მინდა, პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ღონისძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ყოველ წელს აღინიშნება.
„მე მინდა, უწმინდესს და უნეტარეს პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ყოველ წელს ვზეიმობთ. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება“, – განაცხადა კობახიძემ.