პარასკევი, მაისი 9, 2025

ალექსანდრე რაქვიაშვილი – სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა, არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, 26 მაისთან დაკავშირებული ინიციატივაც ცუდად დამთავრდება

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა და არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის სასიკეთოდ არ დამთავრებულა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ გეგმებზე 26 მაისთან დაკავშირებით.

„არ ვიცი, ამჯერად რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც ახლა გამოვა რამე კარგი. სახალხოა, ვერ მიისაკუთრებ, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა თვითონ უნდა განმარტოს, რას გეგმავენ. არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით რაიმე ისეთი მოხდეს, რაც ოპოზიციას დაეხმარება და ჩვენ ხელისუფლების ცვლილებაში დაგვეხმარება. ცუდად მთავრდებოდა ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა. 26 მაისის ინიციატივაც ცუდად დამთავრდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, 26 მაისის ღონისძიებით ვის ემიჯნებიან, რაზეც რაქვიაშვილმა აღნიშნა:

„უმნიშვნელოა, არ აქვს არანაირი ღირებულება და აზრი არ აქვს ამის სერიოზულად აღქმას, იმაზე მსჯელობას, არის თუ არა ეს საზოგადოების გახლეჩა. არ მგონია, სალომე ზურაბიშვილს იმხელა რეპუტაცია დარჩა, რომ საზოგადოება გახლიჩოს, ჩვენი საზოგადოება ისედაც გახლეჩილია, მაგრამ სხვა მიზეზების გამო. სალომე ზურაბიშვილი ამას ვერც იქეთ, ვერც აქეთ ვერ შეცვლის“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

„ღმერთს უყვარს ყველა, ბოროტება ვერ გაიმარჯვებს, ყოველთვის ვეძებოთ მშვიდობა და სამართლიანობა“ – ახალმა პაპმა მრევლს პირველად მიმართა

მშვიდობა თქვენ ყველას, – ასე მიმართა ახლად არჩეულმა რომის პაპმა, ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს.პაპმა ლეო XIV-მ პატივი მიაგო გარდაცვლილ პაპ ფრანცისკეს და მოუწოდა შეკრებილებს, მუდამ ახსოვდეთ ის.„დავიმახსოვროთ პაპ ფრანცისკეს სუსტი ხმა, რომელიც აღდგომის დილას რომს ლოცავდა, პაპი, რომელმაც რომი დალოცა, მთელი მსოფლიო დალოცა აღდგომის დილას. ნება მომეცით, გავაგრძელო ეს კურთხევა. ღმერთს ვუყვარვართ. ღმერთს უყვარს ყველა. ბოროტება ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ იტალიურად.პაპმა იტალიურ და ესპანურ ენებზე მადლობა გადაუხადა კარდინალებს, რომლებმაც ის ორდღიანი კონკლავის დროს აირჩიეს.„ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს ძმებს, კარდინალებს, რომლებმაც ამირჩიეს მემკვიდრედ. ყოველთვის ვეძებოთ მშვიდობა და სამართლიანობა“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ.კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. პაპობაში მას ლეო XIV ეწოდება.

ბოლო სიახლეები