შაბათი, მაისი 24, 2025

ტრამპმა და რუბიომ deep state-თან ბრძოლის მიზნით უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება დაიწყეს – მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ deep state-თან ბრძოლის საბაბით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება დაიწყეს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას წყარო უყვება, თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ძალიან ბიუროკრატიული ორგანოა, რომლის ბევრი ჩინოვნიკი მოქმედი პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს.

ტრამპის ადმინისტრაცია საბჭოში დასაქმებული პერსონალის განახევრებას გეგმავს. დღესდღეობით საბჭოში 350 ადამიანი მუშაობს. შემცირების შემდეგ მათ მთავრობაში სხვა თანამდებობებზე გადაიყვანენ.

თავის მხრივ, ამერიკული ტელეარხი CNN-ი წერს, რომ თეთრმა სახლმა უკვე გაუშვა ადმინისტრაციულ შვებულებაში საბჭოს ასზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის საკადრო ჩინოვნიკები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ტრამპის დროს დაიქირავეს. ელექტრონულ წერილში მათ უთხრეს, რომ აქვთ 30 წუთი, რათა სამუშაო ადგილებიდან გაიტანონ პირადი ნივთები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე მისალოც წერილში საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას უსურვებს.„ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება. ჩვენი ოჯახისთვის პატივია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება ვუსურვოთ“, – ნათქვამია ჩარლზ მესამის მისალოც წერილში.ესპანეთის მეფე ფილიპე მიხეილ ყაველაშვილს პირად კეთილდღეობას, ხოლო საქართველოს მოსახლეობას მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.„საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად, მსურს ესპანეთის ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მილოცვა გადმოგცეთ. ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები, როგორც პირადი კეთილდღეობის, ასევე საქართველოს ძვირფასი მოსახლეობის მშვიდობისა და წინსვლისათვის“, – ნათქვამია მეფე ფილიპეს მისალოც წერილში.ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერ კლაუს გეორგ ფერდინანდმა მიხეილ ყაველაშვილს საუკეთესო სურვილები გადასცა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.„საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, გთხოვთ მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის,“ – ნათქვამია ნიდერლანდების მეფის მისალოც წერილში.

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის Villa de Madrid-ის ჩემპიონია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიოს თასი Villa de Madrid-ი მიმდინარეობს. ფინალში, სანდრო ბაზაძემ თურქი სპორტსმენი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.ფინალურ შეხვედრამდე მან იტალიელი, რუმინელი, ჩინელი და ფრანგი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი კორეელ მეტოქეს 15:13 სძლია.სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო.სუს-ის ინფორმაციით, გადაუდებელი ჩხრეკა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, რომლის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიება.

🎥„მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი…“ – თამო ვაშალომიძის კიდევ ერთი ლუქი კანის ფესტივალზე

TAMO'S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე საფრანგეთის ქალაქ კანში იმყოფება, საიდანაც „ინსტაგრამ“ გამომწერებს კადრებს უზიარებს.პირველ დღეს თამო ვაშალომიძეს ქართველი დიზაინერის, Temo Chérie-ს ულამაზესი შავი, თვლებით გაფორმებული კაბა ჰქონდა მორგებული, მეორე დღეს კი წითელ ხალიჩაზე, წითელი ფერის კაბით წარდგა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.„მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი დღეს და ამ კაბით ქალურობა, სიძლიერე გამომეხატა“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.  

საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებულია.ფინალურ შეხვედრაში ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო ჩინა ორ სეტში, 7:6 (7:5), 6:4 დაამარცხა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიქი ვერ შეასრულეს, ხოლო ფურცელაძემ ტაიბრეიქზე მეტოქის 5 ჩაწოდება მოიგერია. რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ქართველმა გადამწყვეტი ბრეიქის მოპოვება მე-10 გეიმში მოახერხა.საბა ამ დროისთვის ATP-ს რეიტინგში 286-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისთვის კარიერულად ყველაზე მაღალი პოზიციაა.თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვებით საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც მას საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის შეიყვანს.

ბოლო სიახლეები