ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ქარს პროგნოზირებენ. დედაქალაქში დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, უნალექო ამინდი იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსუდან შარაძე – გიორგი ბარათელი 2012 წლის შემდეგ მოჰყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს, ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, თბილისის ზღვაზე ურტყეს, აწამეს,...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე მისმა შვილმა, რუსუდან შარაძემ ისაუბრა.რუსუდან შარაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ გიორგი ბარათელი მოჰყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს, ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს და სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა.რუსუდან შარაძის განმარტებით, ბარათელმა თქვა, რომ არ იცოდა, თუ ცოცხალ კაცზე აიძულებდნენ მკვლელობის დაბრალებას, რადგან გურამ შარაძე იმავე დღეს, საღამოს მოკლეს.„მკვლელმა მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა და ამას შეესწრო ჩემი მეგობარი. ჩემი მეგობარი „არკის“ უკან იდგა და უყურებდა, რომ ვიღაც კაცი ძირს არის, ზემოდან დაადგება მკვლელი, ახდენს ორ საკონტროლო გასროლას და ეგრევე ავარდება შანიძეზე. ჩემმა მეგობარმა მთელი შანიძის ქუჩა, პეტრიაშვილამდე სდია შორიახლოს, ამასობაში გზად უკვე დაინახეს ჩემი მშობლების მეგობრებმა. ოფიციალური ვერსიითაც და მოწმეებიც ამბობენ, რომ უკან მისდევდა ერთი პოლიციელი, შემდეგ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო ლევან ბოჭორიშვილი, ცრუ მოწმე. ასევე ცრუ მოწმე, რობერტ პანიევი, რომელიც მელიქიშვილზე დარჩა ცოტახნით, ვიდრე ხიზანიშვილი მობრძანდა და შემდეგ ისევ დაედევნა თავის მეწყვილე ბოჭორიშვილს. მოკლედ, უკან მისდევს ორი პოლიციელი ვითომ ბარათელს. ნამდვილი მკვლელი შევარდება ჯერ შანიძის ქუჩის 10-12 ნომერში, ხორავას ეზოდან გამორბის, შემდეგ პეტრიაშვილისკენ მირბის და სანამ ჩიხში არ შევიდა, და უკან პოლიცია არ მისდევდა პეტრიაშვილზე, იქამდე უყურა ჩემმა მეგობარმა. ამის მერე მოვიდა პოლიცია, ჩადგა გზაჯვარედინზე მანქანით. მჟავანაძის სახლის უკან ჩიხია, მკვლელი იქიდან გავიდა სამშვიდობოზე. ეს ისეთი სცენარია, ფანტასტიკის სფეროა, ალბათ ვინც არ იცის სააკაშვილის რეჟიმი და ვისაც არ მოუსმენია თქვენი სხდომები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ოფიციალური ვერსია ამაზე უფრო ფანტასტიკად ჟღერს. ამ დროს გამოიყვანეს ბარათელი შანიძის და ხორავას კუთხეში, იქ ნახეს მოწმეებმა, რომლებიც მას იცნობენ და მიესალმენ. წესით, ბარათელი უნდა გარბოდეს, ორმხრივ სროლაში და უკან მოსდევდეს პოლიცია. გიორგი ბარათელი უკვე 2012 წლის შემდეგ მოჰყვა, რომ 20 მაისს ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა. მან თქვა, რომ უკვე მოკლული მეგონა, არ ვიცოდი, თუ ცოცხალ კაცზე მაიძულებდნენო. ამის შემდეგ წაიყვანეს, ჩაკეტეს ფარეხში და ელოდებოდნენ შესაბამის დროს, რათა გამოეყვანათ და მიეყვანათ იქ, სადაც მკვლელმა გაირბინა“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

ზურაბ ჯაფარიძე – გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო დამუნათება არ არის სწორი – ნუ გიყვართ ადამიანების „თრევა“ ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან გირაოს გადახდის საკითხს ეხმაურება.როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჯაფარიძე წერს, გირაოს გადახდის გამო ადამიანების დამუნათება არასწორია.„პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი. ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში“, - წერს ჯაფარიძე.

სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი-რატომ, იყო დუმილი,...

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ ალექსანდრე მეგუთნიშვილის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, სამხრეთ აფრიკის ციხეში 1964 წელს უკეთესი პირობები ჰქონდათ პატიმრებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ პერიოდში საქართველოს ნებისმიერ ციხეში იყო. მისივე თქმით, მაშინ როცა მსოფლიო ამაზე სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, ელჩების უმრავლესობა, სახალხო დამცველთან პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდებოდა საქართველოში არ ხდებოდა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში.„სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც მომიწია სამხრეთ აფრიკაში ყოფნა, იმ ციხეში, სადაც სასჯელს იხდიდა ნელსონ მანდელა. ეს არის კუნძული რობერ აილენდი, ყაჩაღების კუნძული, ციხე იყო მთელი კუნძული და იქ წარწერები იყო საკნებში და 1964 წელს ერთი პატიმარი წერს, ანუ პატიმრების მონაყოლები იყო გაკეთებული წარწერებად საკნებში და დღეს მუზეუმია, წერს, რომ აი ამ საკანში ვიყავი და არაფერი არ გვქონდა, გარდა კბილის პასტისა, კბილის ჯაგრისისა და ჩამოთვლილია რაღაც ნივთები და მე მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი როგორი საოცნებოა 21-ე საუკუნის ქართველი პატიმრებისთვის, ნებისმიერ დაწესებულებაში, არა მხოლოდ გლდანში, ნებისმიერ დაწესებულებაში ეს იყო სანატრელი, რასაც ისინი მაშინ 1964 წელს სამხრეთ აფრიკაში, სადაც იყო აპართეიდი, სადაც არ ჰქონდათ არანაირი უფლებები შავკანიანებს და შავკანიანებისთვის და ინდოელებისთვის იყო ძირითადად, თეთრკანიანები პრაქტიკულად არ იყვნენ და იქ იყო გაცილებით უკეთესი პირობები. იქ ერთ საკანში, სადაც ერთი ადამიანი იჯდა, იყო 2-2,5 კვ.მ. თითოეულ პატიმარზე, მაშინ როცა თქვენ რასაც ჰყვებით ნახევარი კვადრატულიც არ გამოდის ერთ პატიმარზე და ზოგიერთ დაწესებულებაში, ერთ კვადრატულ მეტრზე 4 პატიმარიც კი მოდიოდა, ასეთი ამბებიც ბევრი გვაქვს ნანახი და მართლა წარმოუდგენელი სისასტიკე ხდებოდა, რომელზეც მსოფლიო სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, თვალებზე ხელი ჰქონდათ აფარებული, ყურებზე ხელი ჰქონდათ აფარებული და პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული, არ ესმოდათ არაფერი, ვერ ხედავდნენ ვერაფერს, არ ლაპარაკობდნენ არაფერს. თუმცა როცა ჩემთან მოდიოდნენ ელჩები, უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში, სახალხო დამცველთან, ყველა ამბობდა, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი - რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ, ეს იყო აკრძალული, განსხვავებით იმ განცხადებებისა, რასაც აკეთებს ზოგიერთი ჩვენი ე.წ. მეგობარი ელჩი დღეს საქართველოში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დავით სონღულაშვილი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის წარმოების პოტენციალის ათვისებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, კომპანიის „ივრის ფერმები“ ნუშის ბაღები დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მერნეობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, კომპანია სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია , სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.„კომპანია „ივრის ფერმები“, რომელიც 2022 წელს დაარსდა, ორიენტირებულია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. დღეისათვის კომპანიის ნუშის ბაღები 350 ჰექტარს მოიცავს. დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, ინტენსიურად დაიწყო კაკლოვანი კულტურების ბაღების გაშენება. ქართული თხილის, ნუშის და კაკლის წარმოება სულ უფრო მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება სულ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზრებზეც, რაც ექსპორტის მაჩვენებლებში ისახება; შედეგად, ძლიერდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს. ჩვენი მიზანია, მეტი დოვლათის შექმნას შევუწყოთ ხელი, რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიის საფუძველია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.როგორც სამინისტრო წერს, კომპანია „ივრის ფერმები“ აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.„სამ წელიწადში შევძლებთ ექსპორტზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ბაღები სრულ მსხმოიარობას მიაღწევს, ჩვენი საექსპორტო მოსავლის რაოდენობა უკვე 800-900 ტონამდე გაიზრდება. ჩვენი საქმიანობით ვქმნით სამუშაო ადგილებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ნინო ცხადაიამ.

ბოლო სიახლეები