გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპა ამჟამად არ განიხილავს უკრაინაში ჯარების განლაგებას, რადგან მთავარი პრიორიტეტი რჩება რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. ამის შესახებ მერცმა ალბანეთში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მერცმა განაცხადა, რომ სამშვიდობო დარეგულირების ნებისმიერი გეგმა უნდა მოიცავდეს მოლაპარაკებების მკაფიო ფორმატს და უკრაინისთვის პოტენციურ უსაფრთხოების გარანტიებს.
„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ნათელი გახდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი, ასევე რომელი უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, გახდეს შესაძლებელი უკრაინისთვის“, – განაცხადა მერცმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ჯარების განლაგების საკითხი ამ ეტაპზე ნაადრევია.
„ამ მომენტში არ არსებობს მიზეზი ამ თემაზე სალაპარაკოდ, ჩვენ შორს ვართ ამისგან. ჩვენ გვსურს, რომ იარაღმა შეწყვიტოს მოქმედება, მკვლელობები დასრულდეს… ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ახლა ვართ კონცენტრირებული, და არა სხვა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.