პარასკევი, მაისი 23, 2025

გიგა ბოკერია დღემდე არის ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე – მაია ორჯონიკიძე

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან ვამბობ და ხელს ვაწერ იმაზე, რასაც ვამბობ: გიგა ბოკერია იყო და დღემდე არის რუსი ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, მაია ორჯონიკიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სწორედ გიგა ბოკერიამ გაყო შუაზე „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წელს და მანვე გახადა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბულინგი ტრენდული.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან ვამბობ და ხელს ვაწერ იმაზე, რასაც ვამბობ: გიგა ბოკერია იყო და დღემდე არის რუსი ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე. ადამიანი, რომელსაც მართლა გააჩნდა ინტელექტუალური ბაგაჟი და ამით კიდევ უფრო საშიში გახდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, უნაკლოდ ასრულებდა რეჟიმის მთავარ მითითებებს-გადამწყვეტ 2016 წელს სწორედ მან გაყო შუაზე ენმ, იმ დროს ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია. სწორედ მან გახადა ოპოზიციაში ტრენდული პირადად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბულინგი, რასაც შემდეგ სხვებიც აჰყვნენ, რაც პირდაპირ სუსის ნარატივში ჯდებოდა. გიგა ბოკერია, რომელიც მიშას შემდეგ გავლენით ფაქტობრივად მეორე ადამიანი იყო წინა ხელისუფლების დროს-ერთადერთია იმდროინდელი უმაღლესი ეშელონიდან, ვინც არათუ დაკავებული, დაკითხულიც კი არასოდეს ყოფილა რუსული რეჟიმის მიერ. ამ დონის ჩანერგილი ბიძინას სხვა არავინ ჰყოლია და ვინც ამას ვერ ხვდება, უბრალოდ გონებასუსტია. კარგია, რომ იღვიძებს ხალხი ნელ-ნელა. ყველაფერს ვერ ვამბობ, რომ სხვა ადამიანები არ დავაზიანო სანამ რუსული რეჟიმია ამ ქვეყანაში, მაგრამ მაქვს იმის ფაქტობრივი დადასტურება რაც ახლა დავწერე. მოვა დრო და ამას საჯაროდ ვიტყვი“, – წერს მაია ორჯონიკიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Amnesty International – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება , - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირია.“მაშინ, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტები საქართველოს მასშტაბით იმართება, პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირი ხდება.საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება”, - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

სოზარ სუბარი: 26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს ალტერნატიული აქციების მოწყობა, ამერიკის საელჩოსგან, მინიმუმ, განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა საელჩოში გამართული კონსულტაციები შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ ეს ცხადყოფს იმას, რომ უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა კვლავაც გრძელდება.„ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადიოდა და ყველა ელჩმა ყველაფერი იცოდა. არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.დღეს სამწუხაროდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას კვლავ ცდილობენ, ოღონდ უკვე სხვა მიმართულებით - ცდილობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობის ჰეროიზაცია მოახდინონ.26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს, მინიმუმ, ამერიკის საელჩოსგან განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ესტონეთის ელჩი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში

ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.“ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.საქართველოში რეპრესიული კანონები და ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში”, - წერს მარდისალუ-კაჰარი.

შეიძლება თუ არა, ბავშვისთვის სახელის დარქმევა გარდაცვლილის პატივსაცემად

სახელი არ არის მხოლოდ ბგერების კომბინაცია, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვუწოდებთ. ეზოტერიზმისა და სულიერების სამყაროში სახელს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა აქვს.როგორც ეზოტერიკოსები ამბობენ, დაბადებისას მინიჭებული სახელი ატარებს ენერგიულ არსს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მის ბედზე.რას ნიშნავს სახელი ადამიანისთვის?სახელი, უძველესი რწმენით, ასოცირდება მფარველ ანგელოზთან, ბედთან და კარმასთან. დაბადების მომენტში თითოეული ჩვენგანი იღებს საკუთარ სახელს და გვარს, რომელიც ატარებს არა მხოლოდ პიროვნულ თვისებებს, არამედ ჩვენი წინაპრების მიერ დასახულ ამოცანებს და დაცვას უხილავი ძალებისგან. თუმცა, ბავშვისთვის სახელის არჩევისას მშობლები და ახლობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, ამ სახელის მომავალ შვილზე გავლენის გათვალისწინებით.ტრადიციად ითვლებოდა, რომ ბავშვისთვის ცოცხალი ნათესავის სახელის დარქმევას შეუძლია უარყოფითი ძალების მოზიდვა. ამიტომ მშობლები ცდილობდნენ აერჩიათ უნიკალური სახელი, რომელიც ხაზს გაუსვამდა პიროვნების ინდივიდუალობასა და ბუნებას.მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში აქტუალურია გვართან დაკავშირებული საკითხებიც. როდესაც ქალი და მამაკაცი ქორწინდებიან, არა მხოლოდ მათი ენერგია, არამედ მათი წინაპრების ოჯახური ფესვებიც არის გადაჯაჭვული. განქორწინების შემთხვევაში ეს ენერგიული კავშირები არ ქრება და ყოფილი მეუღლის პოზიტიური მოგონებების შენარჩუნებამ შეიძლება პოზიტიური ენერგია შემოიტანოს თქვენს ახალ ცხოვრებაში.ასევე მნიშვნელოვანია ოჯახური კავშირების დამახსოვრება და მამის შესახებ ინფორმაციის ცოდნა, თუნდაც ის არ  მონაწილეობდეს ბავშვის ცხოვრებაში. თქვენი წარმომავლობისა და ფესვების ცოდნა არის საკუთარი თავის, თქვენი ოჯახის და თქვენი ბედის გაგების გასაღები. აუცილებელია მამის ჩართვა ოჯახურ სისტემაში, რათა ბავშვმა გააცნობიეროს თავისი ფესვები და ააგოს თავისი ცხოვრება ჭეშმარიტებისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე.მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქორწინებისთანავე გვარის შეცვლის გადაწყვეტილება თითოეული ქალისთვის ინდივიდუალურია. თუმცა, უძველესი მოძღვრების თანახმად, ეს ასევე არის დამატებითი დაცვა ქმრის ოჯახიდან, რაც ქმნის საერთო ენერგეტიკულ ფარს ახალი ოჯახისთვის. ვიქტორია რიდოსის თქმით, წინაპრების ეს დაცვა ადამიანის ბედის განუყოფელი ნაწილია.

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 390-390 ტყვე გადასცეს. კერძოდ, ორივე მხარემ 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი დააბრუნა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე.როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.მანამდე, სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდა. როგორც მედია იუწყება, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომავალ დღეებში სამხედრო ტყვეებს კიდევ გაცვლიან.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტყვეთა მორიგი გაცვლა, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას გაგრძელდება.„ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლში. დღეს – 390 ადამიანი. ვვარაუდობთ, რომ შაბათს და კვირას გაცვლა გაგრძელდება. ჩვენ ვამოწმებთ ყოველ გვარს, ყოველ დეტალს თითოეული პიროვნების შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ბოლო სიახლეები