საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთათვის, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სამეცნიერო პროექტების მიმართულებით საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა მეცნიერ-მკვლევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ისა და განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის – ERASMUS+ ფარგლებში საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობების, მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო კონკურსებისა და საგრანტო მიმართულებში სიახლეების შესახებ.
„გიორგი მიქიაშვილის თქმით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ღია საინფორმაციო შეხვედრების მოქნილი ფორმატი უნივერსიტეტის მეცნიერებს დახმარებას უწევს კვლევების განვითარებაში, რაც გულისხმობს როგორც დაფინანსების შესაძლებლობების მოპოვებას, ასევე, უნივერსიტეტის მასშტაბით, საგრანტო წინადადებების შემუშავებას და უკვე დაფინანსებული პროექტების მართვის კოორდინირებას.
შეხვედრაზე გიორგი მიქიაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა კვლევითი პროექტების დაფინანსების პირობებსა და სქემებზე.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდა ჰორიზონტი ევროპის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკა ქემოკლიძე, რომელმაც უნივერსიტეტის მეცნიერებს კონსულტირება გაუწია და მათ შეკითხვებს უპასუხა.
როგორც შეხვედრის დასასრულს გიორგი მიქიაშვილმა აღნიშნა, საგრანტო დაფინანსებისათან დაკავშირებული საგრანტო წინადადებების მომზადების მიმართულებით უნივერსიტეტის მეცნიერებს ქმედით დახმარებას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის თანამშრომელი ანა ტყემალაძე აღმოუჩენს.
ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე, სტუდენტების საგრანტო საქმიანობის კულტურის დანერგვა-პოპულარიზაციის, მასში თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართვის, კვლევითი პროგრამების ფართო სპექტრის განვითარებისა და განხორციელების მხარდამჭერის მიზნით, ღია საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.