პარასკევი, მაისი 23, 2025

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის“ სერტიფიკაცია „კანონის შეუსრულებლობის“ გამო.

„ეს ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს პასუხისმგებლობას აკისრებს ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მის კამპუსში კოორდინაციისთვის. უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება პრივილეგიაა და არ აქვთ სწავლის საფასურის გაზრდის გზით მათი მრავალმილიარდიანი ფონდების შევსების უფლება. ჰარვარდს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა სწორი ნაბიჯის გადადგმისთვის, მაგრამ მან უარი თქვა. კანონის შეუსრულებლობის გამო, მათ დაკარგეს სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის სერტიფიკატი. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“,- წერს ნოემი სოციალურ ქსელში.

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ეს ნაბიჯი „უკანონოდ“ შეაფასა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში თითქმის 7 000 უცხოელი სტუდენტი იყო ჩარიცხული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კომისიის ყოველ სხდომაზე მოსმენილი ისტორიები გამაოგნებელია იმ სისასტიკით, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს და იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა გურამ შარაძის საქმეზე საზოგადოება სიმართლეს გაიგებს...

პატრიარქთან, ეკლესიასთან, მეცნიერებასთან ბრძოლა, ყველა ავტორიტეტის განადგურება იყო სააკაშვილის რეჟიმის მიზანი და სადაც ამას ვერ ახერხებდნენ ცილისწამებითა და ტყუილების დაბრალებით, იქ უკვე სხვა მეთოდებს მიმართავდნენ, - განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა დღევანდელ სხდომაზე, სადაც ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები განიხილეს.სოზარ სუბარის თქმით, ეს საქმე კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ სისტემური დანაშაულის, რაც ქვეყანაში იყო გამეფებული.„მართლა გაოგნებული ვარ იმით, რასაც ახლა ვისმენ და რა შრომაც გასწიეთ ამ წლების განმავლობაში, რომ ამ მკვლელობისთვის ნათელი მოგეფინათ. გურამ შარაძის შვილისგან შრომისუნარიანობა არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მაინც”, - მიმართა დეპუტატმა რუსუდან შარაძეს. „ამ საქმის სხვადასხვა დეტალთან სხვადასხვა დროს მქონდა შეხება. როცა გამოძიება ამბობდა, რომ მკვლელობის მომენტი სრულადაა ვიდეოზე გადაღებული, სადაც ყველაფერი თვალნათლივ ჩანს, ძნელი იყო ოფიციალური ვერსიის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეგვეტანა. შემდეგ გაჩნდა გარკვეული ეჭვები, მაგრამ მტკიცებულებები ნაკლებად იყო. ახლა კი, თქვენ რასაც ჰყვებით, მითუმეტეს, როცა ამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან პროკურატურის მიერ გამოძიებული მტკიცებულებები და ჩვენებები დევს, ცხადია, ეს ეჭვები უფრო ღრმავდება.ეს საქმე კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ სისტემური დანაშაულის, რაც გამეფებული იყო ქვეყანაში. დღეს კიდევ ერთხელ დასახელდა ბევრი ისეთი გვარი, რომლებიც მუდმივად გვესმის კომისიის სხდომებზე: კუდის უფროსი დათა ახალაია; კუდისავე მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“; შსს მაღალჩინოსანი თენგიზ გუნავა, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ გახდა პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და სახე და სააკაშვილის მიერ დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით; ასევე კოხტა კოდუა და მისი ბიძა, მეგის და ლევენ ქარდავები, სოსო თოფურიძე, რომელიც იყო კუდ-ის მთავარი სპიკერი და „ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი სახე. ესენი არიან პოლიციისა და სასჯელაღსრულების ის მაღალჩინოსნები, რომელთა სახელსაც არაერთი დანაშაული უკავშირდება.დღეს რუსუდან შარაძემ ასევე ახსენა პოლიციის მაღალჩინოსანი ზაზა ჭაია, რომლის სახელიც ასევე არაერთ დანაშაულთან არის ნახსენები. მაგალითად, მოწმეები ამბობენ, იგი პირადად მონაწილეობდა 2009 წლის 6 მაისს მომღერალ გია გაჩეჩილაძის სასტიკ ცემაში, კერძოდ, უკვე მიწაზე დაგდებულს და გონდაკარგულს სახეში ჩაარტყა წიხლები. და ეს ადამიანი 2010 წელს დაჯილდოებულია „ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით“. 2012 წლის შემდეგ მან შექმნა არასამთავრო ორგანიზაცია და მორალს უკითხავს საზოგადოებას. არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირის ან სოროსის გრანტიც ჰქონდეს მიღებული პირობითი სახელით - „ადამიანის უფლებების დაცვა“ ან „კანონის უზენაესობა საქართველოში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.დეპუტატი გურამ შარაძის მოღვაწეობასაც შეეხო. „მთავარ კითხვას, რომელიც დასვა ქალბატონმა თეა წულუკიანმა - რატომ მოკლეს გურამ შარაძე? თქვენ ძალიან ზუსტი პასუხი გაეცით, როცა პოლიტიკური მკვლელობა ახსენეთ“, - მიმართა რუსუდან შარაძეს დეპუტატმა. „ბატონ გურამ შარაძეს სტუდენტობის დროიდან კარგად ვიცნობდი. ის იყო ცნობილი პროფესორი, 70-ზე მეტი წიგნის ავტორი, მარტო მისი ფუნდამენტური ორტომეული, „ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“, ერთი ადამიანისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. მართლა წარმოუდგენელია, როგორ ახერხებდა ერთი კაცი ჩვენი ისტორიისთვის უცნობი ამდენი წყაროს მოძიებას, გაანალიზებას, რედაქტირებას, დაბეჭდვას. ამ ყველაფერს სჭირდებოდა უზარმაზარი შრომა. ამის პარალელურად კი იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. მოგვიანებით, როგორც ჟურნალისტს, უფრო ხშირად მქონდა მასთან შეხვედრები და ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვეთანხმებოდი მის ხედვებს. ბევრ საკითხზე გვქონდა განსხვავებული ხედვა, მაგრამ დრო გადის და დღეს მეც განსხვავებულად ვუყურებ ბევრ საკითხს, ვიდრე მაშინ ვუყურებდი. მაგრამ, არა აქვს მნიშვნელობა, რაში ვეთანხმებოდი და რაში არა - ყველა შემთხვევაში ეს იყო ადამიანი, რომლის ცხოვრების მრწამსს ზუსტად გამოხატავდა მისი პოლიტიკური მოძრაობის სახელი - „საქართველო უპირველეს ყოვლისა - ენა, მამული, სარწმუნოება". ამ მრწამსს ემსახურებოდა მთელი ცხოვრება და მართლა წარმოუდგენელია, როგორც მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, როგორ ასწრებდა ამდენ რამეს. მე ვიცნობდი მის ბევრ მხარდამჭერს, რომლებსაც უსიტყვოდ სჯეროდათ მისი და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად გასაგებია, რომ სააკაშვილი გურამ შარაძეს აღიქვამდა, როგორც საფრთხეს მისი ძალაუფლებისთვის. ეს იყო ისეთი საფრთხე, რომლის განეიტრალება პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებით სააკაშვილის რეჟიმს არ შეეძლო, ამიტომაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმმა მის წინააღმდეგ ასეთ ბრუტალურ შედეგს მიმართა.ზოგადად, სააკაშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი იყო ნებისმიერი ავტორიტეტი, ისინი საფრთხეს ხედავენ ყველა ავტორიტეტში. ამიტომ ებრძოდნენ დღესაც ებრძვიან ისინი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ეკლესიას, ცნობილ მეცნიერებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს... ავტორიტეტების განადგურება იყო მათი მიზანი და სადაც ამას ვერ ახერხებდნენ ცილისწამებით, ტყუილების დაბრალებით, იქ უკვე უფრო მძიმე მეთოდებს, მათ შორის მკვლელობასაც მიმართავდნენ. რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც დღეს მოვისმინეთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული და წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური მკვლელობა.კომისიის ყოველ სხდომაზე მოსმენილი ისტორიები გამაოგნებელია იმ სისასტიკით, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს და იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა გურამ შარაძის საქმეზე საზოგადოება სიმართლეს გაიგებს“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

26 მაისის დაზარალებული ნოდარ არველაძე – ხუთი კაცი ხელკეტებით მირტყამდა, წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს, შემდეგ სამმართველოში წაგვიყვანეს, სადაც მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულმა, ნოდარ არველაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აქციის დარბევის დეტალები გაიხსენა.როგორც ნოდარ არველაძემ აღნიშნა, დაახლოებით ხუთი ადამიანი სცემდა ხელკეტებით. მისივე თქმით, აქციის სხვა მონაწილეები მასზე მეტად იყვნენ ნაცემი.„ვიყავით მიტინგზე, წვიმა დაიწყო, აღარ გვაცადეს დაშლა, შემოვარდნენ და დაგვიწყეს ცემა-ტყეპა. ზოგი იქით გავიქეცით, ზოგი აქეთ. მე პირველი საშუალო სკოლისკენ გავიქეცი, იქ დამიჭირეს და მცემეს. დაახლოებით ხუთი კაცი ხელკეტებით . პირველი თავში მომარტყეს. მერე ხელები შეგვიკრეს და ასფალტზე გადმოგვათრიეს. მერე იქიდან წაგვიყვანეს მთაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და გარეთ წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს. მერე იქიდან სამმართველოში წაგვიყვანეს. სამმართველოში რომ შევედი მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე. მეც ნაცემი ვიყავი, მაგრამ ჩემზე მეტად ნაცემი სხვები იყვნენ. მთელი ღამე იქ ვიყავით და დილით გამოგვიშვეს“, – განაცხადა ნოდარ არველაძემ.

გიგა ბოკერია დღემდე არის ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე – მაია...

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან ვამბობ და ხელს ვაწერ იმაზე, რასაც ვამბობ: გიგა ბოკერია იყო და დღემდე არის რუსი ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, მაია ორჯონიკიძე, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, სწორედ გიგა ბოკერიამ გაყო შუაზე „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წელს და მანვე გახადა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბულინგი ტრენდული.„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან ვამბობ და ხელს ვაწერ იმაზე, რასაც ვამბობ: გიგა ბოკერია იყო და დღემდე არის რუსი ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე. ადამიანი, რომელსაც მართლა გააჩნდა ინტელექტუალური ბაგაჟი და ამით კიდევ უფრო საშიში გახდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, უნაკლოდ ასრულებდა რეჟიმის მთავარ მითითებებს-გადამწყვეტ 2016 წელს სწორედ მან გაყო შუაზე ენმ, იმ დროს ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია. სწორედ მან გახადა ოპოზიციაში ტრენდული პირადად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბულინგი, რასაც შემდეგ სხვებიც აჰყვნენ, რაც პირდაპირ სუსის ნარატივში ჯდებოდა. გიგა ბოკერია, რომელიც მიშას შემდეგ გავლენით ფაქტობრივად მეორე ადამიანი იყო წინა ხელისუფლების დროს-ერთადერთია იმდროინდელი უმაღლესი ეშელონიდან, ვინც არათუ დაკავებული, დაკითხულიც კი არასოდეს ყოფილა რუსული რეჟიმის მიერ. ამ დონის ჩანერგილი ბიძინას სხვა არავინ ჰყოლია და ვინც ამას ვერ ხვდება, უბრალოდ გონებასუსტია. კარგია, რომ იღვიძებს ხალხი ნელ-ნელა. ყველაფერს ვერ ვამბობ, რომ სხვა ადამიანები არ დავაზიანო სანამ რუსული რეჟიმია ამ ქვეყანაში, მაგრამ მაქვს იმის ფაქტობრივი დადასტურება რაც ახლა დავწერე. მოვა დრო და ამას საჯაროდ ვიტყვი“, - წერს მაია ორჯონიკიძე.

სალომე ზურაბიშვილი – არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი სააკაშვილის შეწყალებაზე, მაგრამ ადამიანურად ძალიან მეცოდება, დღეს მისი გამოშვების საკითხი მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის...

მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების საკითხი დღეს მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის შეცვლასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – რატომ არ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილი და ნანობს თუ არა დღეს ამას, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ნანობს, რადგან შეწყალებას შედეგი არ ექნებოდა.„ნანობს ვერ იქნება, რადგან ამას შედეგი არ ექნებოდა. ეს კარგად უნდა გაიგოს ყველამ, სამართლებრივი კონტექსტი ისე იყო შექმნილი, რომ შეწყალება-არშეწყალება არაფერს შეცვლიდა. მეორე, მესამე საქმე იყო და გააგრძელებდნენ. არ გამოვიდოდა, არცერთი დღით  ციხიდან. მეორეა, ჩემი მორალური გადაწყვეტილება, რაზეც არ ვარ ვალდებული, რომ ახსნა-განმარტება გავაკეთო, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ნახევარი ქვეყანა, ჩემი მორალურიო პოზიციიდან მისაღებია. მესამე, დღეს მე არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი, მაგრამ დღეს ძალიან მეცოდება, რადგან ეს გაუგებარი სიტუაციაა, რაც ხდება. ადამიანურად ადრეც მეცოდებოდა და ვცდილობდი, ვიდრე მქონდა რაღაც ურთიერთობა არსებულ მთავრობასთან, დამერწმუნებინა ისინი, რომ როგორც პრეზიდენტს, სხვანაირად მოქცეოდნენ და სამაჯურით გაეყვანათ გარეთ, როგორც ხდება დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყნებში და არა ამ პროცესით. დღევანდელ დღეს მე არანაირი კავშირი და საუბარი არ მაქვს. ისიც უნდა ითქვას და გაიგონ, ვინც იცავენ სააკაშვილს, დღეს მისი გამოშვების საკითხი არის მთლიანად მიბმული ამ რეჟიმის შეცვლასთან. ყველაფერი, რაც კეთდება და აპირისპირებს ადამიანებს ოპოზიციაში, რაც ქმნის ისეთ საკითხებს, რაც ყველასთვის არ არის მისაღები, ასუსტებს ოპოზიციას, მთლიანად მუხტს, რომელიც ყველას გვინდა, რომ იყოს ერთიანი. უფრო გვაშორებს ერთიანი მიზნისგან, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს და სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ევროკავშირთან ჩვენი დამოკიდებულება გულწრფელია, თუ იქნება ჯანსაღი პროცესი, მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გვეუბნებიან, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ

ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ ფასდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლა, გაყინულია თუ შეინიშნება რაიმე ტენდენცია ყინულის დნობის თვალსაზრისით.„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია. ღია ვართ ჩვენ, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამისთვის მზად ვართ. მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გეუბნებიან, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ. მარტივია, რომ სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საგარეო მინისტრი თუ სხვა ვინმე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები