ორშაბათი, მარტი 16, 2026

შალვა ნათელაშვილი-„ლეიბორისტული პარტიისგან“ დაწყებული სასანქციო პოლიტიკით, ხელისუფლებას ძალიან მალე მოახრჩობს

ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ პაატა ბურჭულაძეს, გვაქვს მასთან აზრთა ურთიერთგაცვლა, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ ჩანს „ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე, ან პაატა ბურჭულაძესთან, იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზება და სად არის პირველი ლეიბორისტი, რომლის ოფისის უკანა ეზოც ერთ დროს ოპოზიციის მთავარი თავშეყრისა და პოზიციების გაზიარების ადგილი იყო.

მისივე თქმით, ფანჩატურად წოდებულმა პარტიულმა ფორმატმა 4 წლის წინ ხელისუფლება ჩამოშლამდე მიიყვანა.

„რაც შეეხება ფორმატებს, თქვენ აქ შემთხვევით არ აღნიშნეთ და სწორად მიუთითეთ ფანჩატურად წოდებული ის უდიდესი პარტიული ფორმატი, რომელმაც ეს ხელისუფლება 4 წლის წინ ჩამოშლამდე მიიყვანა. ის ცნობილი პარლამენტში შევარდნა რომ არ ყოფილიყო, შარლ მიშელის დეკლარაციაზე ხელმოწერა და ფაქტობრივად, აწყობილი საქმე, უკვე პიკზე აყვანილი, ჩამოიშალა და ახლა გახდა ქვეყნის და მსოფლიოს სატკივარი ამ ჯოჯოს მოცილება, რასაც წარმოადგენს პუტინისტური რეჟიმი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ვერ შედგა ოპოზიციის ერთობა, დღეს რას ფიქრობს პირველი ლეიბორისტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობდა და რა არის წყალგამყოფი საკუთარ კოლეგებთან, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საერთოდ, მოქმედების სტრატეგიას პოლიტიკოსი კი ვერ ქმნის, არამედ ცხოვრება კარნახობს და პროცესები, რაც საზოგადოებაში დუღს.

„მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო, მრავალპარტიული ფორმატი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ახლა აღარ ვთვლით საჭიროდ, რომ ამ მრავალპარტიული შეკრებებით მივაღწიოთ მიზანს, რადგანაც მიზანი ისედაც მიღწეული იქნება. მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ზეწოლა ვაშინგტონიდან, ლონდონიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან, ჩვენი ხალხის პროტესტის ფონზე, „ლეიბორისტული პარტიისგან“ დაწყებული სასანქციო პოლიტიკით, ხელისუფლებას ძალიან მალე მოახრჩობს და ხელისუფლების შეცვლა იქნება რეალობა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა.მთავრობის მეთაური განცხადებას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე გააკეთებს.

პიტერ სიიარტო – მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ყველაფერში ჩვენი იმედი ჰქონდეს. ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. მთლიანობაში, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია და ის უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.სიიარტოს თქმით, მოუთმენლად ელოდება შაბათ-კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას ბუდაპეშტში.„არჩევნებში პატრიოტული პარტია თუ იმარჯვებს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ნუ გვიყურებთ ისე, თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ: არჩევნებში პატრიოტები თუ იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა. ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. მოუთმენლად ველოდებით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ ის უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება.„ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.როგორც მედია იუწყება, შემთხვევა ალ ბაიას რაიონში მოხდა. კერძოდ, რაკეტა ავტომობილს მოხვდა.„სქაინიუსის“ ცნობით, დაღუპული პალესტინის მოქალაქეა.ამასთან, მანამდე დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

ტყიბულის მერი – მეწყრული პროცესების გამო ვითარების შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია, გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ და სწავლობენ მიმდინარე პროცესს, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მერმა, დავით კუბლაშვილმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს სოფელ კურსებში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არსებული ვითარება გააცნო და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.„მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია. გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ ადგილზე და სწავლობენ მიმდინარე პროცესს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და უაღრესად მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თითოეული თქვენგანის როლი, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება“, – აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეწყრის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ამ დრომდე ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში რჩება. ამასთან, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ბოლო სიახლეები