შაბათი, მაისი 24, 2025

კომისიის ყოველ სხდომაზე მოსმენილი ისტორიები გამაოგნებელია იმ სისასტიკით, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს და იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა გურამ შარაძის საქმეზე საზოგადოება სიმართლეს გაიგებს – სოზარ სუბარი

პატრიარქთან, ეკლესიასთან, მეცნიერებასთან ბრძოლა, ყველა ავტორიტეტის განადგურება იყო სააკაშვილის რეჟიმის მიზანი და სადაც ამას ვერ ახერხებდნენ ცილისწამებითა და ტყუილების დაბრალებით, იქ უკვე სხვა მეთოდებს მიმართავდნენ, – განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა დღევანდელ სხდომაზე, სადაც ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები განიხილეს.

სოზარ სუბარის თქმით, ეს საქმე კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ სისტემური დანაშაულის, რაც ქვეყანაში იყო გამეფებული.

„მართლა გაოგნებული ვარ იმით, რასაც ახლა ვისმენ და რა შრომაც გასწიეთ ამ წლების განმავლობაში, რომ ამ მკვლელობისთვის ნათელი მოგეფინათ. გურამ შარაძის შვილისგან შრომისუნარიანობა არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მაინც”, – მიმართა დეპუტატმა რუსუდან შარაძეს. „ამ საქმის სხვადასხვა დეტალთან სხვადასხვა დროს მქონდა შეხება. როცა გამოძიება ამბობდა, რომ მკვლელობის მომენტი სრულადაა ვიდეოზე გადაღებული, სადაც ყველაფერი თვალნათლივ ჩანს, ძნელი იყო ოფიციალური ვერსიის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეგვეტანა. შემდეგ გაჩნდა გარკვეული ეჭვები, მაგრამ მტკიცებულებები ნაკლებად იყო. ახლა კი, თქვენ რასაც ჰყვებით, მითუმეტეს, როცა ამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან პროკურატურის მიერ გამოძიებული მტკიცებულებები და ჩვენებები დევს, ცხადია, ეს ეჭვები უფრო ღრმავდება.

ეს საქმე კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ სისტემური დანაშაულის, რაც გამეფებული იყო ქვეყანაში. დღეს კიდევ ერთხელ დასახელდა ბევრი ისეთი გვარი, რომლებიც მუდმივად გვესმის კომისიის სხდომებზე: კუდის უფროსი დათა ახალაია; კუდისავე მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“; შსს მაღალჩინოსანი თენგიზ გუნავა, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ გახდა პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და სახე და სააკაშვილის მიერ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით; ასევე კოხტა კოდუა და მისი ბიძა, მეგის და ლევენ ქარდავები, სოსო თოფურიძე, რომელიც იყო კუდ-ის მთავარი სპიკერი და „ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი სახე. ესენი არიან პოლიციისა და სასჯელაღსრულების ის მაღალჩინოსნები, რომელთა სახელსაც არაერთი დანაშაული უკავშირდება.

დღეს რუსუდან შარაძემ ასევე ახსენა პოლიციის მაღალჩინოსანი ზაზა ჭაია, რომლის სახელიც ასევე არაერთ დანაშაულთან არის ნახსენები. მაგალითად, მოწმეები ამბობენ, იგი პირადად მონაწილეობდა 2009 წლის 6 მაისს მომღერალ გია გაჩეჩილაძის სასტიკ ცემაში, კერძოდ, უკვე მიწაზე დაგდებულს და გონდაკარგულს სახეში ჩაარტყა წიხლები. და ეს ადამიანი 2010 წელს დაჯილდოებულია „ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით“. 2012 წლის შემდეგ მან შექმნა არასამთავრო ორგანიზაცია და მორალს უკითხავს საზოგადოებას. არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირის ან სოროსის გრანტიც ჰქონდეს მიღებული პირობითი სახელით – „ადამიანის უფლებების დაცვა“ ან „კანონის უზენაესობა საქართველოში,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატი გურამ შარაძის მოღვაწეობასაც შეეხო. „მთავარ კითხვას, რომელიც დასვა ქალბატონმა თეა წულუკიანმა – რატომ მოკლეს გურამ შარაძე? თქვენ ძალიან ზუსტი პასუხი გაეცით, როცა პოლიტიკური მკვლელობა ახსენეთ“, – მიმართა რუსუდან შარაძეს დეპუტატმა. „ბატონ გურამ შარაძეს სტუდენტობის დროიდან კარგად ვიცნობდი. ის იყო ცნობილი პროფესორი, 70-ზე მეტი წიგნის ავტორი, მარტო მისი ფუნდამენტური ორტომეული, „ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“, ერთი ადამიანისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. მართლა წარმოუდგენელია, როგორ ახერხებდა ერთი კაცი ჩვენი ისტორიისთვის უცნობი ამდენი წყაროს მოძიებას, გაანალიზებას, რედაქტირებას, დაბეჭდვას. ამ ყველაფერს სჭირდებოდა უზარმაზარი შრომა. ამის პარალელურად კი იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში.

მოგვიანებით, როგორც ჟურნალისტს, უფრო ხშირად მქონდა მასთან შეხვედრები და ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვეთანხმებოდი მის ხედვებს. ბევრ საკითხზე გვქონდა განსხვავებული ხედვა, მაგრამ დრო გადის და დღეს მეც განსხვავებულად ვუყურებ ბევრ საკითხს, ვიდრე მაშინ ვუყურებდი. მაგრამ, არა აქვს მნიშვნელობა, რაში ვეთანხმებოდი და რაში არა – ყველა შემთხვევაში ეს იყო ადამიანი, რომლის ცხოვრების მრწამსს ზუსტად გამოხატავდა მისი პოლიტიკური მოძრაობის სახელი – „საქართველო უპირველეს ყოვლისა – ენა, მამული, სარწმუნოება”. ამ მრწამსს ემსახურებოდა მთელი ცხოვრება და მართლა წარმოუდგენელია, როგორც მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, როგორ ასწრებდა ამდენ რამეს. მე ვიცნობდი მის ბევრ მხარდამჭერს, რომლებსაც უსიტყვოდ სჯეროდათ მისი და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად გასაგებია, რომ სააკაშვილი გურამ შარაძეს აღიქვამდა, როგორც საფრთხეს მისი ძალაუფლებისთვის. ეს იყო ისეთი საფრთხე, რომლის განეიტრალება პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებით სააკაშვილის რეჟიმს არ შეეძლო, ამიტომაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმმა მის წინააღმდეგ ასეთ ბრუტალურ შედეგს მიმართა.

ზოგადად, სააკაშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი იყო ნებისმიერი ავტორიტეტი, ისინი საფრთხეს ხედავენ ყველა ავტორიტეტში. ამიტომ ებრძოდნენ დღესაც ებრძვიან ისინი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ეკლესიას, ცნობილ მეცნიერებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს… ავტორიტეტების განადგურება იყო მათი მიზანი და სადაც ამას ვერ ახერხებდნენ ცილისწამებით, ტყუილების დაბრალებით, იქ უკვე უფრო მძიმე მეთოდებს, მათ შორის მკვლელობასაც მიმართავდნენ. რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც დღეს მოვისმინეთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული და წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური მკვლელობა.

კომისიის ყოველ სხდომაზე მოსმენილი ისტორიები გამაოგნებელია იმ სისასტიკით, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს და იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა გურამ შარაძის საქმეზე საზოგადოება სიმართლეს გაიგებს“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საბა ბუაძე: მივიღე გადაწყვეტილება, მიხეილ კაკაურიძე, რომელიც “ოცნებას” კვორუმის შექმნაში დაეხმარა, ჩვენი რიგებიდან გაირიცხოს

როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან, - ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადება მოჰყვა კაკაურიძის დასწრებას სხდომაზე, რომელზეც თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.ბუაძის თქმით, კაკაურიძემ დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა "ქართულ ოცნებას" ქვორუმის შექმნაში."დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება.როგორც საზოგადოებისვის ცნობილია, “ძლიერი საქართველო” და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭოს მიერ, 2024 წლის ნოემბერში.სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, “ძლიერი საქართველოს” გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან", - წერს ბუაძე.ზურაბ აბ­აშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა. ზურაბ აბ­აშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერს და მარკ კარნის „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებს „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს.ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და მარკ კარნი ისტორიის მცდარ მხარეს დგანან.ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასს“ არა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, არამედ ებრაული სახელმწიფოს განადგურება სურს.„მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ბავშვების მკვლელები და გამტაცებლები მადლობას როდესაც გიხდიან, თქვენ მართლმსაჯულების არასწორ მხარეს ხართ, კაცობრიობის არასწორ მხარეს და ისტორიის არასწორ მხარეს ხართ. ახლა, ამ ლიდერებმა შეიძლება, იფიქრონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მშვიდობას, ისინი არ უწყობენ. ისინი ამხნევებენ „ჰამასს“, გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ და მათ იმედს აძლევენ, რომ დააარსონ მეორე პალესტინის სახელმწიფო, საიდანაც „ჰამასი“ კვლავ შეეცდება ებრაული სახელმწიფოს განადგურებას – და გაითვალისწინეთ, რომ ეს არ იქნება „ჰამასისგან“ თავისუფალი სახელმწიფო“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მანამდე, საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებმა მოუწოდეს ისრაელს, შეაჩეროს მოქმედებები ღაზის სექტორში, წინააღმდეგ შემთხვევაში „კონკრეტული ქმედებებით“ დაემუქრნენ.

“შენს მიერ განვლილი ნაბიჯები უკვალოდ არ გაქრება მეგობარო…” – სვანეთში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ

უშბაზე, 30 წლის ნიკო ფალიანი ტრაგიკულად დაიღუპა. მას ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან:"სვანური კულტურის თანახმად მთაზე ასვლა ნიშნავს, შეხვედრას საკუთარ თავთან. უშბა კი ამ შეხვედრის ყველაზე მკაცრი ფორმაა. არ არსებობს ამაზე დიდი გამოცდა და განსაცდელი.სვანები იტყოდნენ:თუ უშბა მოგიტაცებს, მანამ არ გაგიშვებს, სანამ არ გახდები ის, ვინც უნდა იყო.თუ უშბამ დაგკარგა, ღირსეულად არ გიცხოვრია.თუ უშბამ ჩაგიხუტა შენ რჩეული ყოფილხარ და კავკასიონის გოლიათმა უშუალოდ მიგაცილა ღმერთამდე.სამწუხაროდ ნაადრევად ჩაიხუტა უშბამ კიდევ ერთი ღირსეული ქართველი. არაერთხელ შეხვედრიხარ უშბას და მან ყველაზე კარგად უწყოდა რა გულიანი ადამიანიც იყავი.  "ალპურ სამყაროში" შენს მიერ განვლილი ნაბიჯები უკვალოდ არ გაქრება მეგობარო",-წერს ნიკას მეგობარი.

„როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო… დეე, როგორ მენანები ამ ტკივილისთვის…“ – სკოლასთან, ავარიისას დაშავებული ქალის შვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს

სკოლასთან, ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.ინფორმაციას და ემოციურ პოსტს შვილი, ნათია ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„როგორ მენანები დეე, ამ ტკივილისთვის, როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო, დეეე... დღეს ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით, დეეე. სულ გიჯერებდი, მაგრამ ამჯერად მაპატიე, ცოცხალი მჭირდები, დეე. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ. მთელი გული შენთან დამრჩა, როგორ მიჭერდი, რომ არ დამეტოვებინეეე... გული მიკვდება, მაპატიე დეე და ცოტაც გაუძელიიი, მე მჯერა შენიი“, – წერს ნათია ბიჩინაშვილი.შეგახსენებთ, თბილისში, თემქის დასახლებაში, 159-ე სკოლასთან „ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი.„ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი წუხილიც გამოთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ. განემარტათ, რომ ამ თანამშრომელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შემოვიდეს. თუმცა ერთი ნიშანდობლივი საკითხი იყო ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში და მივესალმები, რომ საელჩომ მიუთითა ვენის კონვენციის დარღვევაზე. მართალია, აკრედიტებული დიპლომატის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, ვენის კონვენციიდან გამომდინარე, არის მასპინძელი სახელმწიფოს ვალდებულება. მიხარია, რომ ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში. ამ პუნქტსაც თუ წაიკითხავენ და შეასრულებენ, ვენიის კონვენციის გარშემო ჰარმონიული თანაარსებობა იქნება. იმ მომენტშივე განიმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, გარკვეული ხარვეზი, მათ შორის, არც ის მოგვერიდა, რომ ბოდიში მოგვეხადა, ვინაიდან იყო ეს ხარვეზი და გამოსწორდა კიდეც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები