ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ არის მიმართული

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი ძირითადად მიმართულია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვზღუდავთ წვდომას ტექნოლოგიებთან, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება. სიაში დავამატეთ კიდევ 189 ხომალდი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“, რათა დავარტყათ რუსეთის ენერგეტიკულ ექსპორტს. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მზარდ ზეწოლას კრემლზე“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ შეზღუდვები, მთლიანობაში, დაწესებული იქნება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი 340-ზე მეტი ხომალდის მიმართ. ეს ის ხომალდებია, რომლებიც რუსული ნავთობით  უკანონოდ ვაჭრობენ.

ამასთან, ახალ პაკეტში შევა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების თავის არიდებაში მხილებული 30 კომპანია და 75 ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან.

ოფიციალურად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირმა ასევე შექმნა სამართლებრივი ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, სანქციები დაუწესდეს პროპაგანდისტებს. როგორც ნავარაუდებია, ამ სიაში მოხვდება 20 პირი და ორგანიზაცია, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციები დაუწესდებათ იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსი ოპოზიციონერების ალქსეი ნავალნისა და ვლადიმირ ყარა მურზას საქმეებთან. ამ სიას 20 ადამიანი დაემატება.

ამასთან, ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ფარგლებში ევროკავშირი დააწესებს შეზღუდვას იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტზე, რომელთა გამოყენებაც რაკეტებში ხდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ნაციონალური მოძრაობა“ – ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა, მოგიწოდებთ ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ პოლიტიკური დევნის მორიგ, კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.„არალეგიტიმური ე.წ. პრემიერის გუშინდელი სამარცხვინო წერილის შემდეგ, რომელიც ცხადად აჩვენებს ივანიშვილის დაჯგუფების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას, „მეგობარი აქტით“ დაანონსებულ მკაცრ სანქციებს და ქართული საზოგადოების უწყვეტ ბრძოლას რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა.თეა წულუკიანის და კრიმინალთა, მოღალატეთა რეჟიმის მიერ ორგანიზებულ სამარცხვინო, რუსულ, ფსევდოსასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და რუსებთან თანამშრომლობაზე დემონსტრაციული უარის თქმის გამო სანქცირებულმა მურუსიძის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.ჩვენთვის ცხადია, რომ, საერთაშორისო ზეწოლის გარდაუვალ ზრდასთან ერთად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ეცდება მარწუხების მოჭერას და საზოგადოების დატერორებას, თუმცა მათი რესურსები იწურება, წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების ნება კი ძლიერი და გაუტეხელია.ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.მოგიწოდებთ სიმტკიცის, პრინციპულობის, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისაკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისათვის“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი თავიდან ბოლომდე, შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან – როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გავლენები ტრამპმა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა

ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, - განაცხადა დღის ქრონიკაში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ტრამპი მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ ბოლომე ვერ აღმოფხვრა „დიფ სთეითის“ გავლენები და სწორედ ამას უკავშირდება აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პაუზა, თუმცა მისივე თქმით, საქართველო ვალდებული იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოზიცია დაეფიქსირებინა.„მოდით შევახსენოთ საზოგადოებას რა იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში: ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ერთ-ერთი მთავარი; ჩვენ გვახსოვს ბაიდენის ცნობილი სიტყვები - ტრანსგენდერი არის ამერიკის სულიერი მისიაო. ჩვენ ვამბობდით, რომ ოჯახური ღირებულებაა მთავარი. ამავდროულად კანდიდატი იყო ტრამპი და ის ამბობდა, რომ ოჯახური ღირებულება მთავარი. ასევე, მეორე ფრონტი იყო პრობლემა საქართველოში, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ მეორე ფრონტი აუცილებელია, რათა რუსეთი დასუსტდეს. უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში - ამას ამბობდა წინა ადმინისტრაცია ამერიკაში, იმიტომ რომ მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოემზადება მერე ევროპაში შეჭრისთვისო და ასე შემდეგ. ჩვენ კი ამას ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, რომ მეორე ფრონტი ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. თქვენ იცით რომ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ფარკასი, პირდაპირ ტელევიზიით, ინტერვიუში ამბობდა - მერე რა რომ რუსეთი შემოიჭრება, თქვენ 10 000-20 000 ადამიანი დაგეხოცებათ, მეტი არა, მერე გავარდებით, პარტიზანული ბრძოლები თქვენთვის მოსახერხებელია, იბრძოლებთ და ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებითო. როგორ არიან უკრაინის გვერდით, ჩვენს დავინახეთ. ანუ ეს რეალური იყო და შესაბამისად პრეზიდენტი ტრამპი ამ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ბაიდენს და რეალურად არჩევნები მან მოიგო იმიტომ, რომ ტრანსგენდერულ სიგიჟეებს დავასრულებ და ოჯახურ ღირებულებას ამოვწევო, სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ ჩარევებს აკრძალავო ეს მართლაც გააკეთა, USAID-ი გააუქმა. სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობდა, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა უნდა წამოწიონ წინა ხაზზე თავიანთი ეროვნული ღირებულებებიო. რეალურად ამით მოიგო ტრამპმა არჩევნები. 3 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ, ხალხის ძალამ იმ განცხადებების გაკეთება, რასაც მერე უკვე ტრამპი, ოფიციალურად პრეზიდენტის რანგში ამბობდა და საუბრობდა. თუმცა, მოლოდინები არ შეგვიქმნია არასდროს რომ თუნდაც ტრამპი 24 საათიდან 1-2 საათი დაკავდებოდა დღეში საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ის რა პერიოდიც გავიდა ახლა, უკვე 4 თვე და ცოტა მეტი, - ეს ნიშნავს იმას რომ უკვე რაღაც დღის წესრიგი უნდა შექმნას პარტნიორმა, ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა. ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყანაში არ უნდა ჩაერიო, სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი პირიქით წერია ამ ე.წ. მეგობარ აქტში.როგორც ჩანს დიფ სთეითის გავლენები მთლად ბოლომდე ვერ აღმოფხვრა ტრამპმა, ანუ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამ პაუზის, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს ვალდებულება გვაქვს, (პრემიერმაც ამიტომ მიწერა ეს წერილი და ჩვენც განცხადება ამიტომ გავაკეთეთ დადგენილებით პარლამენტში) რომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ცნობილი, არა მხოლოდ ტრამპის მიმართ, არამედ მსოფლიო საზოგადოების მიმართ. სიმართლე ძლიერია, სიმართლეს სად გაექცევი? სამი წელი რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით ოჯახურ ღირებულებაზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ჩაურევლობაზე უსამართლობაზე, მერე მოდის პრეზიდენტი ტრამპი და იგივე ნარატივით იგებს არჩევნებს, აგრძელებს მერე მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას და ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში იღებენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ეგრეთ წოდებული მეგობარ აქტს - სად არის აქ სიმართლე? იმედია, რომ არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველი რიგში თავისივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, რომლებიც დაგეგმილია 15 მაისს სტამბოლში. ამის შესახებ იუწყება „კომერსანტი“ წყაროს მითითების გარეშე. სხვა დეტალებს გაზეთი არ ასახელებს.ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით უცნობი რჩება.14 მაისის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ არ არის მზად, დაასახელოს რუსული დელეგაციის შემადგენლობა, რადგან ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუცია შესაბამისი მითითებები.

პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით.მისი თქმით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.კანონპროექტით, შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს.

იაგო ხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება არ გამოსდის, მიმართულება აღებული აქვთ მათი კრიტიკისკენ, ცოტა ხანში შეურაცხყოფაზე გადავლენ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება არ გამოსდის, მიმართულება მათი კრიტიკისკენ აქვთ აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ.როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, „ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდა, თავის ამომრჩეველს უთხრას, რომ ამერიკელებს ელაპარაკებოდნენ, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მაგრამ მათ პატივი არ სცეს.„„ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდათ, თავიანთ ამომრჩეველს უთხრან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ამერიკელებს ველაპარაკებოდით, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მათ კი ჩვენს დამოკიდებულებას პატივი არ სცესო, ამიტომ გადავალთ მათი შეურაცხყოფის რიტორიკაზე. ეს ჩანართი ასეთი ტიპის პრელუდია მგონია. ეს დოკუმენტი საერთოდ არ არის იმისთვის, რომ ამერიკელებმა წაიკითხონ. ის არის ქართველ ამომრჩეველზე გათვლილი და არა ამერიკელებზე, რომლებიც ამას ყურადღებით გაეცნობიან. მათთვის კარგია, ამერიკელებთან ურთიერთობა რომ დაალაგონ და ტრამპმა „ქართული ოცნება“ შეიყვაროს ისეთი როგორიც არის, მაგრამ ეს რომ არ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, ამერიკელების კრიტიკისკენ აქვს მიმართულება აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები