ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი-რატომ, იყო დუმილი, ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ ალექსანდრე მეგუთნიშვილის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამხრეთ აფრიკის ციხეში 1964 წელს უკეთესი პირობები ჰქონდათ პატიმრებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ პერიოდში საქართველოს ნებისმიერ ციხეში იყო. მისივე თქმით, მაშინ როცა მსოფლიო ამაზე სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, ელჩების უმრავლესობა, სახალხო დამცველთან პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდებოდა საქართველოში არ ხდებოდა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში.

„სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც მომიწია სამხრეთ აფრიკაში ყოფნა, იმ ციხეში, სადაც სასჯელს იხდიდა ნელსონ მანდელა. ეს არის კუნძული რობერ აილენდი, ყაჩაღების კუნძული, ციხე იყო მთელი კუნძული და იქ წარწერები იყო საკნებში და 1964 წელს ერთი პატიმარი წერს, ანუ პატიმრების მონაყოლები იყო გაკეთებული წარწერებად საკნებში და დღეს მუზეუმია, წერს, რომ აი ამ საკანში ვიყავი და არაფერი არ გვქონდა, გარდა კბილის პასტისა, კბილის ჯაგრისისა და ჩამოთვლილია რაღაც ნივთები და მე მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი როგორი საოცნებოა 21-ე საუკუნის ქართველი პატიმრებისთვის, ნებისმიერ დაწესებულებაში, არა მხოლოდ გლდანში, ნებისმიერ დაწესებულებაში ეს იყო სანატრელი, რასაც ისინი მაშინ 1964 წელს სამხრეთ აფრიკაში, სადაც იყო აპართეიდი, სადაც არ ჰქონდათ არანაირი უფლებები შავკანიანებს და შავკანიანებისთვის და ინდოელებისთვის იყო ძირითადად, თეთრკანიანები პრაქტიკულად არ იყვნენ და იქ იყო გაცილებით უკეთესი პირობები. იქ ერთ საკანში, სადაც ერთი ადამიანი იჯდა, იყო 2-2,5 კვ.მ. თითოეულ პატიმარზე, მაშინ როცა თქვენ რასაც ჰყვებით ნახევარი კვადრატულიც არ გამოდის ერთ პატიმარზე და ზოგიერთ დაწესებულებაში, ერთ კვადრატულ მეტრზე 4 პატიმარიც კი მოდიოდა, ასეთი ამბებიც ბევრი გვაქვს ნანახი და მართლა წარმოუდგენელი სისასტიკე ხდებოდა, რომელზეც მსოფლიო სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, თვალებზე ხელი ჰქონდათ აფარებული, ყურებზე ხელი ჰქონდათ აფარებული და პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული, არ ესმოდათ არაფერი, ვერ ხედავდნენ ვერაფერს, არ ლაპარაკობდნენ არაფერს. თუმცა როცა ჩემთან მოდიოდნენ ელჩები, უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში, სახალხო დამცველთან, ყველა ამბობდა, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ, ეს იყო აკრძალული, განსხვავებით იმ განცხადებებისა, რასაც აკეთებს ზოგიერთი ჩვენი ე.წ. მეგობარი ელჩი დღეს საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურაბ ჯაფარიძე – არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით, პროკურატურა ჩემს პატიმრობას ითხოვს

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.მისი თქმით, სასამართლოს სხდომა აუცილებლად გაგრძელდება.„მოსამართლემ ჩვენს მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ყველა შუამდგომლობას, რომელსაც ისინი აყენებენ, აკმაყოფილებს. კიდევ გვაქვს შუამდგომლობები, ერთ-ერთია გირაოს გაუქმებაზე. არ გაჟღერებულა ჯერ, მაგრამ ფურცლებზე წავიკითხეთ, რომ ისინი პატიმრობას მოითხოვენ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხდება ის, რასაც ველოდით. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. წულუკიანზე დაყენებული შაუმდგომლობა არ დაკმაყოფილდა, წულუკიანამდე ვერ მიდის ეს ამბავი, ვერ ბედავენ, აქვე ამბობენ უარს. სასამართლოს სხდომა აუცილებლად გაგრძელდება. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ გადადებენ, რომ აღარ უნდათ მეორედ საპოლიციო ძალების მობილიზება. ამ პოლიციელებმა და მოსამართლეებმაც იციან, რომ დღეს უნდა გადაწყვიტონ. ამ ხალხის მეორედ მობილიზების უნარი, თუ თავი აღარ აქვთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.მისი თქმით, წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და პირველ რიგში, რუსთაველზე გასვლით.„მთავარი ადრესატები ის ადამიანები არიან, ვინც რუსთაველზე გადიოდა და ახლა სახლში არიან. რუსთაველზე სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ქვეყანას გარედან რომ შეხედავენ, წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას – გაწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ

უამრავი ვიდეოა, სადაც ლანძღავენ პოლიციელებს, გინება მიდის და ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი დგას, უყურებს ამ პოლიტიკოსებს, ტელევიზორში ხდება მთელი ამბავი და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მერე მას ზურგს არავინ უმაგრებს, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ მედია და პოლიტიკოსები, აქტივისტის მიერ რაიმე საგნის სროლად გმირობად მიიჩნევენ, შემდეგ მოდის და იმავეს იმეორებს, ვინაიდან, ეს კარგი საქმე ჰგონია.„არის ადამიანი, პოლიტიკური აქტივისტი, ტელევიზორი და ეს აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას მერე ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას, მერე ახალგაზრდა ბიჭი მოდის და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს და შენ არ დგახარ იმ მომენტში და არ ყვირი, "ხალხო, არ ქნათ ეს, რევოლუციას არ „ვხოდავთ“ ჩვეულებრივი წაქეზება ხდებოდა, ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, როცა ამ სიტუაციაში პოლიტიკოსები იყვნენ უკან და არანაირ რევოლუციას არავინ არ „ხოდავდა". ახალგაზრდა ბიჭს რომ შეიძლება ეგონოს, რომ ის გმირია, ეს ძალიან მარტივია.“ - აღნიშნა რაქვიაშვილმა.მისვე განცხადებით, აქციებზე წაქეზება და ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, ამის გამო, 50 ახალგაზრდა გაიწირა და ოპოზიცია ამ ყველაფერში საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა ხედავდეს, ვინაიდან, მათ არ განაცხადეს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფორმებში უნდა გამართულიყო და არანაირი რევოლუცია არ იგეგმებოდა. „აქეთ მხარეს, პოლიტიკოსებს, 4-5-9-25 პარტიებს რომ ეთქვათ, რომ არანაირ რევოლუციას არ„ვხოდავთ“ ხალხო, მკაფიოდ მშვიდობიანი პროტესტია ეს. „ფეიკ-რევოლუცია „მოიხოდა“, რომელზეც გასწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი წააქეზეთ? იმის ნაცვლად, რომ გეთქვათ, ხალხო, ჩვენ არანაირ რევოლუციას არ ვაკეთებთ, არავის ესროლოთ, ფეიერვერკებს არ გიყიდით, ჯარიმებს არ გადაგიხდით,“ - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა?

გოგა ბე­რი­ძე, ორი შვი­ლის მა­მაა, მისი ის­ტო­რია არის ამ­ბა­ვი, იმა­ზე თუ რო­გორ აა­რი­და ოჯახს აა­რი­და უმ­ძი­მე­სი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. მისი შვი­ლის, ნი­კოს ის­ტო­რია, არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ამ – ამ შემ­თხვე­ვა­ში ChatGPT-მ – შეც­ვა­ლოს ერთი ოჯა­ხის ბედი, მა­შინ როცა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა უმოქ­მე­დოა.ექვს თვემ­დე ნიკო ვი­თარ­დე­ბო­და სრუ­ლად ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი­ვით, თუმ­ცა მა­ლე­ვე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. გოგა თა­ვი­სი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და გა­ე­გო, რა სჭირ­და შვილს, როცა ექი­მე­ბი მხო­ლოდ მოთ­მი­ნე­ბას და “დაკ­ვირ­ვე­ბას” ურ­ჩევ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ კი სწო­რედ ChatGPT-ით მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა გახ­და გარ­დამ­ტე­ხი, სწო­რედ ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა ახ­სე­ნა პირ­ვე­ლად დი­აგ­ნო­ზი: ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი.გულ­წრფელ და მძი­მე მო­ნო­ლოგს მა­მას­თან PalitraVideoაქ­ვეყ­ნებს. გოგა შვილ­ზე ზრუნ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლობს სის­ტე­მა შეც­ვა­ლოს და მო­ი­თხო­ვოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან თა­ნად­გო­მა. ის ასე­ვე სა­უბ­რობს ემიგ­რა­ცი­ის მტკივ­ნე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მიც კი არ არის.გოგა ბე­რი­ძის ამ­ბა­ვი – ეს არის ის­ტო­რია ბრძო­ლა­ზე, იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, ციფ­რულ იმედ­ზე და მშობ­ლის უდი­დეს თავ­და­დე­ბა­ზე“ნიკო რომ და­ი­ბა­და ექვს თვემ­დე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იზ­რდე­ბო­და, ვი­თარ­დე­ბო­და. ექ­ვსი თვის შემ­დეგ და­ე­წყო პრობ­ლე­მე­ბი: წო­ნა­ში კლე­ბა, ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, საჭ­მელს ვე­ღარ ჭამ­და, ყლაპ­ვა უჭირ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე რთულ­დე­ბო­და.ამ პე­რი­ოდ­ში სულ დაგ­ვყავ­და ექი­მებ­თან და უკუ­კავ­ში­რი იყო ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი, მო­დით, ცოტა ხანი რძე არ მის­ცეთ, და­აკ­ვირ­დით. ბავ­შვს აშ­კა­რად უფრო რთუ­ლად ჰქონ­და საქ­მე ვიდ­რე რძის არ მი­ცე­მა­ში იყო.ერთ დღეს ნი­კომ გა­იღ­ვი­ძა და თვა­ლებს ვე­ღარ ახელ­და, ბავ­შვი გონ­ზე აღარ იყო. სას­წრა­ფოდ, მო­რიგ ჯერ­ზე კი­დევ ერთხელ გა­ვა­ქა­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ექიმ­თან რომ მი­ვიყ­ვა­ნეთ, პა­სუ­ხად იგი­ვე მი­ვი­ღეთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე დავკვირ­ვე­ბო­დით.ვი­კი­თხე, რას დავკვირ­ვე­ბო­დი, ბავ­შვი რომ მაკ­ვდე­ბა ხე­ლებ­ში იმას? – თა­ვად რო­გორ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ჩემს ად­გი­ლას. არ ვიცი, სხვა რა გი­თხრაო. მივ­ხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონ­და ამათ ლო­დინს. ავ­დე­ქით და რე­ა­ნი­მო­ბი­ლით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შეყ­ვა­ნი­სას იქვე ანა­ლი­ზე­ბი გა­უ­კე­თეს. პირ­ველ რიგ­ში ელექტრო­ლი­ტე­ბის, ბავ­შვს ენერ­გია არ ჰქონ­და, ეღ­ვი­ძა, მაგ­რამ ეძი­ნა. გვი­თხრეს, რომ კა­ლი­უ­მი ჰქონ­და ძა­ლი­ან და­ბა­ლი და შე­იძ­ლე­ბა გული გას­ჩე­რე­ბო­და, მაგ­რამ არ იცოდ­ნენ, კონ­კრე­ტუ­ლად რა სჭირ­და.  პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში რობოტმა ქალს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარაგა­დას­ხმის შემ­დეგ ფერ­ზე მო­ვი­და,გა­იღ­ვი­ძა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში იგი­ვე და­ე­მარ­თა.სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ბევრ პრობ­ლე­მას წა­ვა­წყდით, ეს იყო ემ­პა­თია, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ბავ­შვს კი­დურ­ზე ად­გი­ლი აღარ ჰქონ­და, რომ ანა­ლი­ზი აგ­ვე­ღო. თით­ქოს არც არა­ფე­რი ხდე­ბა, ხან­და­ხან დამ­ცი­ნა­ვი, ირო­ნი­უ­ლი პა­სუ­ხე­ბიც მოგ­ვის­მე­ნია. პლუს ამ და­ა­ვა­დე­ბას სჭირ­დე­ბა სი­სუფ­თა­ვე, ჰი­გი­ე­ნუ­რი გა­რე­მო. ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ცის­ტურ ფიბ­რო­ზი­ა­ნი ბავ­შვე­ბის­თვის არის ბაქ­ტე­რია. ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ნა­ი­რი დი­აგ­ნო­ზი რომ ვერ და­უს­ვეს, მახ­სოვს ერთ დღეს ვი­ჯე­ქი ჩემს მე­გო­ბარ­თან სახ­ლში, სა­ბუ­თებს ვას­კა­ნე­რებ­დით, ვაგ­ზავ­ნი­დით სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში. ახა­ლი შე­მო­სუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი Chatgpt. ვი­ფიქ­რე, ვცდი, ჩვე­ნი რა მი­დის, იქ­ნებ სა­ინ­ტე­რე­სო გვი­თხრას, სრუ­ლი ანამ­ნე­ზი ჩავ­წე­რეთ. დი­აგ­ნო­ზად მოგ­ვწე­რა ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი. რომ­ლის ხსე­ნე­ბაც იქამ­დე არც ყო­ფი­ლა. სიმპტო­მე­ბი რომ მო­ვი­ძი­ეთ ყვე­ლა­ფე­რი ემ­თხვე­ო­და.ეს არის გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­დის ბავ­შვზე ორი მშობ­ლის მუ­ტა­ცი­ით. მშობ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ იყ­ვნენ ამ მუ­ტა­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი. თუ ორი­ვე მშო­ბელს აქვს მუ­ტა­ცია, 25% შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს რის­კი, რომ ბავ­შვი და­ი­ბა­დოს არა მუ­ტა­ცი­ით, არა­მედ და­ა­ვა­დე­ბით. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ნი­კოს არ გა­უ­მარ­თლა და გა­მოჰ­ყვა და­ა­ვა­დე­ბა. და­ვუ­რე­კე ექიმს და რა თქმა უნდა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი არ მიხ­სე­ნე­ბია და ვუ­ხა­რი, რომ ერთ-ერ­თმა თურ­ქულ­მა კლი­ნი­კამ გა­მოთ­ქვა ეჭვი ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე და თა­ვად რას ფიქ­რობ­და. მი­პა­სუ­ხა, – რა სი­სუ­ლე­ლეა, სა­ერ­თოდ რა კავ­შირ­ში­აო. ვუ­თხა­რი, რომ მა­ინც გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, რა­ზეც მი­თხრა, რომ მათ კლი­ნი­კა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტეს­ტი არ კეთ­დე­ბო­და და სხვა კლი­ნი­კი­დან მი­მეყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტი და გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა. მო­ვიკ­ვლიე რომ არ­სე­ბობს ორი სა­ხის ტეს­ტი ერთი არის ოფ­ლის ტეს­ტი, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა და მე­ო­რე გე­ნე­ტი­კუ­რი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კეთ­დე­ბა. ოფ­ლის ტეს­ტის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, აღ­მო­აჩ­ნდა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და ჩა­მო­ვი­და პა­სუ­ხი რომ ბავ­შვს ეს და­ა­ვა­დე­ბა აქვს.ეს და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მარ­თვა, რომ დიდ ასა­კამ­დე გა­უ­ხან­გრძლი­ვო სი­ცო­ცხლე. მო­არ­ჩი­ნო, ამ ეტაპ­ზე ეს არ ხდე­ბა. ტობ­რა­მი­ცი­ნი არ­სე­ბობს ასე­თი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რია ფსევ­დო­მო­ნას სამ­კურ­ნა­ლოდ. მშობ­ლებს გვი­წევს თურ­ქეთ­ში ნაც­ნო­ბე­ბი ვნა­ხოთ რომ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნონ, 3 ათა­სი ლარი ჯდე­ბა ერთი თვე. ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით ვა­კე­თებთ, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიც კი არ არის ეს მე­დი­კა­მენ­ტიო, არა­თუ ფი­ნანსდე­ბა. ასე­ვე სა­ჭი­როა ბავ­შვის­თვის კლი­ნი­კე­ბი სტა­ცი­ო­ნა­რი, სა­დაც არ ექ­ნე­ბა სხვა ბავ­შვებ­თან შე­ხე­ბა, რად­გან რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ბაქ­ტე­რია მის­თვის სა­ხი­ფა­თოა. ასე­თი სტა­ცი­ო­ნა­რი ჩვენ არ გვაქვს,. სჭირ­დე­ბა ფი­ზი­ო­თე­რა­პია, ამ და­ა­ვა­დე­ბის კუ­თხით სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩვენ­თან არ არი­ან. არა­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზურ­გის მა­სა­ჟი, რომ ბავ­შვმა ლორ­წო ამო­ი­ღოს. თუ არ ამო­ი­ღო, ბაქ­ტე­რია მრავ­ლდე­ბა და ამი­ტომ მა­სა­ჟებს ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვუ­კე­თებთ.

აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლებს დაეცა – დამწვარია 15 სახლი

აშშ-ში, სან-დიეგოს რაიონში ბიზნეს ჯეტი ჩამოვიდა, რის შედეგადაც 15 საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციას რამდენიმე კვარტლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოუწია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.სახანძრო დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, თვითმფრინავი ჩამოვარდნის დროს ერთდროულად რამდენიმე სახლს შეეჯახა, რის შემდეგადაც საწვავი დაიღვარა და ცეცხლი გავრცელდა.ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 3:45 საათზე, მონტგომერის აეროპორტის მახლობლად მოხდა. მედიის ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.ცნობისთვის, კერძო თვითმფრინავი ჩვეულებრივ გამოიყენება საქმიანი მოგზაურობისთვის და შეუძლია ექვსიდან რვა ადამიანის გადაყვანა.სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია ავიაკატასტროფას იძიებს.

სატვირთო მატარებელი, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა – შემთხვევა სოფელ ახალსოფელთან მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან, სატვირთო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადა.შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.

ბოლო სიახლეები