სამშაბათი, მაისი 20, 2025

ევროკავშირის 15 ქვეყანა – ევროკავშირმა უნდა განაახლოს და გააძლიეროს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან, რათა გაზარდოს ზეწოლა კრემლზე

ევროკავშირმა უნდა განაახლოს და გააძლიეროს დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან, რათა გაზარდოს ზეწოლა კრემლზე, უკრაინაში ზავის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროკავშირის 15 წევრის მიერ ხელმოწერილ წერილშია აღნიშნული.

ევროკავშირის წევრთა ნაწილმა საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელძღვანელს, კაია კალასს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ახლა დროულია გლობალურ პარტნიორებთან ჩართულობის განახლება და გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხარდაჭერა ამ ინიციატივისთვის.

„ბევრი ქვეყანა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მოსკოვთან, რაც შეიძლება და უნდა იქნას გამოყენებული რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად. ეს კომუნიკაცია ორივე მიმართულებით უნდა წარიმართოს და უნდა გაითვალისწინოს ამ რეგიონების ქვეყნების კონკრეტული სიტუაცია და საზრუნავი“, – აღნიშნულია წერილში.

ინიციატივას ავსტრია ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბელგიამ, ბულგარეთმა, ხორვატიამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. წერილი არ შეიცავს კონკრეტულ იდეებს და არც ქვეყნებს აკონკრეტებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სერიულმა მკვლელმა სიკვდილით დასჯამდე ბოლო წუთებში პრეზიდენტ ტრამპს 6 სიტყვიანი მესიჯი დაუტოვა

ეჭვმიტანილ სერიულ მკვლელს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სიკვდილმისჯილთა რიგში იმყოფებოდა, ამ კვირაში სიკვდილით დასჯამდე ბოლო წუთებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის შეტყობინება ჰქონდა მისაწერი.მედიის ცნობით, 62 წლის გლენ როჯერსი, ასევე ცნობილი როგორც „კაზანოვას მკვლელი“, სიკვდილით დასაჯეს ხუთშაბათს, 15 მაისს, სასიკვდილო ინექციით.გამოცემების ცნობით, როჯერსს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს 1995 წელს. საქმე ეხებოდა მკვლელობას. მან მოტელში 34 წლის ქალი მოკლა. მან მოგვიანებით სხვა ქალიც მოკლა. ,ამ პოლიციას განუცხადა, რომ 70 ქალი მოკლა, მაგრამ ის მხოლოდ 2 მკვლელობისთვის გაასამართლეს.სიკვდილით დასჯამდე თავის ბოლო სიტყვებში როჯერსმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა.„პრეზიდენტო ტრამპ, განაგრძე ამერიკის დიდებულების შექმნა“, - თქვა მან.

პიტერ სიიარტო – ტრამპის წყალობით, ბოლოს და ბოლოს აშშ-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას, მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს, რითიც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმაურება.„ჩვენ სამ წელზე მეტია, ომის ჩრდილში ვცხოვრობთ და ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვდივართ. დონალდ ტრამპის წყალობით, ბოლოს და ბოლოს აშშ-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე“, – წერს პიტერ სიიარტო.დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება – ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის

"პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალ პაპთან, ლეო მე-14-სთან შეხვედრის შემდეგ."ჩვენ გვქონდა უშუალო საუბარი, მივულოცე, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, პატრიარქის მოლოცვა გადავეცი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი მისი საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება, ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. დღეს ჩვენ ბრძოლა გვიწევს ჩვენი იდენტობისთვის, ღირსებისთვის, სარწმუნოებისთვის და ეს ის თემებია, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის, ადამიანის ღირსება, ყველასთვის მნიშვნელოვანია. პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება," - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში

უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა და მოკავშირეები განიხილავენ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობას აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების თანდასწრებით.„კიევი და პარტნიორები განიხილავენ მაღალი დონის გუნდების შეხვედრის შესაძლებლობას: აშშ, უკრაინა, რუსეთი და ევროპული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე დიდი ბრიტანეთი. ასეთი შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. ამჟამად ამ სამ პლატფორმას განვიხილავთ, რადგან ეს სამივე ქვეყანა – ყველა კარგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ფორმატისა და ადგილის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, „ვის შეუძლია ამ შეხვედრის ორგანიზება შესაბამისი შედეგით“.„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ამაზე პასუხი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

🎥სააკაშვილი მიუღებელია მეპროტესტეების დიდი ნაწილისთვის, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დროშა და გარკვეული ნაწილისთვის ის საფრთხობელაა, მიშას დროშის ქვეშ არ უნდათ გამოსვლა… – სოსო მანჯავიძე

„სააკაშვილი მიუღებელია მეპროტესტეების დიდი ნაწილისთვის, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დროშა და გარკვეული ნაწილისთვის ის საფრთხობელაა, მიშას დროშის ქვეშ არ უნდათ გამოსვლა...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ბოლო სიახლეები