სამშაბათი, მაისი 20, 2025

გიორგი იაკობაშვილი – 2011 წელს, სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა შემომითვალა, რომ ჩვენთან იქნება გრანტები და დავაფინანსებთ ოფისის ქირასო- დავწერეთ პროექტი და მისცეს სხვას. დავურეკე ზვიად ქორიძეს და მითხრა, მე რატომ მეუბნები, მედია პროექტების კოორდინატორი არის ალეკო ელისაშვილიო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხებია მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები, კომისიის წევრები ჟურნალისტ გიორგი იაკობაშვილს უსმენენ.

იაკობაშვილი საუბარში 2011 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა შეუთვალა, რომ იქნებოდა გრანტები, თუმცა, იაკობაშვილის თქმით, „მისცეს სხვას, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა“.

„2011 წლის მარტია, სახლებიდან ვმუშაობთ, როდესაც სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა ვიღაცის პირით შემომითვალა, რომ ჩვენთან ახლა იქნება გრანტები, კერძოდ, 8 ათასი დოლარის ფარგლებში დავაფინანსებთ ოფისის ქირას, საოფისე ავეჯს და ტექნიკას, რაც ჩვენ არ გვქონდა. გამიკვირდა, რომ სოროსის ფონდის მხრიდან ასეთი შემონათვალი იყო, თუმცა, რადგან იყო, ავდექით, დავწერეთ პროექტი და მისცეს სხვას, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა ეს ამბავი და შემდეგ დავურეკე ზვიად ქორიძეს, რომელიც იყო ბორდის წევრი და მე ვუთხარი, რა არის მეთქი ეს და მე რატომ მეუბნებიო, მედია პროექტების კოორდინატორი არის ალეკო ელისაშვილიო. ყველანი კარგად ვხვდებით, რას ნიშნავს 2011 წელს სოროსის ფონდში მედია პროექტების კოორდინატორის პოსტი. ამ ადამიანს რა აქვს სალაპარაკო იმაზე, რომ დავუშვათ იქ ოპოზიციონერი ჟურნალისტი იყო ან ზოგადად, დღეს წარმოადგენს რაღაცას“-განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლა შეაწყვეტინეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლა შეაწყვეტინეს.კერძოდ, რუბიო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრობდა, როდესაც ორმა აქტივისტმა ამერიკის პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოსვლა შეაწყვეტინა. ისინი ღაზაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის მიმართ მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. ორივე პირი დარბაზიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა.აქტივისტებმა მარკო რუბიოს დარბაზში შესვლამდეც გამოხატეს პროტესტი.„შეწყვიტეთ გენოციდი“, „დაუწესეთ სანქციები ისრაელს“ და „დაიწყეთ ბავშვების კვება“ – სკანდირებდნენ აქტივისტები, როდესაც რუბიო სხდომაზე შედიოდა.

„მსტვინავი სუნთქვა, ჟანგბადის საჭიროება, ფილტვების ანთება“ – ივანე ჩხაიძის გაფრთხილება მოსახლეობას!

„სტატისტიკური მონაცემებით, კალენდარული წლის მე-19 კვირას, გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 23%-ია“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა.როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, 23% განპირობებულია A ტიპის ვირუსით, რაც არის დაავადებების ის ჯგუფი, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რგოლში იმართება.„ეს ეხება გრიპისმაგვარ დავადებებს. ეს არის ის ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც ძირითადად იმართებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლში. 23% საკმაოდ მაღალია. ერთი განსხვავება რაც არის წინა კვირებთან შედარებით, ეს 23% განპირობებულია A ტიპის ვირუსით და B ტიპის ვირუსის დომინანტობა, რაც აღინიშნა იანვრის მეორე ნახევრიდან, მე-19 კვირას B ტიპის ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში.მისივე თქმით, ამ დროისთვის, მძიმედ მიმდინარე ინფექციები რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის ჩანაცვლებული, რომელიც ძირითადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 65 წელს ზევით ადამიანებში ფიქსირდება.„მძიმე მიმდინარეობის რესპირაციული ინფექციები, რომლებითაც ძირითადად საავადმყოფოებში ხვდებიან, აღარ ფიქსირდება. ეს ძალიან კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ მძიმედ მიმდინარე გრიპი, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, საავადმყოფოში დაყოვნება და რომელიც გართულებით მიმდინარეობს, მე-19 კვირას უკვე აღარ ყოფილა და ის ჩანაცვლებულია მთლიანად რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით. ეს ვირუსია ახლა დომინანტური კლინიკებში და ეს არის ვირუსი, რომელიც განაპირობებს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში წვრილი ბრონქიოლების ანთებას. ის მიმდინარეობს შეტევითი ხასიათის ხველით, გახშირებული სუნთქვით, მსტვინავი ხასიათის სუნთქვით, რომელსაც ახლავს ძალიან ხშირად სუნთქვის უკმარისობის მოვლენები, ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობა და ასაკობრივ ჯგუფსაც კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – ძირითადად 2 წლამდე ასაკში ფიქსირდება. ასეთი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ამავე ვირუსმა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში შეიძლება, ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს. აქ აქცენტი კეთდება სასუნთქი სისტემის დაზიანებაზე და არა მაღალი ტემპერატურით მიმდინარე პროცესებზე“, – აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში.

„შვილზე მამა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სექსუალურად ძალადობდა…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება კახეთში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე

კახეთის რეგიონში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს.50 წლამდე მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან გაყვანილია. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის,  პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდზე მამაკაცი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა.მას გოგონა იმ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაჰყავდა, სადაც თავად იყო დასაქმებული. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედასაც, რომელსაც კაცი მოკვლით ემუქრებოდა.ბავშვმა მომხდარი საკუთარ დეიდას უამბო, რის შემდეგაც კაცი პოლიციამ დააკავა.

18 წლის მეხანძრე გოგომ, პირველ სამუშაო დღეს, 16 ადამიანი გადაარჩინა

18 წლის მეხანძრე გოგომ, პირველ სამუშაო დღეს, 16 ადამიანი გადაარჩინა — ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.შემთხვევა, 22 ივლისს კანადაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი კანადაში, იასპერის ეროვნულ პარკში გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურს ინფორმაცია მოლაშქრეებმა გადასცეს, რომელთაც დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდათ დახმარება, რადგან ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა. ეროვნული პარკისაკენ მიმავალ სახანძროს ჯგუფში ერთ-ერთი მოხალისე მაშველი იყო, 18 წლის გოგო — კოლინ კნული. მისთვის ეს პირველი სამუშაო დღე იყო.როგორც თანამშრომლები და თვითმხილველები ამბობენ, სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ხანძრიდან მან 16 ადამიანის გამოყვანა მოახერხა."გარდა ყველაფრისა, მან საოცარი ლიდერული თვისებები გამოავლინა. ძალიან სწრაფად მოახერხა სიტუაციის მართვა და გუნდური მუშაობა", — განაცხადა სახანძრო განყოფილების ხელმძღვანელმამაშველებმა ტერიტორიიდან ჯამში 67 ადამიანი გამოიყვანეს. ცეცხლის ლიკვიდაცია მთლიანად მოხერხდა. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტმა, წარმატებული პირველი დღის შემდეგ, 18 წლის კნულის სპეციალური მადლობის სიგელიც გადასცა.

„გასასკდომი გულიც აღარ მაქვს“ – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:„კიდევ ერთი უსახლკარო, შშმ პირი მოხუცი გარდაიცვალა ქუჩაში. ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. სისხლიანი იყო სულ, მიშო ეხმარებოდა, ეტლში ჩასვა და სამჯერ გამოიძახა სასწრაფო. სამი დღით ვიყავი წასული, რასაც თავს ვერ ვაპატიებ ვერასდროს და დღეს რომ მივაკითხე, მითხრეს, რომ ცოცხალი აღარაა. გასასკდომი გულიც აღარ მაქვს.ამ წამიდან ვაყალიბებთ ჯგუფს, რომელიც ყველანაირი ხერხით ეცდება, რომ ქუჩაში აღარავინ გარდაიცვალოს.რომ არავის არ ეძინოს ქუჩაში. შემოგვიერთდით, მეტი არავინ არის, ვინც ამათზე ზრუნავს. მარტო მე და ირაკლი კიდევ, რომ გავიხეთ, ყველგან მისვლას მაინც ვერ ვასწრებთ. გადავერთვებით, მხოლოდ ამ საქმეზე და მნიშვნელობა არ აქვს შეგვიძლია თუ არა, მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მომწერეთ აქ -558181218.ქალაქის ნებისმიერ ადგილას, სადაც შეამჩნევთ, რომ ღამით სძინავს ვინმეს, ან ცუდადაა და სასწრაფოს არ მიჰყავს, ამ პოსტის ქვეშ ჩააგდეთ ფოტო, ან დამირეკეთ და მომწერეთ ტელეფონზე -558181218.დამიკავშირდით, ვისაც შეგიძლიათ ავადმყოფის მოვლა ქუჩაში, დროგამოშვებით მისვლა და საჭმლის და წამლების მიტანა. ყველაფერს, რას დაგჭირდებათ მე გაგატანთ.მივმართავ კომპანიებს, რომლებსაც ნახევარი ქალაქის ტერიტორია აქვთ აღებული. სულ 7 კვადრატული მიწა გვჭირდება, რომ კონტეინერი დავუდგათ, სადაც უბრალოდ დაიძინებენ. რაღაცნაირად, ეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა დავამთავროთ ქალაქში. თქვენ თვითონ არ გაწუხებთ ქუჩაში მომაკვდავი ავადმყოფები?გაგვიზიარეთ ეს პოსტი და დაგვეხმარეთ ყველა, ვინც რით შეძლებთ, ამისი გაგრძელება აღარ შეიძლება. არავინ არ უნდა გამოგვრჩეს, ვისაც გარეთ სძინავს. ფულს ვაგროვებთ კონტეინერებისთვის, მათი საჭმლისთვის, წამლებისთვის, კლინიკაში გადაყვანისთვის და ადგილზე დასაძინებლის მოწყობისთვის.ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ - ანგარიშის ნომერი:საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილითიბისი ბანკი #GE90TB7603845061100016 PayPal – [email protected] უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili.მართლა მოგვეხმარეთ ყველა რა, თითქმის ყველას ვიცნობთ და ყველაფერს მე აგიხსნით ყველაზე, ვის რა მიუტანოთ, ვინ როგორი ადამიანია და ვის როგორ მოეპყროთ. ვისაც რა შეგვიძლია, გავაკეთოთ და ეს უზარმაზარი პრობლემა აუცილებლად მოგვარდება,” – წერს აკა სინჯიკაშვილი.

ბოლო სიახლეები