ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა-საბერძნეთში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ კასოსთან მოხდა.

საბერძნეთის საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდეს.

კუნძული კასოსი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1000 ადამიანია, ეგეოსის ზღვაში მდებარეობს კრეტასა და როდოსს შორის.

მიწისძვრა იგრძნეს ეგვიპტეში, ისრაელსა და თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას.იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა.ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა” – მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე 23 წლის პირი დააკავეს.

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე, 23 წლის პირი დააკავეს."შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. - მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.მეხანძრე-მაშველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

სასწაული, რომელიც „მოულოდნელი სიხარულის“ ხატს უკავშირდება – დღეს ამ ხატის დღესასწაულია

14 მაისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „მოულოდნელი სიხარულის“ ხატის დღესასწაულია.მოულოდნელი სიხარულის ხატების გამოსახულება ასეთია: ოთახში ზემოთ მოთავსებულია ღვთისმშობლის ხატი, ქვემოთ კი მის წინაშე მუხლმოყრით მლოცველი ახალგაზრდა.წიგნში „დამარწყულებელი სასმისი“ აღწერილია ამ ხატის მადლმოსილი ძალა: „ეს ხატი იმყოფებოდა ერთი ცოდვილის სახლში; ის არ ღალატობდა ჩვეულებას და ყოვლდღიურად მის წინაშე მთავარანგელოზის სიტყვებით ლოცულობდა: „გიხაროდენ, სახარულევანო“.ერთხელ საშინელი უსჯულოების ჩასადენად რომ მიდიოდა, ღვთისმშობლის ხატისკენ მიბრუნდა, რათა წასვლამდე მის წინაშე ელოცა და თავზარი დაეცა. მან დაინახა, რომ ხატი ადგილზე იძვროდა. ღვთისმშობელი და მის ხელში ყრმა გაცოცხლებულიყვნენ: ყრმა ღმერთს ხელებზე, ფეხებზე და ფერდზე ჭრილობები გახსნოდა და სისხლი ნაკადულად ჩამოსდიოდა, - ისევე, როგორც ჯვარზე ვნებისას. როდესაც ამ კაცმა ყოველივე ეს იხილა, შიშით შეჰღაღადა: „ჰოი, დედოფალო, ვინ ჩაიდინა ეს?“ ღვთისმშობელმა უპასუხა: „შენ და სხვა ცოდვილები, ვითარცა იუდეველები, ჯვარს აცვამთ ძეს ჩემსას“- „შემიწყალე მე, დედაო მოწყალეო!“ - აღმოხდა ცოდვილს.ღვთისმშობელმა უპასუხა: „მოწყალე დედას მიწოდებ მე და მწუხარებით კი აღმავსებ“. მაშინ უბედურმა უთხრა: „არა, დედოფალო, ნუ გარდაემატება ცოდვა ჩემი გულმოწყალებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოველთა ცოდვილთა, ევედრე ძესა შენსა და მამასა ჩემსა“.მაშინ უფროსად კურთხეულმა დედამ ღვთის წინაშე აღავლინა ლოცვა: „ძეო და ღმერთო ჩემო, ჩემდა მომართ სიყვარულითა შეიწყალე ცოდვილი ესე და შეუნდე ყოველივე ბოროტნი საქმენი მისნი“. ხილვა ამგვარად დამთავრდა. ღვთაებრივმა ხმამ ცოდვილს სინანული აღუძრა და მას მოულოდნელი სიხარული მიენიჭა ღვთისმშობლის ხატისაგან, რომელმაც იგი დაღუპვისაგან იხსნა.ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მოულოდებელი სიხარული“ ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერისა ძისა სახიერო დედაო, სამეუფოისა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისა მფარველო და ყოველთა ცოდვილთა მწუხარებათა, განსაცდელთა და სნეულებათა შინა მყოფთა უეჭველო წინამბრძოლო და ხელისაღმპყრობელო! მიითვალე სავედრებელი გალობაჲ ესე ჩვენ უღირსთა მონათა შენთაგან, შენდა შეწირული და ვითარცა ძველ-ოდესმე პატიოსნისა ხატისა შენისა წინაშე მრავალგზის მლოცველი ცოდვილი არა მოიძაგე, არამედ მიანიჭე მოულოდებელი სიხარული სინანულისა და მოწყალე ჰყავ ძეჲ შენი და ღმერთი ჩვენი, ეგრეთცა ჩვენ ყოველთა, სარწმუნოებითა და შემუსვრილებითა გულისათა თაყვანისმცემელთა წინაშე კურნებისმომნიჭებელისა ხატისა შენისათა, მოგვანიჭებს მოულოდებელსა სიხარულსა სახმართაებრ: ბოროტებათა და ვნებათა უფსკრულში შთაგდებულთა ყოვლადქმედითსა გულისხმისყოფასა, სინანულსა და ცხონებასა; მწუხარებათა და უსასოობათა შინა მყოფთა – ნუგეშინის-ცემასა; უბედურებათა და განბოროტებათა შინა პოვნილთა – ამათგან ერთიანად დახსნასა; სულმოკლეთა და სასოწარკვეთილთა – სასოებასა და მოთმინებასა; სიუხვეთა და სიხარულთა შინა მყოფთა – განუწყვეტელსა მადლობასა ქველისმოქმედისა ღვთისადმი; ჭირთა შინა შთაცვევნილთა – მოწყლებასა; სნეულებათა შინა მყოფთა და მკურნალთაგან დატევებულთა – მოულოდებელსა კურნებასა და განმტკიცებასა; სნეულებისაგან გონების წარმგებელსა – მოაგებ გონებასა და მიჰმადლი განახლებასა; სამარადისოსა და დაუსრულებელსა ცხოვრებასა წარმავალთა – ხსენებასა სიკვდილისასა, შემუსვრილებასა გულისასა და განცდასა თვისთა ცოდვათა; სულსა ფხიზელსა და მსაჯულისა მოწყალებისადმი სასოებასა მტკიცესა. ჰოი, დედუფალო ყოვლადწმიდაო! მოწყალე იქმენ ყოველთა ზედა პატივისმცემელთა ყოვლად პატიოსნისა სახელისა შენისა და ყოველთა გამოუცხადე ყოვლადძლიერი მზრუნველობა შენი და შემწეობა: ღვთისმოსაობითა, სიწმინდითა და პატიოსნებითა ცხორებულნი ვიდრე აღსასრულამდე სახიერებითა დაიცვენ; ბოროტეულნი კეთილ-ჰყვენ; გზაშეცდომილნი მოაქციენ; ყოველთა კეთილთა საქმეთა და ძისა შენისათვის სათნოთა შემწე-ეყავნ; ყოველი საქმე ბოროტი და წინააღმდგომი ღვთისა დაჰხსენ; მოუხვდომელთა და საძნელოთა და საშიშართა გარემოებათა შინა მყოფთა გარადამოუვლინე ზეცით გამო შემწეობა და გულისხმის-ყოფა; საცთურთაგან და წარწყმედისაგან მიხსენ, კაცთაგან ბოროტთა და ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცვენ და დამიფარენ ჩუენ; მენავეთა თანამენავე ექმენ, მოგზაურთა თანამოგზაურ, ხელმოკლეთა და მშიერთა ექმენ მასაზრდოებელ; უსახლ-კაროთა – საფარველ და თავშესაფარ; შიშველთა სამოსელ, უსამართლოდ დევნულთა და შეურაცხყოფილთა თანამდგომელ; ცილისმწამებელნი და მაგინებელნი წინაშე ყოველთა ამხილე; განძვინებულად დამტერებულთა მოულოდებელი მიჰმადლე შერიგებაჲ და ჩუენ ყოველთა – სიყვარული ურთიერთას, მშვიდობა, ღვთისმოსაობა და ჯანმრთელობა დღეგრძელობისა თანა. მეუღლეობაი სიყვარულითა და ერთითა აზრითა დაჰმარხე; მტერობასა და განხეთქილებასა შინა მყოფნი ცოლ-ქმარნი დაამშვიდენ. შეჰრთე ურთიერთას და საკრველი სიყვარულისა დაჰრთე განუხსნელად; დედათა მიდგომილთა მიანიჭე მშობიარობა მარჯვეი, ყრმანი აღზარდე, სიჭაბუკე განსწავლე, განახვენ გონებითნი ნიჭნი მათნი შესამეცნებელად ყოვლისა სარგებელისა მოძღვრებისა, შიში ღმრთისაი, მოთმინებაჲ და სიყვარული შრომისა ასწავე; სახლეულნი მშვიდობითა და სიყვარულითა გარეშეზღუდე შფოთისა და მტერობისაგან; ობოლთა ექმენ დედა. ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან გარე მიაქციე, და ყოველსა კეთილსა და ღვთივსათნოსა შეჰრთე, ხოლო ცთუნებულნი და ცოდვათა და არაწმიდებათა შინა შთაცვენილნი, ცოდვისა შეგინებითა მიმძლავრებულნი, უფსკრულთაგან წარწყმედისათა აღმოიყვანე; ქვრივთა ნუგეშინისმცემელ და შემწე ექმენ; სიბერესა კერთხდასაყრდნობელ; მოულოდებელისა სიკვდილისა, უნანელად განყვანებისაგან მიხსენ და ჩუენ ყოველნი ქრისტიანულსა აღსასრულსა და წინაშე ქრისტეს საშინელსა სამსჯავროსა უვნებელად, ურცხვენელად, მშვიდობით და კეთილად სიტყვის-გებად ღირს-მყუენ; სარწმუნოებითა და სინანულითა აღსრულებულნი ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა ცხოვრებასა განაწესე; მოულოდებელად აღსრულებულთა მოწყალე ექმენ და შეჰვედრე ძესა შენსა, და ყოველთა ნათესავთა გარეშე დაშთენილთა შესვენებულთა განსვენებისთვის ევედრე ძესა შენსა და თჳთ ექმენ მათ თბილ და მიურულებელ მვედრებელად და შუამდგომელად; ყოველთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა მყოფთა უწყოდიან, ვითარმედ შენ ხარ მტკიცე და ურცხვენელ წინააღმდგომ ნათესავისა ქრისტიანეთასა და გადიდებენ შენ და შენ მიერ ძესა შენსა თანადაუსაბამოით მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დონალდ ტრამპი – სირიის პრეზიდენტი ახალგაზრდა, მიმზიდველი, მებრძოლი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით, მას აქვს შანსი, კარგი საქმე გააკეთოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ახალგაზრდა, მიმზიდველი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ერ-რიადიდან დოჰაში გამგზავრებისას თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ალ-შარაასთან დღეს დილით გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ სირიის ლიდერი არის „ახალგაზრდა, მიმზიდველი კაცი. მაგარი კაცი. ძალიან ძლიერი წარსულით. მებრძოლი“.დონალდ ტრამპის თქმით, ალ-შარაას აქვს რეალური შანსი სირიის ერთიანობის შესანარჩუნებლად.„მე ველაპარაკე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც მასთან ძალიან მეგობრულადაა. ის ფიქრობს, რომ მაქვს აქვს შანსი, კარგი საქმე შეასრულოს. ეს დანგრეული ქვეყანაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სირია შეუერთდება აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ისრაელთა ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს.„მან თქვა „კი“. თუმცა მათ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.ერ-რიადში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის, აჰმედალ-შარაას შეხვედრა დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. შეხვედრას საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ესწრებოდა, ასევე თურქული მედიის ცნობით, მას ონლაინ ფორმატში შეუერთდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი.თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ალ-შარაას შესთავაზა დირექტივების სერია, მათ შორის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით აბრაამის შეთანხმებებზე ხელმოწერა, ყველა უცხოელი ტერორისტის მიერ სირიის დატოვებისკენ მოწოდება, პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია, შეერთებული შტატების დახმარება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღორძინების თავიდან აცილებაში და პასუხისმგებლობის აღება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავების ცენტრებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.შეგახსენებთ, 13 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანსა და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.აჰმედ ალ-შარაა 2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ-ქაიდას“ რიგებში იბრძოდა. 2006 წელს ის დააპატიმრეს და 2011 წელს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან დააარსა „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელიც სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მალევე მის საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში იყენებენ – ლადო ბოჟაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის შეფასებით, ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში იყენებენ.მისი თქმით, ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას"."კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში იყენებენ, როგორც ევრობიუროკრატია, ასევე სამწუხაროდ ევროკავშირის ელჩიც საქართველოში. ყველამ კარგად იცის პროცესები, რომელიც განვითარდა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ასევე უკრაინა, მოლდოვა. ის, რაც არის ევროპული ევროპაში, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ევროპული აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ღიად ლობირებენ რადიკალურ ოპოზიციას და ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას". ის, რაც მისაღებია ევროპაში, აღმოჩნდება, რომ საქართველოში არის მიუღებელი. ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ელჩის განცხადება, თითქოს ისინი არ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, სამწუხაროდ არის ტყუილი", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ "პარტიების აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა დიალოგია", რითაც პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა.

ბოლო სიახლეები