პარასკევი, მაისი 23, 2025

ვლადიმერ ბოჟაძე – ოპოზიციას სურს, გაერთიანების ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, ვაპირებთ, ეს დღე ხალხთან ერთად აღვნიშნოთ, ვინმე კანონს თუ დაარღვევს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს

ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, შეტაკებები მოხდეს. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა ვერასდროს შესრულდება.

„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ფაქტობრივად, საქართველოს დაბადების დღეა. ამიტომ, ეს თარიღი ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ, ისე, როგორც ქართველებს გვეკადრება. ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, რაღაც შეტაკებები მოხდეს და ა.შ. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით. ეს არის ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა, რომელიც არ შესრულდა და ვერც ვერასდროს შესრულდება. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვინც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დღეს ებრძვის, იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს არც მორალი უმაგრებს ზურგს, იმიტომ რომ, მართალი უნდა იყო – თუ პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიხარ, სიმართლისთვის...

ყველა ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ამდენმა უბედურებამ, სააკაშვილის მეთოდებთან, მის ქცევასთან წინააღმდეგობის პირობებში, გამობრძმედა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.მისი თქმით, ღიმილისმომგვრელია ოპონენტების მეთოდები და უჭკუო სტრატეგიები როგორც ქუჩაში, ისე ქუჩის მიღმა, ვინაიდან, ხელისუფლებასთან მებრძოლ ექსტრემისტულ ჯგუფებს, ზურგს არც მორალი უმაგრებს და არც სიმართლე.„ცუდი გამოცდილების შედეგად, მაგრამ, ვინც დღეს ნაბრძოლია რეჟიმთან, ის დღეს გამობრძმედილია და ხელისუფლებაშია. ამ ყველაფერს თავი მოუყარა ბიძინა ივანიშვილმა და მისი ხელმძღვანელობით დადგა გამარჯვების დღე. შესაბამისად, ეს გამოცდილება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა, ზოგმა ძალიან დიდი უბედურების, ზოგმა მეტ-ნაკლებად პრობლემების ხარჯზე მივიღეთ ბრძოლისას, იმიტომაც არის, რომ მე ჩემად ვიტყვი, რასაც მე როგორც პოლიტიკაში გარკვეული, პატარა გამოცდილების მქონე ადამიანს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, იმ უჭკუო სტრატეგიებზე, თუ ამას სტრატეგია შეიძლება დაერქვას, პოლიტიკური ბრძოლისა, რასაც ვხედავთ ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად. ცოტა მეტი ჭკუა და დაფიქრებაა საჭირო, იმიტომ რომ, ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დღეს ებრძვის, იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს არც მორალი უმაგრებს ზურგს, იმიტომ რომ, მართალი უნდა იყო, თუ პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიხარ - სიმართლისთვის უნდა იბრძოდე,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა, ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.„მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო. საქართველოს დიპლომატიურმა მისიები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა, ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ შეჭრაზე: მოვარდა ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, აღელვებული ვიყავი, უცენზუროდაც ვილაპარაკე, რაზეც ნიღბიან პირს ჰქონდა რეაქცია. რომელი იყო, მაგის დედა, გადატენა...

ოთახში შემოვარდნენ „ენ“ რაოდენობის ნიღბიანი პირები, გამოგვიყვანეს ოთახიდან, ჰოლში დაგვაყენეს, პირით კედლისკენ, ტყვეებივით ხელებაწეული, დეპუტატები, პარლამენტის წევრები. ვალერი გელბახიანმა, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ვალერიმ უთხრა, რომ რას აკეთებთ, ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება, თქვენ არღვევთ კონსტიტუციას და ა.შ. დაუწყო განმარტებები, რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში, რომ აი ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ხმა, კრინტი. გავჩუმდით, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს.როგორც ჯაფარიძე იხსენებს, ტელეკომპანია „იმედში“ ისროდნენ რეზინის ტყვიებს, იყო წივილ-კივილი, აგინებდნენ. მისივე თქმით, იქამდე არ გამოჰყავდათ, სანამ მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ არ დარეკა.„გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოგვიყვანეს, კიბეებზე ჩამოვედით ფეხით, კუთხესთან დაგვაყენეს პარლამენტის წევრები, დაგვიყენეს დაცვა და ამ დროს მიდის ბათქა-ბუთქი, რეზინის ტყვიებს ისვრიან, წივილი-კივილი, რაღაც სასწაული ამბავი ხდება. ამ დროს ცუდად გახდა ვალერი იზორია, პარლამენტის წევრი, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ავადმყოფობდა. წნევამ აუწია, დავაწვინეთ იატაკზე, პიჯაკი გავიხადე თავქვე დავუდე და ვეხვეწებოდით ამათ, რომ გვიკვდება კაცი რამე ქენით, გვიშველეთ, არ შემოგვაკვდეს. არავის რეაქცია ამაზე არ ჰქონდა. რა თქმა უნდა გვაგინებდნენ.ცოტა ხნის შემდეგ, ჩვენდა გასაკვირად, ეს ცოტახანი მინიმუმ 40 წუთი მაინც იყო ალბათ, გამოგვიყვანეს, წამობრძანდით უნდა წახვიდეთო, უნდა გაგიყვანოთო და შემდეგ როგორც გავარკვიეთ კახა კუკავას და ზვიად ძიძიგურის აპარატის თანამშრომლები პარლამენტში მისულან ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქალბატონ ნინოს უთხრეს, რომ პარლამენტის წევრები არიან დაკავებული „იმედის“ შენობაში და გთხოვთ რამე რეაგირება გააკეთოთ. ნინო ბურჯანაძის ზარის შემდეგ გამოგვიყვანეს“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.მან ასევე ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც მისი ჟურნალისტთან გაკეთებული კომენტარი არ მოეწონა ერთ-ერთ ნიღბიანს და გადატენილი ავტომატი მიუშვირა. „რომ გამოგვიყვანეს, კორიდორივით იყო და გვაგინებდნენ იქიდან. გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, რაშიც გვითხრეს, რომ ჩასხედით და გაგიყვანენო. მანქანაში რომ ჩავსხედით, მაშინდელი „რუსთავი 2“ გახსოვთ როგორიც იყო, მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, აბა რა ხდება, როგორ ხდება და როგორც ჩანს მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე და ვიყვირე, აღარ მახსოვს, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია, რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში. მე ვიყავი და მესროლეთქო. კახა კუკავა გადამეფარა წინიდან, ბატონო ვიქტორ გაჩერდი თორემ დაგვხოცავენო. არ გაგრძელდა ეს დიდხანს, გამოგვიყვანეს იქიდან“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

თეა წულუკიანი: მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება. ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს. ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და აწიეს ჰაერში. ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი...

„მთელმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და ხმა რომ გამოდიოდა ციხიდან, რომ ხალხს აწამებდნენ. კიდევ უფრო მტკივნეული იყო, მათ შორის, მამაკაცი პატიმრებისთვის და აღარაფერს ვამბობ თავისუფლებაზე მყოფი პირებისთვის, ვინც შეესწრო ამ ყველაფერს, ქალების დაპატიმრება. ეს იყო ის, რამაც მე პირადად მათქმევინა, რომ საკუთარ დედას თუ დაუშავებდა სააკაშვილი რამეს, თორემ იმის იქით წმინდა არაფერი არსებობდა“, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.წულუკიანის განცხადება პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს მოჰყვა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მესტიაში, საკრებულოს წევრის ნელი ნავერიანის დაპატიმრების თემას შეეხო.„ქალბატონი ნელი ნავერიანი, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, სვანებმა არ გაატანეს და ვერ აკავებდნენ. ამიტომ გამოიგზავნა ვერტმფრენი და დასვეს იქ, სადაც იყო და აწიეს ჰაერში, პატიმარი წაიყვანეს. სვანეთს ქალი მოსტაცეს, ასე ვთქვათ. ეს არის ყველა იმ ღირებულების უხეში ხელყოფა, რაზეც დგას ქართველი კაცის ღირსება. იმას არ ვამბობ, რომ ქალი თუ დანაშაულს ჩაიდენს ის არ დააკავო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ქალთა დაწესებულება, მაგრამ როდესაც პატივსაცემი ქალი, იცი, რომ არის ქალობაში ავტორიტეტი თავის რეგიონში, აქვს ღირსება, არაფერი დაუშავებია, კაცები დადგნენ და არ გატანენ და შენ მას ვერტმფრენით მათ მოსტაცებ, ჩააგდებ ციხეში და მერე მის უფლებებს შელახავ, ამით უკვე ქართველი ერის ის ყველაფერი შეურაცხყვეს, რაზეც ჩვენი ტრადიცია, კულტურა, ქართული ღირებულებები და მთა დგას“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელი მოაწერა დეკლარციას, სადაც პირობას დებს, რომ არ მოაწერს ხელს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დოკუმენტს

პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ, არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოფიციალურად მიიღო „კონფედერაციის“ ლიდერის, სლავომირ მენცენის მოთხოვნები, რომელთა შორისაა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ხელის შეშლის დაპირება.სლავომირ მენცენთან ერთად რვა პუნქტისგან შემდგარი დეკლარაციის ხელმოწერა პირდაპირ ეთერში მოხდა.სლავომირ მენცენმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერისთვის ორივე პოლიტიკოსმა ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც რვა პუნქტისგან შედგება.კერძოდ, 1. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზრდის არსებულ გადასახადებს; 2. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს ღია ფულით ოპერაციებს და დავიცავ პოლონურ ზლოტს; 3. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც თავსებადია პოლონეთის კონსტიტუციასთან; 4. მე არ გავცემ პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის ნებართვას; 5. მე არ მოვაწერ ხელს კანონს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ; 6. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს პოლონელების ხელმისაწვდომობას იარაღზე; 7. მე არ ვთანხმდები პოლონეთის ხელისუფლების რაიმე უფლებამოსილების ევროკავშირის ორგანოებისთვის გადაცემას; 8. მე არ მოვაწერ ხელს ევროკავშირის არცერთი ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც ასუსტებს პოლონეთის როლს, მაგალითად, ასუსტებს მის ხმის მიცემის უფლებას ან ვეტო-ს უფლებას.მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საკითხს შეეხება, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში გაგზავნის პოლონელ ბიზნესმენებს, როდესაც უკრაინა აღდგება.მისივე თქმით, არ მოაწერს ხელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის კანონს. მისი თქმით, ამის შესახებ დისკუსიას აზრი არ აქვს.პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 31,36% მოიპოვა, ხოლო კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ – 29,54%. არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება.

ბოლო სიახლეები