შაბათი, მაისი 24, 2025

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი კობახიძისადმი მისალოც წერილში ერდოღანი ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად, მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს – კეთილდღეობა“, – ნათქვამია ერდოღანის მისალოც წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥„მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი…“ – თამო ვაშალომიძის კიდევ ერთი ლუქი კანის ფესტივალზე

TAMO'S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე საფრანგეთის ქალაქ კანში იმყოფება, საიდანაც „ინსტაგრამ“ გამომწერებს კადრებს უზიარებს.პირველ დღეს თამო ვაშალომიძეს ქართველი დიზაინერის, Temo Chérie-ს ულამაზესი შავი, თვლებით გაფორმებული კაბა ჰქონდა მორგებული, მეორე დღეს კი წითელ ხალიჩაზე, წითელი ფერის კაბით წარდგა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.„მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი დღეს და ამ კაბით ქალურობა, სიძლიერე გამომეხატა“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.  

საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებულია.ფინალურ შეხვედრაში ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო ჩინა ორ სეტში, 7:6 (7:5), 6:4 დაამარცხა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიქი ვერ შეასრულეს, ხოლო ფურცელაძემ ტაიბრეიქზე მეტოქის 5 ჩაწოდება მოიგერია. რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ქართველმა გადამწყვეტი ბრეიქის მოპოვება მე-10 გეიმში მოახერხა.საბა ამ დროისთვის ATP-ს რეიტინგში 286-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისთვის კარიერულად ყველაზე მაღალი პოზიციაა.თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვებით საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც მას საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის შეიყვანს.

ჯეი დი ვენსი – საგარეო პოლიტიკაში გვქონდა ხანგრძლივი ექსპერიმენტი, ალიანსების შენარჩუნება და ეროვნული თავდაცვა უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევასა და სხვა სახელმწიფოების შენებაზე იყო...

საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, ეროვნული თავდაცვა და ალიანსების შენარჩუნება უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევასა და სხვების სახელმწიფოს შენებაზე იყო გაცვლილი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მერილენდის შტატში, აშშ-ის საზღვაო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის უდავო დომინირების ეპოქა დასრულდა, ქვეყანა კი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩინეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების მხრიდან და მოუწევს ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება.როგორც ვენსმა აღნიშნა, ტრამპის ბრძანებამ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ, საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანა სიტუაცია, რაც შეთანხმების ნაწილი იყო, რომლის მიხედვითაც, დაჯგუფება დათანხმდა სპარსეთის ყურეში ამერიკულ საზღვაო სამიზნეებზე თავდასხმების შეჩერებას.„ფრთხილად უნდა ვიყოთ დარტყმის გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ როდესაც დარტყმას ვაკეთებთ, ძლიერად ვაკეთებთ და ამას გადამწყვეტად ვაკეთებთ. ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, რომლის დროსაც ეროვნული თავდაცვა და ჩვენი ალიანსების შენარჩუნება სახელმწიფოს მშენებლობასა და უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევაზე იყო გაცვლილი, მაშინაც კი, თუ ამ უცხო ქვეყნებს ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო ამერიკის ძირითად ინტერესებთან. აღარ იქნება განუსაზღვრელი მისიები, აღარ იქნება გაურკვეველი კონფლიქტები“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპზე ერთმანეთს 307-307 სამხედრო ტყვე გადასცეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპი დაასრულეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს 307-307 სამხედრო ტყვე გადასცეს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ტყვეების გაცვლა სტამბოლში 16 მაისს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხდება.რუსეთს და უკრაინას შორის ტყვეები გაცვლის პირველი ეტაპი 23 მაისს განხორციელდა, რომლის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს 390 პირი გადასცეს.სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი“ – ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიციის ერთი ნაწილი 26 მაისს, ეროვნულ დღესასწაულზე პროცესების რადიკალიზაციას აანონსებს, მეორე კი ემიჯნება. ოპონენტებისგან განსხვავებით, 26 მაისის აღნიშვნის ტრადიციული სადღესასწაულო გეგმა აქვს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს რომ პროვოკაციების მოწყობის უფლებას არავის მისცემს."ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამ დღეს ვისთან უნდა ყოფნა, ასევე პარტიაში ქუჩის წინააღმდეგობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი:"ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვისთან უნდა ყოფნა. სიმბოლური თარიღების დროს, მეგობარი ქვეყნები და მათი პოლიტიკური ფიგურები ჩამოდიან ხოლმე ქვეყნებში. ხისტი ფორმები კი არა, უბრალოდ საჭიროა ქუჩაში წინააღმდეგობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. როდესაც გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და ისინი არ რეაგირებენ არაფერზე, ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი. წინააღმდეგობის პლატფორმაში ჩვენ არ ვართ ინტეგრირებულები, ამიტომაც, პირველ რიგში ორგანიზებაში ჩართულია ის ხალხი და კითხვები მათ უნდა დაუსვათ,"- აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე: - "ჩვენ ვემზადებით ზეიმისთვის, ჩვენი პარტია მარშით გაემართება მარჯანიშვილიდან რუსთაველისაკენ".

ბოლო სიახლეები