26 მაისი ნამდვილად უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე, ამ ერთიანობისკენ სვლა არის ჩვენი მთავარი მიზანი, მივდივართ ევროკავშირისკენ, ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს, ვართ დამოუკიდებლები, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გზა მეტი ფულის კეთება და ძალაუფლების მიტაცებაა.
„26 მაისის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული ვართ ყველა. სალომე ზურაბიშვილთან ერთადაც გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან, ასევე შევხვდით აქტივისტებს. ყველა ჩართული ვართ. პოლიტიკური ჯგუფი რომელიც ხლეჩს, აპირისპირებს, პოლიტიკურ კრიზისებს იწვევს ქვეყანაში რაღაცაზე გველაპარაკება და უბრალოდ სირცხვილია. 26 მაისი ნამდვილად უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე და ამ ერთიანობისკენ სვლა არის ჩვენი მთავარი მიზანი. აქ მთავარი შინაარსი გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. მივდივართ ევროკავშირისკენ, ვდგებით ერთად ყველა, ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს, ვართ დამოუკიდებლები. ევროკავშირია სწორედ გარანტი ჩვენი სუვერენიტეტის და სწრაფად მივდივართ განვითარებისკენ. „ქართული ოცნების“ გზა არის რომ თვითონ ფული აკეთონ, ელიტა ზემდიდარი იყოს, ძალაუფლება მიტაცებული ჰქონდეს და ქართველები გააქციონ ამ ქვეყნიდან. „ქართული ოცნების“ გზა არის საქართველო ქართველების გარეშე, ჩვენი გზა არის საქართველო ევროკავშირთან ერთად, ძლიერ ამერიკასთან ერთად მეგობრობაში, დაბრუნებული ემიგრანტებით და გაძლიერებულო ქვეყნით“, – განაცხადა ვაშაძემ.