„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ.
შემთხვევა გეგელიას მშობლების საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, გრიგოლ გეგელიას სასწრაფო დახმარების გაწევა დასჭირდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.