პარასკევი, მაისი 16, 2025

გურამ თირქია: გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ იჭერს თევზს აპარატით, დასაშვები არისო?

“სამეგრელოში გიგი უგულავა იყო გუბერნატორი, ეს არის დაახლოებით 2004-2005 წლებში. მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი და ვიცნობდი გიგი უგულავას, ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ორჯერ ვარ შეხვედრილი, როცა ელექტროდენით იჭერდა თევზს”, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების დროს დაზარალებულმა გურამ თირქიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიაში ხალხი ეკითხებოდა, რამდენად დასაშვები იყო გუბერნატორის ბრაკონიერობა იმ ფონზე, როცა თირქიამ მოსახლეობას დენის აპარატით თევზაობა აუკრძალა.

“მაშინ გარემოს დაცვა არ იყო, ჩვენი ხალხი იცავდა, მყავდა “ეგერები” და ანაკლიაში ხალხი მეუბნება: ბატონო გურამ, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი და დენი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, ეს დასაშვები არისო? რომ გამაფრთხილეს, ჩემი თვალით ვნახე ერთი-ორჯერ, ვუთხარი, თუ იცით, რას შვებით-მეთქი? ამის შედეგ, 2005 წელს, სამსახურში მიბარებს, ეს ბრაკონიერობა დაავიწყდა და მეუბნება: ვიცი, შენი დისშვილი ვინ არის, შორიდან ვიცნობო. უთხარი, ახალი მოსულები ვართ მთავრობაში და დაგვეხმაროს 5 მილიონი აშშ დოლარითო. ამ თანხით, თქვენ, თქვენს საკუთარ მიწაზე ერთ სასტუმროსაც აგიშენებო”, – განაცხადა გურამ თირქიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს, რათა ლიდერებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბროთ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი ვიზიტები გამოიყენება პარტნიორებთან ეროვნულ და საკვანძო სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობისთვის.„ჩვენ ყოველ ჯერზე ასეთ ვიზიტებს ვიყენებთ, რათა ვესაუბროთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, საკვანძო, სახელმწიფოებრივ საკითხებზე ჩვენს პარტნიორებს. არის ერთდღიანი ფორმატი, სადაც მრგვალი მაგიდის რეჟიმში მექნება გზავნილების გაჟღერების საშუალება, მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს, რათა შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიულად ვერ ვიტყვით, გავალთ თუ არ გავალთ თვითმმართველობის არჩევნებზე-დიმიტრი ცქიტიშვილი

გავა თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე-დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ კატეგორიულად ვერ იტყვიან გავლენ, თუ არ გავლენ, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს დიდი გამოწვევები.გახარიას გუნდის წევრის განცხადებით, პარტიაში პოზიცია ერთგვაროვანი არ არის, თუმცა, პირადად ის აკეთებს დაშვებას, რომ ბოიკოტი იყოს.კატეგორიულად ვერ ვიტყვით, გავალთ თუ არ გავალთ, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს დიდი გამოწვევები, რომლებიც გადაზღვეული უნდა იქნას, არა მხოლოდ ერთი პარტიის ფარგლებში, არამედ ურთიერთკორდინირებული მოქმედებებით, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პროტესტული ჯგუფების და ყველას მონაწილეობით. ჩანს, რომ პარტია ბოიკოტირებისკენ არ იხრება, თუმცა ჩემი პირადი პოზიცია უფრო მოზომილია და თავშეკავებული ვარ და კიდევ უფრო დაშვებას ვაკეთებ, რომ შესაძლოა, ბოიკოტი იყოს. პარტიაში პოზიცია ერთგვაროვანი არ არის. თუმცა გადაწყვეტილება მიღების და არ მიღების, მაშინ იქნება მიღებული, როცა კრიტიკულად უკვე მისული იქნება თავის დედლაინთან,-ამბობს ცქიტიშვილი გადაცემა “რეაქციაში“.ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას“ ძირითადი პოლიტიკური პარტიების ბოიკოტირება ყველაზე მეტად აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში, შეძლებს, ჩაატაროს არჩევნები, რომელშიც გაყალბების გარეშე გაიმარჯვებს.“ეს არის გზა ლეგიტიმაციის მიღების“,-ამბობს ის.

ირაკლი კობახიძე – ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და ეს მიზანი არის აბსოლუტურად...

ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, ეს არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ეს გამოიწვია სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ.„ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს სამომავლო წლებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ამ კუთხით ასახული იყო ამბიციური მიზანი. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და ეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალი დაიწყო! ✨ უგულშემატკივრე საქართველოს

„ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალი დაიწყო.მაყურებლის წინაშე შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები იმღერებენ: ავსტრალია, მონტენეგრო, ირლანდია, ლატვია, სომხეთი, ავსტრია, საბერძნეთი, ლიეტუვა, მალტა, დანია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, სერბეთი, ფინეთი.მე-10 ნომრად კი სცენაზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია გამოვა, სიმღერით Freedom.სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის“ სამი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია.წელს ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიკოს მზია სურგულაძის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ მზია სურგულაძის საჯარო ლექცია - „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შუა საუკუნეების საქართველოში“, გაიმართა.სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.საჯარო ლექციას, რომელსაც მოდერაციას მღვდელი ზაქარია გათენაძე უწევდა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი და სხვა მიწვეული პირები ესწრებოდნენ.შეხვედრა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ გახსნა.როგორც დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.„საჯარო ლექციათა ციკლი, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებაში დიდ დახმარებას უწევს. ჩვენი სტუდენტები იღებენ ვრცელ ინფორმაციას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ, ეს კი მათ ეროვნულ თვითშეგნებას ამაღლებს, პატრიოტიზმს ასაზრდოებს. დარწმუნებული ვართ, რომ დოქტორ მზია სურგულაძის ლექცია შუა საუკუნეებში ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ფართო ჭრილში გაიაზრონ სახელმწიფოსა და ეკლესიის როლი, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები და თითოეული მათგანის ფუნქცია და როლი საერთო ეროვნული ღირებულებებისა და საერთო სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება-განვითარებაში“, - აღნიშნა ივანე გიორგაძემ.როგორც დოქტორმა მზია სურგულაძემ აღნიშნა, ეკლესია განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი სუბიექტია ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესწავლა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხანა შუა საუკუნეებია.მკვლევარმა ისაუბრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის საძირკველი და აღმსარებლობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი და დიდი პოლიტიკური მისია ეკისრებოდა. მან აუდიტორიას საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიიდან არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაუზიარა, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების და მათგან მომდინარე შედეგების თვალსაჩინო მაგალითია.სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, ისტორიკოსმა მზია სურგულაძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ სტუდენტებს შუა საუკუნეების საქართველოს შესახებ დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მიაწოდა და მათი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ბოლო სიახლეები