ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ამან შესაძლოა, კოსმოსური სივრცე პოტენციური ბირთვული ომის ველად აქციოს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში ამ გეგმას „ამპარტავნების მწვერვალი“ უწოდეს.
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტის გამო და მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას მის განვითარებაზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომლის სახელწოდებაა „ოქროს გუმბათი“.