პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.
„ყველაფრისთვის თამაში ახლა იწყება. ძლიერი ბრძოლა თითოეული ხმისთვის. ეს ორი კვირა განსაზღვრავს ჩვენი სამშობლოს მომავალს. სწორედ ამიტომ, არცერთი ნაბიჯით უკან“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის ხმების 30.8 პროცენტი აქვს, ხოლო კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა 29.1 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ტშასკოვსკი და ნავროცკი მიიღებენ.