პარასკევი, მაისი 16, 2025

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“ და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად ელაპარაკებოდა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესარიონ ხვინთელიანმა, ციხეში ყოფნის დეტალებზე ისაუბრა.

ბესარიონ ხვინთელიანის თქმით, ციხეს ე.წ. მაყურებლები მართავდნენ ციხის ადმინისტრაციის დავალებით.

„ციხეში ყოველ სართულს თავისი „მაყურებელი“ ჰყავდა, ტელეფონს თავისი „მაყურებელ“ ჰყავდა, მედპუნქტს თავისი. ანუ „მაყურებელი“ რაში სჭირდებოდა?!- პრაქტიკულად ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“.

სხვადასხვა რეგიონებიდან ცალკე მაყურებლები, შენ თუ იყავი იმერელი იმერეთის „მაყურებელი“ გყავდა, მე რადგან სვანი ვიყავი სვანი „მაყურებელი“ მყავდა.
პრაქტიკულად იერარქიული, პირამიდული სისტემა ჰქონდათ. და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად ელაპარაკებოდა“,-განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.

სოზარ სუბარის შეკითხვაზე, თუ საიდან იმართებოდა იერარქიული კრიმინალური სტრუქტურა ციხის ადმინისტრაციისგან, თუ ადმინისტრაციისგანაც და ამ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებისგან ბესარიონ ხვინთელიანმა უპასუხა: „გარედან როგორ იმართებოდა ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ისინი ციხის ადმინისტრაციისგან იმართებოდნენ და ციხესთან ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობები“.

სოზარ სუბარის განცხადებით, წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა.

„წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა მერე. დავალება ის კი არ იყო, რომ მთელი ეს ნახევარი წელი როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, დავალების მიცემა იყო ის, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალური სამყაროს მიერ დანიშნული „მაყურებლად“, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ციხე, ბუნებრივია ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ადმინისტრაციასთან. ასე ხდებოდა და თქვენმა ნათქვამმაც პრაქტიკულად დაადასტურა ეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

მარიამ შენგელიამ ევროვიზიაზე მონაწილეობა დაასრულა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.საქართველოს წარმომადგენელი მე-10 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Freedom შეასრულა.დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.17 მაისს ევროვიზია 2025-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ასევე მის შემადგენლობაში შედიან: სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ალექსანდრე პოკლადი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე; ოლეგ ლუგოვსკოი – საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ალექსეი შევჩენკო – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; ვადიმ სკიბიცკი – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე; ევგენი შინკარიოვი – უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსანდრე დიაკოვი – უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსეი მალოვაცკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული სამმართველოს საერთაშორისო და საოპერაციო სამართლის სამმართველოს უფროსი; ალექსანდრე შერიხოვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი საოპერაციო სამმართველოს უფროსი ოფიცერი; გიორგი კუზმიჩევი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი; ალექსანდრე ბევზი – პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.შეგახსენებთ, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 16 მაისს გაიმართება. რუსეთის დელეგაციაში კი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი.

BBC-23 წლის ბლოგერი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

მექსიკაში, 23 წლის ცნობილი ბლოგერი, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.ვალერია მარკესი გვადალახარაში, საკუთარ სილამაზის სალონში იყო, როდესაც მამაკაცი შენობაში შევიდა და მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.თავდასხმის მოტივი  დადგენილი არ არის, თუმცა საქმეზე გამოძიება ფემიციდის მუხლით არის დაწყებული.ცნობისთვის, გენდერული ძალადობა მექსიკაში ფართოდ არის გავრცელებული, სადაც გაეროს მონაცემებით, ყოველდღიურად 10 ქალს ან გოგონას კლავენ პარტნიორები ან ოჯახის წევრები.

„თბილისში ჯადოა…. მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია…“ – ეზოტერიკოსი

თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია... - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო საუბრობს და თბილისში მოხშირებულ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმიანება.„თბილისში ჯადოა და ფაქტებიც არის. ძალიან უცნაურად, კარგი მძღოლები საერთოდ არაფრიდან ვარდებიან მტკვარში. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეამჩნია, როგორ დევს მთელ თბილისში უცნაური ნივთები, ქათმის ფეხები, საბავშვო ტანსაცმელები და ა.შ. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ეს ფაქტები ისე ემთხვევა ერთმანეთს... ჯადოს და დესტრუქციულ ძალებს სასულიერო პირებიც არ უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ენერგია არსებობს. ადამიანები, რომლებიც ეზიარებიან და მათ გულში ბოროტება არ არის, არანაირი ჯადო არ ემუქრებათ. ვიცი, რომ მტკვართან ბევრი მაგიური ქმედებები ხდება. მტკვარში ყრიან ბოქლომებს. რატომ ხდება მტკვარში, რადგან მოძრავი წყლის ენერგიაა. არ არის გაჩერებული. ეს ცუდი ენერგია კონკრეტულად მტკვრისკენ მიდის.ტარო ამაზე ჯერ არ გამიშლია, მაგრამ ჩემი შეგრძნებებით, ჯადოა“, - ამბობს ეზოტერიკოსი.

ბოლო სიახლეები