებაც არ მისცეს…“, – წერს სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით, დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს.