ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 80-ზე მეტი მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელი უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტისა და ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology – RUT, პოლონეთი) ორგანიზებით იმართება.

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელსაც მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამშენებლო და საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

დავით გურგენიძის განცხადებით, მზარდი და ცვალებადი გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, გარემოს ინჟინერიის სფერო უფრო მეტად ფართოვდება, რადგან გამოწვევების დასაძლევად, გამოყენებითი მათემატიკისა და მეცნიერების ახალი მიღწევების დახმარებით, საჭირო ხდება ახალი, უფრო ქმედითი გადაწყვეტილებების შემუშავება, რაც ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. რექტორის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი სწორედ გარემოს ინჟინერიის სფეროში თავმოყრილ გამოწვევებსა და გამოცდილებაზე მსჯელობას ითვალისწინებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს – „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“. ეს სამეცნიერო ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აერთიანებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვან მეცნიერებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება და ითანამშრომლონ იმ რთულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან როგორც ცალკეული ქვეყნები, ისე, თანამედროვე მსოფლიო.

გარემოს ინჟინერიის სწრაფ განვითარებას განაპირობებს ისეთი გლობალური საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების მდგრადი ათვისება, სამრეწველო ქიმიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებები, ურბანული მდგრადობა და სამოქალაქო ინჟინერია და, რასაკვირველია, ბუნებრივი რესურსების დაცვა, ასევე, მწვავე გარემოსდაცვითი გამოწვევები. აღნიშნული საკითხების შეჯერება მოითხოვს ღია, მრავალდისციპლინურ დიალოგს, რაც ამ სამდღიან სემინარზე გველის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ყოველთვის მნიშვნელოვანი წილი შეჰქონდა და ახლაც შეაქვს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პროგრესსა და საინჟინრო დარგების განვითარებაში, ვმონაწილეობთ არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში, უდიდეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, გვაკავშირებს სამეცნიერო და აკადემიური კოლაბორაცია ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან, ვაგრძელებთ როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობას, ასევე, გამოყენებით მეცნიერებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე მუშაობას, რომლებიც ემსახურება ეროვნულ ინტერესებსაც და ითვალისწინებს გლობალურ პროცესებში ჩართულობასაც.

სემინარში მონაწილეობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს – პარტნიორი უნივერსიტეტების მეცნიერებსა და პროფესორებს პოლონეთიდან, სომხეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ვუსურვებ მათ ნაყოფიერ დისკუსიებს, ახალ იდეებსა და წარმატებებს საერთო მისიის შესასრულებლად, რაც გულისხმობს გარემოს ინჟინერიის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევას მეცნიერებით, ინოვაციებითა და ეფექტიანი თანამშრომლობით“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს,გარემოს ინჟინრების ხედვა და მიდგომები დღეს, როგორც არასდროს, ვრცელია და ისინი ყველა საკვანძო საკითხის გადაჭრაში არიან ჩართულნი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაბინძურებისა და მასზე ქიმიური ზემოქმედების წყაროების მაქსიმალურად განეიტრალება, მწვანე წარმოება და ქიმია-მიკრობიოლოგია, მდგრადი ურბანული დიზაინი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ჰიდროლოგია, სისტემების დიზაინის შექმნა და სხვა.

საერთაშორისო სემინარის მუშაობა სამი დღის განმავლობაში სამ სექციად წარიმართება: გარემოს ინჟინერია, წყლის რესურსები და მშენებლობა. სამეცნიერო ღონისძიება 16 მაისს დაიხურება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ექსპერტთა შემადგენლობაც განსაზღვრა.

ირაკლი კობახიძე – ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერა, დარჩება სტატუს კვო, თუმცა ამ პირობებშიც ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს

ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ აშშ-დან არ იქნება პასუხი და არ იქნება არანაირი რეაგირება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი“ ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ასეთ პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იქნება მეტი გამოწვევები.„ჩვენ ოთხი წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ „დიფ სთეითის“ დარჩენა აშშ-ის ხელისუფლებაში, აქაც დავიცავდით ეროვნულ ინტერესებს. მარტივად არის საქმე, თუ ტრამპი შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მიჩვეული ვართ ჩვენ უკვე ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის აშშ-თან. იმედი გვაქვს, ცალმხრივი არ იქნება ეს მეგობრობა, იქნება ორმხრივი, თუმცა ვნახოთ, ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, უილსონი არის ერთ-ერთი მაგალითი, საქართველოზე რომ ჰკითხო, შეიძლება, რუკაზე...

რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, „დიფ სთეითს“ ჰყავს აგენტურა, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანია ჯო უილსონი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა.„დიფ სთეითი“ მოქმედებს. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მხოლოდ ფული არის ჩართული საქმეში. „დიფ სთეითს“ ჰყავს პატარა აგენტები და ამუშავებენ ამ აგენტურას. აშშ-ში ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იმავეს აკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არის ჩვეულებრივი აგენტურა. საკმაოდ მრავლად ჰყავთ აგენტები. ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ ასეთ რაღაცებს. რომ ჰკითხო, საქართველოზე, შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ დღეში ხანდახან ხუთ და ექვს პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი. არაფერს აღარ ვამბობ რუსეთზე და ჩინეთზე. ეს ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია აშშ-თან, ევროპასთან. ასეთ რაღაცას საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი არ კადრულობდა 80-იან წლებში, რადგან იქ რაღაც პრინციპები არსებობდა. რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.„თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის ჩართულობით მიმდინარეობს მტკვრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება. ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.დამატებით, გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, ღამის საათებში დაგეგმილია ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალჩამკეტებს შორის მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ღამის საათებში გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

დღეს, თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილისა და მისი მგზავრების ძებნისას, უცნობი ცხედარი აღმოაჩინეს.24News.ge -ის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს, 21 წლის აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, რომელიც პირველი აპრილის ღამეს, მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადავარდა და მას შემდეგ ეძებდნენ.ცნობისთვის, მტკვარში სამაშველო ღონისძიება ამ წუთებშიც გრძელდება. მაშველები მდინარეში გადავარდნილ  ახალგაზრდებს ეძებენ.

ბოლო სიახლეები