შაბათი, მაისი 24, 2025

ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ შეჭრაზე: მოვარდა ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, აღელვებული ვიყავი, უცენზუროდაც ვილაპარაკე, რაზეც ნიღბიან პირს ჰქონდა რეაქცია. რომელი იყო, მაგის დედა, გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში

ოთახში შემოვარდნენ „ენ“ რაოდენობის ნიღბიანი პირები, გამოგვიყვანეს ოთახიდან, ჰოლში დაგვაყენეს, პირით კედლისკენ, ტყვეებივით ხელებაწეული, დეპუტატები, პარლამენტის წევრები. ვალერი გელბახიანმა, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ვალერიმ უთხრა, რომ რას აკეთებთ, ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება, თქვენ არღვევთ კონსტიტუციას და ა.შ. დაუწყო განმარტებები, რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში, რომ აი ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ხმა, კრინტი. გავჩუმდით, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ჯაფარიძე იხსენებს, ტელეკომპანია „იმედში“ ისროდნენ რეზინის ტყვიებს, იყო წივილ-კივილი, აგინებდნენ. მისივე თქმით, იქამდე არ გამოჰყავდათ, სანამ მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ არ დარეკა.

„გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოგვიყვანეს, კიბეებზე ჩამოვედით ფეხით, კუთხესთან დაგვაყენეს პარლამენტის წევრები, დაგვიყენეს დაცვა და ამ დროს მიდის ბათქა-ბუთქი, რეზინის ტყვიებს ისვრიან, წივილი-კივილი, რაღაც სასწაული ამბავი ხდება. ამ დროს ცუდად გახდა ვალერი იზორია, პარლამენტის წევრი, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ავადმყოფობდა. წნევამ აუწია, დავაწვინეთ იატაკზე, პიჯაკი გავიხადე თავქვე დავუდე და ვეხვეწებოდით ამათ, რომ გვიკვდება კაცი რამე ქენით, გვიშველეთ, არ შემოგვაკვდეს. არავის რეაქცია ამაზე არ ჰქონდა. რა თქმა უნდა გვაგინებდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ, ჩვენდა გასაკვირად, ეს ცოტახანი მინიმუმ 40 წუთი მაინც იყო ალბათ, გამოგვიყვანეს, წამობრძანდით უნდა წახვიდეთო, უნდა გაგიყვანოთო და შემდეგ როგორც გავარკვიეთ კახა კუკავას და ზვიად ძიძიგურის აპარატის თანამშრომლები პარლამენტში მისულან ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქალბატონ ნინოს უთხრეს, რომ პარლამენტის წევრები არიან დაკავებული „იმედის“ შენობაში და გთხოვთ რამე რეაგირება გააკეთოთ. ნინო ბურჯანაძის ზარის შემდეგ გამოგვიყვანეს“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მან ასევე ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც მისი ჟურნალისტთან გაკეთებული კომენტარი არ მოეწონა ერთ-ერთ ნიღბიანს და გადატენილი ავტომატი მიუშვირა.

„რომ გამოგვიყვანეს, კორიდორივით იყო და გვაგინებდნენ იქიდან. გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, რაშიც გვითხრეს, რომ ჩასხედით და გაგიყვანენო. მანქანაში რომ ჩავსხედით, მაშინდელი „რუსთავი 2“ გახსოვთ როგორიც იყო, მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, აბა რა ხდება, როგორ ხდება და როგორც ჩანს მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე და ვიყვირე, აღარ მახსოვს, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია, რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში. მე ვიყავი და მესროლეთქო. კახა კუკავა გადამეფარა წინიდან, ბატონო ვიქტორ გაჩერდი თორემ დაგვხოცავენო. არ გაგრძელდა ეს დიდხანს, გამოგვიყვანეს იქიდან“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საბა ბუაძე: მივიღე გადაწყვეტილება, მიხეილ კაკაურიძე, რომელიც “ოცნებას” კვორუმის შექმნაში დაეხმარა, ჩვენი რიგებიდან გაირიცხოს

როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან, - ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადება მოჰყვა კაკაურიძის დასწრებას სხდომაზე, რომელზეც თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.ბუაძის თქმით, კაკაურიძემ დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა "ქართულ ოცნებას" ქვორუმის შექმნაში."დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება.როგორც საზოგადოებისვის ცნობილია, “ძლიერი საქართველო” და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭოს მიერ, 2024 წლის ნოემბერში.სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, “ძლიერი საქართველოს” გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან", - წერს ბუაძე.ზურაბ აბ­აშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა. ზურაბ აბ­აშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერს და მარკ კარნის „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებს „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს.ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და მარკ კარნი ისტორიის მცდარ მხარეს დგანან.ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასს“ არა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, არამედ ებრაული სახელმწიფოს განადგურება სურს.„მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ბავშვების მკვლელები და გამტაცებლები მადლობას როდესაც გიხდიან, თქვენ მართლმსაჯულების არასწორ მხარეს ხართ, კაცობრიობის არასწორ მხარეს და ისტორიის არასწორ მხარეს ხართ. ახლა, ამ ლიდერებმა შეიძლება, იფიქრონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მშვიდობას, ისინი არ უწყობენ. ისინი ამხნევებენ „ჰამასს“, გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ და მათ იმედს აძლევენ, რომ დააარსონ მეორე პალესტინის სახელმწიფო, საიდანაც „ჰამასი“ კვლავ შეეცდება ებრაული სახელმწიფოს განადგურებას – და გაითვალისწინეთ, რომ ეს არ იქნება „ჰამასისგან“ თავისუფალი სახელმწიფო“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მანამდე, საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებმა მოუწოდეს ისრაელს, შეაჩეროს მოქმედებები ღაზის სექტორში, წინააღმდეგ შემთხვევაში „კონკრეტული ქმედებებით“ დაემუქრნენ.

“შენს მიერ განვლილი ნაბიჯები უკვალოდ არ გაქრება მეგობარო…” – სვანეთში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ

უშბაზე, 30 წლის ნიკო ფალიანი ტრაგიკულად დაიღუპა. მას ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან:"სვანური კულტურის თანახმად მთაზე ასვლა ნიშნავს, შეხვედრას საკუთარ თავთან. უშბა კი ამ შეხვედრის ყველაზე მკაცრი ფორმაა. არ არსებობს ამაზე დიდი გამოცდა და განსაცდელი.სვანები იტყოდნენ:თუ უშბა მოგიტაცებს, მანამ არ გაგიშვებს, სანამ არ გახდები ის, ვინც უნდა იყო.თუ უშბამ დაგკარგა, ღირსეულად არ გიცხოვრია.თუ უშბამ ჩაგიხუტა შენ რჩეული ყოფილხარ და კავკასიონის გოლიათმა უშუალოდ მიგაცილა ღმერთამდე.სამწუხაროდ ნაადრევად ჩაიხუტა უშბამ კიდევ ერთი ღირსეული ქართველი. არაერთხელ შეხვედრიხარ უშბას და მან ყველაზე კარგად უწყოდა რა გულიანი ადამიანიც იყავი.  "ალპურ სამყაროში" შენს მიერ განვლილი ნაბიჯები უკვალოდ არ გაქრება მეგობარო",-წერს ნიკას მეგობარი.

„როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო… დეე, როგორ მენანები ამ ტკივილისთვის…“ – სკოლასთან, ავარიისას დაშავებული ქალის შვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს

სკოლასთან, ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.ინფორმაციას და ემოციურ პოსტს შვილი, ნათია ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„როგორ მენანები დეე, ამ ტკივილისთვის, როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო, დეეე... დღეს ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით, დეეე. სულ გიჯერებდი, მაგრამ ამჯერად მაპატიე, ცოცხალი მჭირდები, დეე. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ. მთელი გული შენთან დამრჩა, როგორ მიჭერდი, რომ არ დამეტოვებინეეე... გული მიკვდება, მაპატიე დეე და ცოტაც გაუძელიიი, მე მჯერა შენიი“, – წერს ნათია ბიჩინაშვილი.შეგახსენებთ, თბილისში, თემქის დასახლებაში, 159-ე სკოლასთან „ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი.„ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი წუხილიც გამოთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ. განემარტათ, რომ ამ თანამშრომელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შემოვიდეს. თუმცა ერთი ნიშანდობლივი საკითხი იყო ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში და მივესალმები, რომ საელჩომ მიუთითა ვენის კონვენციის დარღვევაზე. მართალია, აკრედიტებული დიპლომატის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, ვენის კონვენციიდან გამომდინარე, არის მასპინძელი სახელმწიფოს ვალდებულება. მიხარია, რომ ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში. ამ პუნქტსაც თუ წაიკითხავენ და შეასრულებენ, ვენიის კონვენციის გარშემო ჰარმონიული თანაარსებობა იქნება. იმ მომენტშივე განიმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, გარკვეული ხარვეზი, მათ შორის, არც ის მოგვერიდა, რომ ბოდიში მოგვეხადა, ვინაიდან იყო ეს ხარვეზი და გამოსწორდა კიდეც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები