ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ახლახან ვლადიმერ პუტინთან ორსაათ-ნახევრიანი საუბარი მქონდა. ვფიქრობ, გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. იქ საშინელი ვითარებაა. ყოველ კვირა 5000 ახალგაზრდა იღუპება, ასე რომ, იმედია, რაღაც გავაკეთეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.
„ჩვენ ვესაუბრეთ ევროპული ქვეყნების უმეტესობის ლიდერებს და ვცდილობთ, მთელი ეს სიტუაცია დავასრულოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.