ხუთშაბათი, მაისი 29, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას ავსტრიის ელჩი რობერტ გერშნერი დაესწრო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს (Montanuniversity Leoben) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც, სტუ-ის მხრიდან, ვიცე-რექტორებმა – პროფესორებმა თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ, ხოლო ავსტრიული უნივერსიტეტის მხრიდან, პრეზიდენტმა, პროფესორმა პიტერ მოზერმა მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერას ესწრებოდნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რობერტ გერშნერი, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი რიაზ ხარატი.

ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ნიკო ნიკოლაძის დარბაზში მოეწერა ხელი, ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, გაცვლით პროგრამებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობას, ასევე, კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კოლაბორაციას ითვალისწინებს.

ვიცე-რექტორ თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სამთო-გეოლოგიის, მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ენერგეტიკის სფეროში წამყვან ავსტრიულ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესოა მომავალი თაობის მკვლევართა და სპეციალისტთა მომზადებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მხრივ.

„მოხარული ვართ, რომ საფუძველი ეყრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობას ევროპის ერთ-ერთ წამყვან – ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან. გვსურს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის გულითადი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ ავსტრიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რობერტ გერშნერს, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ პიტერ მოზერს, ავსტრიული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელს, პროფესორ რიაზ ხარატს, რადგან რექტორი, ამჟამად, სამუშაო მივლინებით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში – CERN-ში იმყოფება.

საგულისხმოა, რომ ლეობენის უნივერსიტეტი განსაკუთრებით ცნობილია თავისი აკადემიური პროგრამებით სამთო ინჟინერიისა და გვირაბთმშენებლობის, შრომის უსაფრთხოების, ნავთობისა და გაზის მოპოვების, ბურღვის ტექნოლოგიების, მასალათმცოდნეობისა და ლითონთა გადამუშავების, მეტალურგიის, კერამიკისა და პოლიმერების, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და საწარმოო ნარჩენების მართვის მიმართულებით. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უძველესი და წამყვანი უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სკოლისთვის – საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტისთვის ავსტრიულ უნივერსიტეტთან მემორანდუმის ფარგლებში კოლაბორაცია მნიშვნელოვანია აღნიშნულ დარგებში ახალგაზრდა მაღალპროფესიონალ სპეციალისტთა და მკვლევართა მომზადების და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ლეობენის სამთო უნივერსიტეტთან სამომავლო ურთიერთობის დიდ სურვილს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ გასული საუკუნის დასაწყისში ავსტრიაში, სწორედ ამ უნივერსიტეტში განათლებას იღებდა ახალგაზრდა გრიგოლ წულუკიძე – შემდგომში უკვე ცნობილი მეცნიერი, ქართული სამთო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დამაარსებელი და პირველი დეკანი გახლდათ. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ორივე ინსტიტუციისთვის მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდება და ასევე, გააძლიერებს ურთიერთობებს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის. წარმატებებს ვუსურვებთ დამეგობრებულ უნივერსიტეტებს!“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

როგორც საქართველოში ავსტრიის ელჩმა რობერტ გერშნერმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ამოქმედება ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განსამტკიცებლად მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.

„მოხარული ვარ, რომ ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტი იმყოფება საქართველოში იმ მიზნით, რომ გაღრმავდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, დიდი პატივია დავსწრებოდი ამ დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა“, – განაცხადა რობერტ გერშნერმა.

ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის პრეზიდენტის თქმით, მემორანდუმის ამოქმედების ერთ-ერთი მიზანი მინერალური რესურსების მდგრადი ათვისების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის წარმართვაა.

„ლეობენის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი მომენტია პარტნიორობის დაწყება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ამ მიზნით, ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ჩვენ დაინტერესებული ვართ კოლაბორაციით სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი კვლევითი სამუშაოები მინერალური რესურსების დაცვის გაძლიერებისა და მათი მდგრადი ათვისების მიმართულებით. მემორანდუმი მოიცავს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების გაცვლით პროგრამებსაც, მათ შორის „Erasmus+“-ის ფარგლებში. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“, – აღნიშნა პროფესორმა პიტერ მოზერმა.

ცნობისათვის, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტი ერთ-ერთი სპეციალიზირებული წამყვანი უნივერსიტეტია ევროპაში, რომელიც კონკურენციას უწევს არაერთ ცნობილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მათ შორის: TU Bergakademie Freiberg (გერმანია), RWTH Aachen (გერმანია), Politecnico Di Torino (იტალია), AGH University of Scienco and TECHNOLOGY (პოლონეთი) და აქტიურად მონაწილეობს ევროპულ ინოვაციურ ქსელებში, როგორიცაა: EIT Raw Materials, რაც მის აკადემიურ, სამეცნიერო და პრაქტიკულ გავლენებს აძლიერებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების, მედიის დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას

წლების განმავლობაში გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ.„მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას, რათა ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავარჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ პირველ ადგილას.  წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ...

გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, საქართველომ მრავალ ომს გაუძლო და მაინც დარჩა გაუტეხელი.„ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე დღეს თქვენ წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლების და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატა. თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა, ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც სამი ათას წელზე მეტია, იმპერიების გზაჯვარედინზე დგას. ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში. საქართველომ მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციებს გაუძლო და მაინც დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით. გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს“, – განაცხადა კობახიძემ.

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის გმირი, რომელმაც მოიგო არჩევნები, დაამარცხა ყველა, ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა და თავი არ დაუხარა ბრიუსელს

საქართველოს გმირი, საერთაშორისო პარტნიორი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ვიქტორ ორბანის თქმით, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა და თავი არ დაუხარა ბრიუსელს.„ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოიტანა ქვეყანაში. მისი ქვეყნის 20 პროცენტი არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

დონალდ ტრამპი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა.როგორც ტრამპმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დიდ პატივისცემას გამოხატავს როგორც კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის, ისე მისი ხელმძღვანელების მიმართ.„მინდა, მოგილოცოთ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის თაოსნებს. კარგად იცით, რა დამოკიდებულება მაქვს თქვენდამი, დიდი პატივისცემა და სიხარულის მომგვრელია ის, რასაც თქვენ აკეთებთ უნგრეთში. პატივს ვცემ ამ დიდებულ ადამიანს, ვიქტორ ორბანს. მან დიდებული საქმე გააკეთა და ძალიან განსაკუთრებული ადამიანია. დიდი პატივისცემა მაქვს როგორც კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის, ისე მისი ხელმძღვანელების მიმართ. დიდი ფასეულობების დამცველია ვიქტორ ორბანი და ეს ორგანიზაციაც არის ძალიან ძლიერი ხმა უნგრეთსა და მსოფლიოში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას კიდევ ერთხელ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ამ ღონისძიების ფარგლებში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.

ქართველმა პარატაეკვონდისტებმა რიოში ხუთი მედალი მოიპოვეს

ქართველმა პარაათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს პარატაეკვონდოში რიო G-2 კატეგორიის ღია ტურნირზე.️ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია:ანა ️️ჯაფარიძე (-52კგ) რიოს ღია ტურნირის გამარჯვებულია.ლია ჩაჩიბაიამ (-47კგ) და გიორგი ნიკოლაძემ (-70კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.ნატა ოჩიგავა (-57კგ) კი ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი აიღო. ანა ჯაფარიძე კი ტურნირის საუკეთესო პარაათლეტად დასახელდა.საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ასპარეზობა აღნიშნულ ტურნირზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ბოლო სიახლეები