პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2025 წლის 22 მაისს დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ აქამდე პირველ კლასში დარეგისტრირება უკვე შეეძლოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და იმ მოსწავლეებს, რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
თუ წინა ეტაპებზე ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოახერხეთ, რეგისტრაციის მე-4 ეტაპიც გამოცხადდება. ამეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.