ორშაბათი, მაისი 19, 2025

ნონა გაფრინდაშვილი – 26 მაისს ვიდექით წყნარად, სანთლებით, არ მიგვიცია დაშლის საბაბი, ახლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, ძალადობისკენ მოწოდებებიც არის, ამას პატიობენ და ჩვენ მსგავსი რაღაცაც არ გაგვიკეთებია

სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია, ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია. იქ ადამიანები იდგნენ წყნარად, სანთლები გვეჭირა ხელში. ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რომ დაშლის მოტივი ჰქონოდათ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მაშინ ხალხი აცნობიერებდა, რომ ქვეყანაში იყო საშინელი ვითარება, ხდებოდა უბედურებები და რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამის დასასრულებლად, თუმცა ყველაფერი უნდა მომხდარიყო მშვიდობიანად.

ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ 26 მაისის აქციის დაშლისას, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდათ.

იმ დღეს, 26 მაისს ჩვენ გვინდოდა, ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა, ვინაიდან თორმეტ საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა. „უცნობი“ იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. თორმეტს რომ ათი წუთი აკლდა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები, მეტი ჩვენ არაფერი გვქონდა. ჩვენი მხრიდან არცერთხელ ყოფილა არც შეჭრა სადმე, ან რაღაც – ხელში არასდროს არაფერი გვქონდა, ერთი შეურაცხყოფაც კი არასდროს მიგვიყენებია, რომ ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. გვითხრეს, დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ არ ვაპირებთ ღამის გათენებას, გვინდა, თორმეტ საათზე კონცერტი ჩავატაროთ, აღვნიშნოთ, რადგან მთავრობა აპირებდა მეორე დღეს, თუ არ ვცდები, ხუთ საათზე იქ აღლუმის ჩატარებას. ჩვენ გვინდოდა, თორმეტ საათზე ჩაგვეტარებინა და დავშლილიყავით, მაგრამ კონცერტის დაწყება არ გვაცადეს. ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას, ვინაიდან ასეთი სიტუაციაა, ვისაც გინდათ, დარჩით, ვისაც გინდათ, წადით. არავის ფეხი არ მოუცვლია, ათასამდე ადამიანი იყო. ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს. ხალხი იდგა შუაში, შევსებული იყო. ამიტომ ვთვლით, რომ დაახლოებით ათასი ადამიანი იყო იქ. თორმეტ საათზე უკვე წამოიწია კორდონებმა, სამი კორდონი იყო, რომ მოგვიახლოვდნენ, ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას, ისროლეს სცენისკენაც, ხალხს პირდაპირ. თანაც ამინდი გაფუჭებული იყო, წვიმა იყო, უკვე აციებული იყო, ამ სიტუაციაში ისეთი სისწრაფით დაგვესიენ, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდა.

სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია,  ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია. იქ ადამიანები იდგნენ  წყნარად, სანთლები გვეჭირა ხელში და შემდეგ კადრი ვნახე, „უცნობი“, რომელიც მოსული იყო კონცერტის ჩასატარებლად, დასისხლიანებული როგორ გამოდის შსს-დან. ბედზეა გადარჩენილი. ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი, რომ დაშლის მოტივი ჰქონოდათ. შენ თუ წყნარად ლაპარაკობ, დემოკრატია გაძლევს ამის უფლებას. ახლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ საერთოდ, მოწოდებებიც არის ძალადობისკენ, ყველაფერი, ზოგიერთ ქვეყანაში ეს ისჯება. ამას პატიობდნენ და ჩვენ მსგავსი რაღაცაც არ გაგვიკეთებია. უბრალოდ ვაცნობიერებდით, რომ არის საშინელი სიტუაცია და ამას რაღაცით უნდა ეშველოს და ამას სჭირდებოდა ახალი ადამიანების გამოჩენა, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო. ჩვენ უბრალოდ ვყვებოდით, რაც ხდებოდა, რა უბედურებებიც ხდებოდა. მარტო ახალგაზრდა რამდენი ჩაცხრილეს სასამართლოს გარეშე, ეს ფაქტია, როგორ ართმევდნენ ბიზნესს ღამის საათებში. ჩვენ არაფერი გვეჭირა ხელში, მივდიოდით სუფთად. ამ დროს ასეულობით ადამიანს სხვადასხვა დროით აპატიმრებდნენ. ხვდებოდნენ ქუჩაში, ჩასვამდნენ მანქანაში, გააქანებდნენ, რათა შიში არ გამქრალიყო ადამიანებში. “, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოსამართლე ლევან გელოვანი ლევან სამუშიას – ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით

ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით, - ასე მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანმა მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესზე ადვოკატ ლევან სამუშიას.მანამდე, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლოში დაკითხვაზე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები დაებარებინათ, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა, რომელსაც შემდეგ დაცვის მხარის მიერ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება მოჰყვა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების დროს კი, მოსამართლე ლევან გელოვანსა და ადვოკატ ლევან სამუშიას შორის კამათიც მოხდა."გითხარით, გადმოგცემთ დასაბუთებულ განჩინებას და ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით. ხმამაღლა საუბრობთ, რა გვარი ბრძანდებით, სამუშია? მე გელოვანი ვარ, განაგრძეთ", - მიმართა მოსამართლე, ლევან გელოვანმა, ადვოკატ ლევან სამუშიას.

ჯეი დი ვენსი – ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ეს არ არის ჩვენი ომი, ვცდილობთ დასრულებას, მაგრამ თუ ვერ დავასრულებთ, ვიტყვით, ღირდა...

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ვენსის თქმით, პუტინს არ სურს, გამოვიდეს რუსეთი ამ ომიდან.„ჩვენ გვინდა შედეგების ხილვა და პირველი მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის ხილვაც გვსურდა და რამაც გაგვახარა იყო ის, რომ რუსებსა და უკრაინელებს რეალური სამშვიდობო წინადადება წარმოედგინათ. ანუ რა უნდა გაკეთდეს ბრძოლის შესაწყვეტად? ეს მოხდა. მეორე რამ არის ის, რომ ისინი უნდა დათანხმებულიყვნენ პირდაპირ მოლაპარაკებებს. ეს მხარეები წლების განმავლობაში არ საუბრობდნენ. ვფიქრობდით, რომ ეს სამარცხვინო იყო. ახლა ეს მოხდა, მაგრამ ახლა, მოლაპარაკებები უკვე გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს, ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული ჩიხია. ვფიქრობ, პრეზიდენტი ეტყვის პრეზიდენტ პუტინს: „სერიოზულად ხარ განწყობილი? რეალურად გინდა ეს?“ რადგან შეერთებული შტატების წინადადება ყოველთვის იყო ასეთი: „ნახეთ, არსებობს ბევრი ეკონომიკური სარგებელი რუსეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის ურთიერთობების დათბობის შემთხვევაში, მაგრამ ამ სარგებელს ვერ მიიღებთ, თუ გააგრძელებთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას. თუ მზად ხართ, შეწყვიტოთ მკვლელობა, შეერთებული შტატები მზადაა, იყოს მშვიდობის პარტნიორი“. ეს იყო წინადადება რუსებისთვის, უკრაინელებისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვა, მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში მყოფი ქვეყნებისთვისაც“, – თქვა ვენსმა.ჯეი დი ვენსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი არაა მზად, ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში, მაშინ აშშ გავა ამ პროცესიდან, რადგან ეს „მისი ომი არაა“.„ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივადექით წერტილს, სადაც ჩიხში შევდივართ და სწორედ ამიტომ ესაუბრება მას პრეზიდენტი ტელეფონით. დიახ, მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ზუსტად არ იცის, როგორ გამოვიდეს ომიდან. თუ ამაზე დავფიქრდებით, მას მილიონი ადამიანი ჰყავს იარაღით ხელში. მან მთელი რუსეთის ეკონომიკა გადააწყო. ის რაც ადრე საწარმოო დაწესებულებები იყო და სადაც აწარმოებდნენ პროდუქტებს, რომელსაც ადამიანები იყენებდნენ სამოქალაქო ცხოვრებაში, ახლა ტანკის ჭურვებს, საარტილერიო ჭურვებს და დრონებს ამზადებენ. ასე რომ, ეს ჩემი ვარაუდია და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტიც დამეთანხმება. დარწმუნებული არ ვარ, რომ ვლადიმერ პუტინს თავად აქვს სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ შეაჩეროს ომი. რა თქმა უნდა, ეს უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ვფიქრობ, ეს ასევე უბრალოდ ოდნავ იმის გამოხატულებაა, რომ არსებობს ფუნდამენტური უნდობლობა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს ერთ-ერთი რამაა, რასაც პრეზიდენტი გულწრფელად სისულელედ მიიჩნევს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს წარსულში დაშვებული შეცდომების მიღმა გასვლა, მაგრამ ამისთვის ორი მხარეა საჭირო. ვიცი, რომ პრეზიდენტს სურს ამის გაკეთება, მაგრამ თუ რუსეთს არ სურს, მაშინ ბოლოს უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ჩვენი ომი. ეს ჯო ბაიდენის ომია, ეს ვლადიმერ პუტინის ომია. ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენ ვცდილობთ ამის დასრულებას, მაგრამ თუ ვერ დავასრულებთ, ბოლოს ვიტყვით, იცით რა? ეს ღირდა ცდად, მაგრამ აღარ ვაკეთებთ ამას“, – განაცხადა ვენსმა.

ჯო ბაიდენი – ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით, მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„კიბო თითოეულ ჩვენგანს ეხება. როგორც ბევრმა თქვენგანმა, მე და ჯილმაც გავიგეთ, რომ ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით. მადლობა თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ოფისში განაცხადეს, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ევროკავშირის 15 ქვეყანა – ევროკავშირმა უნდა განაახლოს და გააძლიეროს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან, რათა გაზარდოს ზეწოლა კრემლზე

ევროკავშირმა უნდა განაახლოს და გააძლიეროს დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან, რათა გაზარდოს ზეწოლა კრემლზე, უკრაინაში ზავის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროკავშირის 15 წევრის მიერ ხელმოწერილ წერილშია აღნიშნული.ევროკავშირის წევრთა ნაწილმა საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელძღვანელს, კაია კალასს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ახლა დროულია გლობალურ პარტნიორებთან ჩართულობის განახლება და გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხარდაჭერა ამ ინიციატივისთვის.„ბევრი ქვეყანა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მოსკოვთან, რაც შეიძლება და უნდა იქნას გამოყენებული რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად. ეს კომუნიკაცია ორივე მიმართულებით უნდა წარიმართოს და უნდა გაითვალისწინოს ამ რეგიონების ქვეყნების კონკრეტული სიტუაცია და საზრუნავი“, – აღნიშნულია წერილში.ინიციატივას ავსტრია ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბელგიამ, ბულგარეთმა, ხორვატიამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. წერილი არ შეიცავს კონკრეტულ იდეებს და არც ქვეყნებს აკონკრეტებს.

სალომე ზურაბიშვილი – გარე ჩარევის მიუხედავად, რუმინელი ხალხის ხმა ნათელი და მტკიცე იყო – ვულოცავ რუმინეთს და ნიკუსორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ...

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკუსორ დენს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.„რუმინელი ხალხი ფეხზე დადგა დემოკრატიისა და ევროპისთვის. გარე ჩარევის მიუხედავად, მათი ხმა ნათელი და მტკიცე იყო. ვულოცავ რუმინეთს და ნიკუსორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა.

ბოლო სიახლეები