ორშაბათი, მაისი 19, 2025

„ბლუმბერგი“ – ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე რუსეთის ძალები სრულად დაიპყრობენ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ჯარები შეძლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევას და წლის ბოლომდე სრულად დაიპყრობენ უკრაინის ოთხ ოლქს – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს თქმით, პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოსალოდნელ სატელეფონო საუბარს გამართავს იმ რწმენით, რომ რუსეთი შეძლებს, სრულად დაიკავოს უკრაინის ოთხი რეგიონი, რომელთა ანექსიის შესახებ მოსკოვმა ომის დაწყებიდან მალევე განაცხადა.

ამავე დროს, ბლუმბერგს მოჰყავს საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსის, ბენ ბარის მოსაზრება, რომელიც აცხადებს, რომ პუტინის გეგმის წლის ბოლომდე შესრულების ალბათობა უკიდურესად დაბალია.

„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ტრამპი იმედოვნებს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს ომის შეწყვეტას, ხოლო პუტინი, თავის მხრივ, არ ავლენს საბრძოლო მოქმედებების შეჩერების მზაობის ნიშნებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მშვიდად ეკიდება აშშ-ის მუქარას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ.

მანამდე ტრამპმა მიანიშნა, რომ მზადაა, გაამკაცროს შეზღუდვები რუსეთის მიმართ, თუ პუტინი არ დაეთანხმება 30-დღიან ზავს უკრაინაში.

ცნობისთვის, დღეს, 19 მაისს დაგეგმილია პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი. თეთრი სახლის წარმომადგენლები და თავად ტრამპი ამბობდნენ, რომ შესაძლოა, შედგეს ტრამპისა და პუტინის პირადი შეხვედრაც, მაგრამ ის ჯერ არ არის ჩანიშნული. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ იქნება გარღვევა, ვიდრე ის პუტინს არ შეხვდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით – ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

ახლახან დავასრულე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი - ვფიქრობ, რომ საუბარი ძალიან კარგად წარიმართა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.მისი თქმით, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით.„მოლაპარაკებების პირობებზე ორივე მხარე იმუშავებს, როგორც ეს ბუნებრივია, რადგან მათ იციან მოლაპარაკებების ისეთი დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობი იქნება. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. რომ არა, ამას ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით. რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს კატასტროფული „სისხლისღვრა“ დასრულდება და მე ვეთანხმები ამას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.„რუსეთისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს შექმნას სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის კოლოსალური რაოდენობა. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს ვაჭრობით, ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ უკვე ვაცნობე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“, - დასძინა მან.

ფრანგული მედია – ზურიკო დავითაშვილს საფეხბურთო კლუბ „სტრასბურგში“ იწვევენ

საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენი“ რამდენიმე ლიდერს დაემშვიდობება, მათ შორის ზურიკო დავითაშვილსაც, რომელსაც „სტრასბურგი“ იწვევს, — ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.L’Équipe-ის ცნობით, დაგეგმილია ლუკას სტასენის, ზურიკო დავითაშვილისა და ბენჟამენ ბუშუარის გაყიდვა. გამოცემის მტკიცებით, ზოგიერთი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.სხვადასხვა ფრანგული გამოცემა აღნიშნულ თემას ეხმაურება.ActuFoot: „ზურიკო დავითაშვილი ამ ზაფხულს „სტრასბურგში“ გადასვლის სერიოზული კანდიდატია“.lnstantFoot: „„სტრასბურგი“ სერიოზულად განიხილავს ზაფხულში ზურიკო დავითაშვილის დამატებას“.დავითაშვილისადმი ინტერესი არ არის შემთხვევითი — საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონში ქართველმა შემტევმა 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.„სტრასბურგი“ ევროსაგზურისთვის ბრძოლაში „ლიონის“ კონკურენტი იყო და საბოლოოდ ლიგა 1-ში მე-7 ადგილი დაიკავა. თუ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის თასს მოიგებს, „სტრასბურგს“ კონფერენსლიგაზე თამაშის უფლება მიეცემა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა – პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე

აშშ-ის რეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი იყო გულწრფელი და შინაარსიანი.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა საუბრისას გამოთქვა თავისი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე.პუტინის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.ასევე ვლადიმერ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.

მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა.  პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია.პრეზიდენტმა რომის პაპს ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.თავის მხრივ, რომის პაპმა, ლეო XIV-მ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და საქართველოსთან არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.

დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მიწვევის წერილი რომის პაპს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გადასცა, რომელიც პაპის ინაუგურაციას დაესწრო და შემდეგ თავადაც შეხვდა.„ვიცე-პრეზიდენტმა პაპს გადასცა წერილი პრეზიდენტისა და პირველი ლედისგან, რომელშიც ისინი თბილ სურვილებს უგზავნიან და პაპს თეთრ სახლში იწვევენ, როგორც კი შესაძლებელი იქნება მისი ჩამოსვლა“, – განაცხადა ლივიტმა.

ბოლო სიახლეები