ორშაბათი, მაისი 19, 2025

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +20 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში იწვიმებს.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დაიწყო.ამის შესახებ მედია თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.მანამდე, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.როგორც მედიაში წერენ, დონალდ ტრამპი ზელენსკის კიდევ ერთხელ დაურეკავს ვლადიმერ პუტინთან საუბრის დასრულების შემდეგ.

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მოსალოდნელი იყო, რომ ტრამპი თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართავდა სატელეფონო საუბარს.მედიაში წერენ, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთხელ განახორციელებს სატელეფონო ზარს ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მოსამართლე ლევან გელოვანი ლევან სამუშიას – ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით

ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით, - ასე მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანმა მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესზე ადვოკატ ლევან სამუშიას.მანამდე, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლოში დაკითხვაზე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები დაებარებინათ, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა, რომელსაც შემდეგ დაცვის მხარის მიერ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება მოჰყვა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების დროს კი, მოსამართლე ლევან გელოვანსა და ადვოკატ ლევან სამუშიას შორის კამათიც მოხდა."გითხარით, გადმოგცემთ დასაბუთებულ განჩინებას და ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით. ხმამაღლა საუბრობთ, რა გვარი ბრძანდებით, სამუშია? მე გელოვანი ვარ, განაგრძეთ", - მიმართა მოსამართლე, ლევან გელოვანმა, ადვოკატ ლევან სამუშიას.

ჯეი დი ვენსი – ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ეს არ არის ჩვენი ომი, ვცდილობთ დასრულებას, მაგრამ თუ ვერ დავასრულებთ, ვიტყვით, ღირდა...

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ვენსის თქმით, პუტინს არ სურს, გამოვიდეს რუსეთი ამ ომიდან.„ჩვენ გვინდა შედეგების ხილვა და პირველი მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის ხილვაც გვსურდა და რამაც გაგვახარა იყო ის, რომ რუსებსა და უკრაინელებს რეალური სამშვიდობო წინადადება წარმოედგინათ. ანუ რა უნდა გაკეთდეს ბრძოლის შესაწყვეტად? ეს მოხდა. მეორე რამ არის ის, რომ ისინი უნდა დათანხმებულიყვნენ პირდაპირ მოლაპარაკებებს. ეს მხარეები წლების განმავლობაში არ საუბრობდნენ. ვფიქრობდით, რომ ეს სამარცხვინო იყო. ახლა ეს მოხდა, მაგრამ ახლა, მოლაპარაკებები უკვე გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს, ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული ჩიხია. ვფიქრობ, პრეზიდენტი ეტყვის პრეზიდენტ პუტინს: „სერიოზულად ხარ განწყობილი? რეალურად გინდა ეს?“ რადგან შეერთებული შტატების წინადადება ყოველთვის იყო ასეთი: „ნახეთ, არსებობს ბევრი ეკონომიკური სარგებელი რუსეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის ურთიერთობების დათბობის შემთხვევაში, მაგრამ ამ სარგებელს ვერ მიიღებთ, თუ გააგრძელებთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას. თუ მზად ხართ, შეწყვიტოთ მკვლელობა, შეერთებული შტატები მზადაა, იყოს მშვიდობის პარტნიორი“. ეს იყო წინადადება რუსებისთვის, უკრაინელებისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვა, მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში მყოფი ქვეყნებისთვისაც“, – თქვა ვენსმა.ჯეი დი ვენსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი არაა მზად, ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში, მაშინ აშშ გავა ამ პროცესიდან, რადგან ეს „მისი ომი არაა“.„ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივადექით წერტილს, სადაც ჩიხში შევდივართ და სწორედ ამიტომ ესაუბრება მას პრეზიდენტი ტელეფონით. დიახ, მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ზუსტად არ იცის, როგორ გამოვიდეს ომიდან. თუ ამაზე დავფიქრდებით, მას მილიონი ადამიანი ჰყავს იარაღით ხელში. მან მთელი რუსეთის ეკონომიკა გადააწყო. ის რაც ადრე საწარმოო დაწესებულებები იყო და სადაც აწარმოებდნენ პროდუქტებს, რომელსაც ადამიანები იყენებდნენ სამოქალაქო ცხოვრებაში, ახლა ტანკის ჭურვებს, საარტილერიო ჭურვებს და დრონებს ამზადებენ. ასე რომ, ეს ჩემი ვარაუდია და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტიც დამეთანხმება. დარწმუნებული არ ვარ, რომ ვლადიმერ პუტინს თავად აქვს სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ შეაჩეროს ომი. რა თქმა უნდა, ეს უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ვფიქრობ, ეს ასევე უბრალოდ ოდნავ იმის გამოხატულებაა, რომ არსებობს ფუნდამენტური უნდობლობა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს ერთ-ერთი რამაა, რასაც პრეზიდენტი გულწრფელად სისულელედ მიიჩნევს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს წარსულში დაშვებული შეცდომების მიღმა გასვლა, მაგრამ ამისთვის ორი მხარეა საჭირო. ვიცი, რომ პრეზიდენტს სურს ამის გაკეთება, მაგრამ თუ რუსეთს არ სურს, მაშინ ბოლოს უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ჩვენი ომი. ეს ჯო ბაიდენის ომია, ეს ვლადიმერ პუტინის ომია. ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენ ვცდილობთ ამის დასრულებას, მაგრამ თუ ვერ დავასრულებთ, ბოლოს ვიტყვით, იცით რა? ეს ღირდა ცდად, მაგრამ აღარ ვაკეთებთ ამას“, – განაცხადა ვენსმა.

ჯო ბაიდენი – ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით, მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„კიბო თითოეულ ჩვენგანს ეხება. როგორც ბევრმა თქვენგანმა, მე და ჯილმაც გავიგეთ, რომ ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით. მადლობა თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ოფისში განაცხადეს, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ბოლო სიახლეები