ორშაბათი, მაისი 19, 2025

გიორგი კახიანი – რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური

რაც დრო გადის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან აღიარებებს ვისმენთ, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო. ამ აღიარებებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

გიორგი კახიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“. ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ანა წითლიძემ თქვა ის, რაც არის სიმართლე.

კახიანის თქმით, მათ კარგად იციან, რა რაოდენობის ხმები მიიღეს და ეს პროცენტულად როგორ იყო გამოხატული.

„ამის მიუხედავად გაყალბებაზე საუბრობენ, რაც მათი მოქმედების სტილია. იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ და ამიტომ, არეულობით და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. იმასაც ხვდებიან, რომ შანსი არც ამ მიმართულებით არ აქვთ. რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური“,- განაცხადა კახიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება – ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის

"პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალ პაპთან, ლეო მე-14-სთან შეხვედრის შემდეგ."ჩვენ გვქონდა უშუალო საუბარი, მივულოცე, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, პატრიარქის მოლოცვა გადავეცი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი მისი საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება, ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. დღეს ჩვენ ბრძოლა გვიწევს ჩვენი იდენტობისთვის, ღირსებისთვის, სარწმუნოებისთვის და ეს ის თემებია, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის, ადამიანის ღირსება, ყველასთვის მნიშვნელოვანია. პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება," - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში

უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა და მოკავშირეები განიხილავენ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობას აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების თანდასწრებით.„კიევი და პარტნიორები განიხილავენ მაღალი დონის გუნდების შეხვედრის შესაძლებლობას: აშშ, უკრაინა, რუსეთი და ევროპული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე დიდი ბრიტანეთი. ასეთი შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. ამჟამად ამ სამ პლატფორმას განვიხილავთ, რადგან ეს სამივე ქვეყანა – ყველა კარგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ფორმატისა და ადგილის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, „ვის შეუძლია ამ შეხვედრის ორგანიზება შესაბამისი შედეგით“.„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ამაზე პასუხი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

🎥სააკაშვილი მიუღებელია მეპროტესტეების დიდი ნაწილისთვის, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დროშა და გარკვეული ნაწილისთვის ის საფრთხობელაა, მიშას დროშის ქვეშ არ უნდათ გამოსვლა… – სოსო მანჯავიძე

„სააკაშვილი მიუღებელია მეპროტესტეების დიდი ნაწილისთვის, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დროშა და გარკვეული ნაწილისთვის ის საფრთხობელაა, მიშას დროშის ქვეშ არ უნდათ გამოსვლა...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ გავაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად

ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონის, პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, კანცლერ ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მოგვესმინა ინფორმაცია მისი სატელეფონო საუბრის შესახებ ვლადიმერ პუტინთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ რჩებოდეს ჩართული ამ საკითხში. ჩვენ გავაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – ურსულა ფონ დერ ლაიენი.დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“.ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.

ფრიდრიხ მერცი – ჩვენ მჭიდროდ დავუჭერთ მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე, ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით

ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ევროპა და ამერიკა ძალიან ერთიანები არიან ამ საკითხში.„ჩვენ მჭიდროდ დავუჭერთ მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე. ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით. ჩვენ შევთანხმდით ამაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და პუტინთან საუბრის შემდეგ“, – წერს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“.ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.

ბოლო სიახლეები