პარასკევი, მაისი 23, 2025

როგორი ამინდი იქნება 23 მაისს – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

23 მაისს საქართველოს უმეტეს ქალაქში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

გაგრა +24  – უმეტესად მზიანი

სოხუმი +25 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +28 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +19 – უმეტესად ღრუბლიანი

ფოთი +24 – უმეტესად მზიანი

ბათუმი+ 24 – უმეტესად ღრუბლიანი

ოზურგეთი +27 – უმეტესად ღრუბლიანი

ქუთაისი +29 – უმეტესად ღრუბლიანი

ამბროლაური +26 – უმეტესად ღრუბლიანი

ახალციხე +25 – უმეტესად ღრუბლიანი

ბორჯომი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

ბაკურიანი +19 – უმეტესად ღრუბლიანი

გორი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +22 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +15 – უმეტესად ღრუბლიანი

გუდაური +11 – უმეტესად ღრუბლიანი

თელავი +22 – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +25 – უმეტესად მზიანი

თბილისი +24 – უმეტესად ღრუბლიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ შეჭრაზე: მოვარდა ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, აღელვებული ვიყავი, უცენზუროდაც ვილაპარაკე, რაზეც ნიღბიან პირს ჰქონდა რეაქცია. რომელი იყო, მაგის დედა, გადატენა...

ოთახში შემოვარდნენ „ენ“ რაოდენობის ნიღბიანი პირები, გამოგვიყვანეს ოთახიდან, ჰოლში დაგვაყენეს, პირით კედლისკენ, ტყვეებივით ხელებაწეული, დეპუტატები, პარლამენტის წევრები. ვალერი გელბახიანმა, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ვალერიმ უთხრა, რომ რას აკეთებთ, ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება, თქვენ არღვევთ კონსტიტუციას და ა.შ. დაუწყო განმარტებები, რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში, რომ აი ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ხმა, კრინტი. გავჩუმდით, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს.როგორც ჯაფარიძე იხსენებს, ტელეკომპანია „იმედში“ ისროდნენ რეზინის ტყვიებს, იყო წივილ-კივილი, აგინებდნენ. მისივე თქმით, იქამდე არ გამოჰყავდათ, სანამ მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ არ დარეკა.„გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოგვიყვანეს, კიბეებზე ჩამოვედით ფეხით, კუთხესთან დაგვაყენეს პარლამენტის წევრები, დაგვიყენეს დაცვა და ამ დროს მიდის ბათქა-ბუთქი, რეზინის ტყვიებს ისვრიან, წივილი-კივილი, რაღაც სასწაული ამბავი ხდება. ამ დროს ცუდად გახდა ვალერი იზორია, პარლამენტის წევრი, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ავადმყოფობდა. წნევამ აუწია, დავაწვინეთ იატაკზე, პიჯაკი გავიხადე თავქვე დავუდე და ვეხვეწებოდით ამათ, რომ გვიკვდება კაცი რამე ქენით, გვიშველეთ, არ შემოგვაკვდეს. არავის რეაქცია ამაზე არ ჰქონდა. რა თქმა უნდა გვაგინებდნენ.ცოტა ხნის შემდეგ, ჩვენდა გასაკვირად, ეს ცოტახანი მინიმუმ 40 წუთი მაინც იყო ალბათ, გამოგვიყვანეს, წამობრძანდით უნდა წახვიდეთო, უნდა გაგიყვანოთო და შემდეგ როგორც გავარკვიეთ კახა კუკავას და ზვიად ძიძიგურის აპარატის თანამშრომლები პარლამენტში მისულან ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქალბატონ ნინოს უთხრეს, რომ პარლამენტის წევრები არიან დაკავებული „იმედის“ შენობაში და გთხოვთ რამე რეაგირება გააკეთოთ. ნინო ბურჯანაძის ზარის შემდეგ გამოგვიყვანეს“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.მან ასევე ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც მისი ჟურნალისტთან გაკეთებული კომენტარი არ მოეწონა ერთ-ერთ ნიღბიანს და გადატენილი ავტომატი მიუშვირა. „რომ გამოგვიყვანეს, კორიდორივით იყო და გვაგინებდნენ იქიდან. გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, რაშიც გვითხრეს, რომ ჩასხედით და გაგიყვანენო. მანქანაში რომ ჩავსხედით, მაშინდელი „რუსთავი 2“ გახსოვთ როგორიც იყო, მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, აბა რა ხდება, როგორ ხდება და როგორც ჩანს მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე და ვიყვირე, აღარ მახსოვს, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია, რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში. მე ვიყავი და მესროლეთქო. კახა კუკავა გადამეფარა წინიდან, ბატონო ვიქტორ გაჩერდი თორემ დაგვხოცავენო. არ გაგრძელდა ეს დიდხანს, გამოგვიყვანეს იქიდან“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

თეა წულუკიანი: მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება. ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს. ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და აწიეს ჰაერში. ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი...

„მთელმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და ხმა რომ გამოდიოდა ციხიდან, რომ ხალხს აწამებდნენ. კიდევ უფრო მტკივნეული იყო, მათ შორის, მამაკაცი პატიმრებისთვის და აღარაფერს ვამბობ თავისუფლებაზე მყოფი პირებისთვის, ვინც შეესწრო ამ ყველაფერს, ქალების დაპატიმრება. ეს იყო ის, რამაც მე პირადად მათქმევინა, რომ საკუთარ დედას თუ დაუშავებდა სააკაშვილი რამეს, თორემ იმის იქით წმინდა არაფერი არსებობდა“, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.წულუკიანის განცხადება პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს მოჰყვა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მესტიაში, საკრებულოს წევრის ნელი ნავერიანის დაპატიმრების თემას შეეხო.„ქალბატონი ნელი ნავერიანი, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, სვანებმა არ გაატანეს და ვერ აკავებდნენ. ამიტომ გამოიგზავნა ვერტმფრენი და დასვეს იქ, სადაც იყო და აწიეს ჰაერში, პატიმარი წაიყვანეს. სვანეთს ქალი მოსტაცეს, ასე ვთქვათ. ეს არის ყველა იმ ღირებულების უხეში ხელყოფა, რაზეც დგას ქართველი კაცის ღირსება. იმას არ ვამბობ, რომ ქალი თუ დანაშაულს ჩაიდენს ის არ დააკავო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ქალთა დაწესებულება, მაგრამ როდესაც პატივსაცემი ქალი, იცი, რომ არის ქალობაში ავტორიტეტი თავის რეგიონში, აქვს ღირსება, არაფერი დაუშავებია, კაცები დადგნენ და არ გატანენ და შენ მას ვერტმფრენით მათ მოსტაცებ, ჩააგდებ ციხეში და მერე მის უფლებებს შელახავ, ამით უკვე ქართველი ერის ის ყველაფერი შეურაცხყვეს, რაზეც ჩვენი ტრადიცია, კულტურა, ქართული ღირებულებები და მთა დგას“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელი მოაწერა დეკლარციას, სადაც პირობას დებს, რომ არ მოაწერს ხელს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დოკუმენტს

პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ, არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოფიციალურად მიიღო „კონფედერაციის“ ლიდერის, სლავომირ მენცენის მოთხოვნები, რომელთა შორისაა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ხელის შეშლის დაპირება.სლავომირ მენცენთან ერთად რვა პუნქტისგან შემდგარი დეკლარაციის ხელმოწერა პირდაპირ ეთერში მოხდა.სლავომირ მენცენმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერისთვის ორივე პოლიტიკოსმა ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც რვა პუნქტისგან შედგება.კერძოდ, 1. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზრდის არსებულ გადასახადებს; 2. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს ღია ფულით ოპერაციებს და დავიცავ პოლონურ ზლოტს; 3. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც თავსებადია პოლონეთის კონსტიტუციასთან; 4. მე არ გავცემ პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის ნებართვას; 5. მე არ მოვაწერ ხელს კანონს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ; 6. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს პოლონელების ხელმისაწვდომობას იარაღზე; 7. მე არ ვთანხმდები პოლონეთის ხელისუფლების რაიმე უფლებამოსილების ევროკავშირის ორგანოებისთვის გადაცემას; 8. მე არ მოვაწერ ხელს ევროკავშირის არცერთი ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც ასუსტებს პოლონეთის როლს, მაგალითად, ასუსტებს მის ხმის მიცემის უფლებას ან ვეტო-ს უფლებას.მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საკითხს შეეხება, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში გაგზავნის პოლონელ ბიზნესმენებს, როდესაც უკრაინა აღდგება.მისივე თქმით, არ მოაწერს ხელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის კანონს. მისი თქმით, ამის შესახებ დისკუსიას აზრი არ აქვს.პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 31,36% მოიპოვა, ხოლო კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ – 29,54%. არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება.

„ბლუმბერგი“ – რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვატიკანის მონაწილეობას

რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.როგორც გამოცემა წერს, აშშ-ისა და ევროპის ლიდერები ვატიკანზე იმედებს ამყარებენ რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის კუთხით, თუმცა კრემლი არ არის დაინტერესებული, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებისთვის ვატიკანში გაემგზავროს.როგორც „ბლუმბერგს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რუსი ოფიციალური პირები არ გეგმავენ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ვატიკანში ან სხვაგან მოლაპარაკებებისთვის და ისინი კონცენტრირებულნი არიან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებებზე, რომლებიც გასულ კვირას, სტამბოლში გაიმართა. ამასთან, კრემლში ელოდებიან, რომ ეს მოლაპარაკებები სტამბოლშივე განახლდება.როგორც გამოცემა წერს, მოლაპარაკებები შეიძლება, მომდევნო კვირაში ჩატარდეს, თუმცა, ეს დამოკიდებულია რუსეთის მზაობაზე, მატში მონაწილეობა მიიღოს.გამოცემის წყაროების თანახმად, აშშ-ის წარმომადგენლები კონტაქტში არიან უკრაინელებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ მოლაპარაკებები ჩატარდება.წყაროების თანახმად, რუსული ეკლესია ეწინააღმდეგება ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, აღნიშნავენ,რომ იტალია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა ბრძანება ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ და იგი ვალდებულია დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის რომში ჩავა.„მაშინაც კი, თუ ყველა ეს ბარიერი დაძლეული იქნება, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის შეთანხმების მიღწევისგან, რომელიც ტრამპის, პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით ომის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად შეხვედრას მოითხოვს“, – წერს „ბლუმბერგი“.ამასთან, „ბლუმბერგი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი თურქეთს უკეთეს ადგილად მიიჩნევს მემორანდუმზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

„დიდი შვიდეული“ – რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე ის არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის

ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკ ომს, რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე ის არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების კომუნიკეშია აღნიშნული.როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, „დიდი შვიდეული“ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია.„ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკ ომს და ვაფასებთ უკრაინელი ხალხისა და ეკონომიკის უზარმაზარ გამძლეობას. უკრაინამ მნიშვნელოვანი ნგრევა განიცადა. „დიდი შვიდეული“ კვლავ ერთგულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე მხარდაჭერის, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმდინარე ძალისხმევას. ასეთი ცეცხლის შეწყვეტა თუ ვერ მოხერხდა, გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ვარიანტის შესწავლას, მათ შორის ზეწოლის ვარიანტებს, როგორიცაა სანქციების შემდგომი გამკაცრება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ, ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისად, რუსეთის სუვერენული აქტივები ჩვენს იურისდიქციებში გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს აგრესიას და არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

ბოლო სიახლეები