შაბათი, მაისი 24, 2025

გიგა ბოკერია – მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან, ახლა გვარამიამ დააღოს პირი და თქვას, თუ რამე აქვს ჩემზე სათქმელი

მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან. ახლა გვარამიამ დააღოს პირი და თქვას, თუ რამე აქვს ჩემზე სათქმელი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია აბსურდული და ბინძურია.

„ბატონმა ნიკა გვარამიამ, გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ გასაგები იყო, ასეთი რამე თქვა, პირი არ დამაღებინოთო თუ რაღაც არ მათქმევინოთო. ქალბატონმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, იქ ჩემი ძველი ნაცნობი, ბატონი დავით ბერძენიშვილი გამოჩნდა. ბატონ გვარამიას მივმართავ, რამე თუ აქვს ჩემზე სათქმელი, სცეს საზოგადოებას პატივი, დააღოს პირი და თქვას. როგორც კი ეს კომისია დაიწყო, აღვნიშნე, საერთოდ დაცინვაა მათი მომხრეების, რომ ჯერ მე არ დავუბარებივარ და დაიბარეს ხალხი, რომელსაც იმ რეჟიმთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. იქვე ვთქვი, რომ არც მივალ მაგ კომისიაზე. ასევე ისიც აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი, დაჭრების ჩათვლით, უნდათ, რათა ფოკუსი მაგაზე გადაიტანონ და არა უფრო დიდ რამეზე, რასაც ღალატობენ, ანუ ქვეყნის მთლიანად მომავალს და დამოუკიდებლობას.

სხვათა შორის, დამაბრალეს, რომ დაკითხვაზეც კი არ ჰყოლიათო, ვიღაცამ ჩამიგდო, ეგ უსამართლოა. ბარემ მაგაშიც ნუ მოიტყუებით, დაკითხვაზე ნამყოფი ვარ, სახელმწიფო გადატრიალებაზე და უშიშროების საბჭოს ამბებზე და ა.შ. თუმცა იმის წინ არ წავიდა რეჟიმი ჯერჯერობით. ძალიან რთულ მდგომარეობაში მაყენებს, უნდა ვაღიარო. რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული, იმაზე უნდათ, რომ პასუხი მაგებინონ, თან პირდაპირ იარლიყიც მოგაწებონ. ხვალ რომ დამიბარონ, რაც საერთოდ არ არის გამორიცხული, ბრალი წამიყენონ, დამიჭირონ, ანუ გამოვა, რომ აღარ ვყოფილვარ მოღალატე და თუ ეს არ ქნა ივანიშვილის რეჟიმმა, მაშინ მოღალატე ვარ. გამოდის, მათ ხელშია, მე მოღალატე გავხდები და არა ჩემსაში. ასეთი აბსურდული და ბინძური არის ეს კამპანია, რასაც ახლა უყურებთ ყველა ამ ადამიანისგან“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების „კომისია“, ამას რა ჰქვია, ვიცით, გაასხით, თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს დადებული“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს."დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ.-ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

“შენ ანგელოზად იქეცი და ზეციურად ანათებ” – მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს

მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს და ასეცე სევდიან ლექსს აქვეყნებს.“ტკივილმა სული გარინდა, სხეულს ეფარა ნისლები, დღეს გიო სკოლას ამთავრებს დიდია ,დიდი ხვალიდან, საფლავზე მეგობრები და ზეიმი ახალ სახლ-კარზე შენ ანგელოზად იქეცი, და ზეციურად ანათებ.სკოლის დასრულებას გილოცავ გიო🥹🕊🕊”- წერს მარიამ ფილია.

საქართველოში შვედეთის ელჩი – შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება

შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი წერს.მისი თქმით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.„შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებით და რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ეს ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება“, – წერს შვედეთის ელჩი.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.32-ე ტურის მატჩში სანდრო ალთუნაშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და 75-ე წუთზე შეცვალა, ხოლო კიტეიშვილმა „შტურმში“ სრულად ითამაშა.თამაში „შტურმისთვის“ სასურველი სცენარით წარიმართა – გრაცელები 45+1-ე წუთზე ბოვინგის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 67-ე წუთზე სტუმართა მოთამაშე ბალომ წონასწორობა აღადგინა.საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, გრაცის „შტურმმა“ 40 ქულა დააგროვა, კონკურენტებს დაწევის საშუალება არ მისცა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.

საქართველოში ლატვიის საელჩო – შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

საქართველოში ლატვიის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ„იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.„ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. რეპრესიული ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, – ნათქვამია საქართველოში ლატვიის საელჩოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები