ორშაბათი, მაისი 19, 2025

„არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი… ჩემს თავზე მეტად, ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი…“ – გიორგი გოჩოლეიშვილმა შვილზე საუბრსას ემოციები ვერ შეიკავა

ერთი თვის წინ ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა, სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კლინიკიდან გაწერის ემოციურმა კადრებმა, რომელიც თავად ფეხბურთელმა გაუზიარა საზოგადოებას, გულგრილი არავინ დატოვა. ფეხბურთელი წერდა, რომ ძალიან რთული დღეები გამოიარეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი მისი შვილის, სანდროს შესახებ Geo Team-ს ესაუბრა. ინტერვიუ საკმაოდ ემოციური გამოდგა, ფეხბურთელი ცრემლებს ვერ იკავებს შვილზე საუბრისას.

„არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი, მაგრამ გავაანალიზე, რომ თუ ძალას არ ვიპოვიდი, ჩემი ოჯახი ამ მძიმე სიტუაციას ვერ გადაიტანდა… ჩემს თავზე მეტად, ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი…

არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი დასრულდა, სანდროს მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“,- ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო…“ – გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ემშვიდობება.„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია“, - წერს მამარდაშვილი.

ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც ცნობილია, ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.„მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას, ჩანს, რომ კიბო ჰორმონ მგრძნობიარეა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იყო. მან 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა. ბაიდენი მეორე ვადით იყრიდა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დემოკრატები მას მოუწოდებდნენ, კანდიდატურა მოეხსნა. მოგვიანებით, ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და მხარი მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს, კამალ ჰარისს დაუჭირა.

დონალდ ტუსკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება – ბრძოლა თითოეული ხმისთვის, ეს ორი კვირა განსაზღვრავს ჩვენი სამშობლოს მომავალს, არცერთი ნაბიჯით უკან

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.„ყველაფრისთვის თამაში ახლა იწყება. ძლიერი ბრძოლა თითოეული ხმისთვის. ეს ორი კვირა განსაზღვრავს ჩვენი სამშობლოს მომავალს. სწორედ ამიტომ, არცერთი ნაბიჯით უკან“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის ხმების 30.8 პროცენტი აქვს, ხოლო კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა 29.1 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ტშასკოვსკი და ნავროცკი მიიღებენ.

მესტიაში მეხი ჩამოვარდა – რა ხდება, ამ დროისთვის, ცნობილი

მესტიაში მეხი ჩამოვარდა.როგორც ირკვევა, მეხი ლანჩვალის თავზე ჩამოვარდა. ამ წუთებში, ადგილზე უამინდობაა.ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დათო ჯაფარიძემ გაავრცელა.დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,1 მაგნიტუდა შეადგინა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი ტყვარჩელი, სოფელი მარცხენა პტიშიდან 10 კილომეტრში იყო.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბოლო სიახლეები