ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში, როგორც მანამდე ვთქვი, ევროკავშირი ეფუძნება ძალიან ცხად პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია, დემოკრატია ნიშნავს მრავალპარტიულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ეს ნიშნავს მოქალაქეების შესაძლებლობას, შექმნან პოლიტიკური პარტია, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში.
„პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია, არის დიალოგი. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირის მიმართულებით სვლას და სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება“, – განაცხადა ელჩმა.