პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის რეგიონის კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს.
ქვიშის ქარიშხალსა და შემდგომ ძლიერ წვიმას წინ უძღოდა რეგიონში ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც პაკისტანის ზოგიერთ ნაწილში მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იყო.
სტიქიის შედეგად დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე სახლი. პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში ქალაქ ლაჰორში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა მზის ენერგიის პანელები.
პაკისტანის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა მოსალოდნელი ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შესახებ მოსახლეობა ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა.