ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

კვარაცხელიას გამორჩეული თვისებები აქვს – სანდი ოლისემ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის ქართველი თავდამსხმელიც დაასახელა

ნიგერიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სანდი ოლისემ ხვიჩა კვარაცხელია იმ ხუთ ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც წელს „ოქროს ბურთის“ ჯილდოს მთავარი პრეტენდენტები არიან.

სოციალური ქსელის, X-ის პირად გვერდზე ოლისემ რამდენიმე მოთამაშე შეაქო – მათ შორის, ინგლისელი ბუკაიო საკა, ესპანელი ლამინე იამალი, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, ბრაზილიელი რაფინია და ფრანგი უსმან დემბელე.

„ხვიჩა კვარაცხელიას გასაოცარი თვისებები და მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა აქვს. რაფინია ყველაფერს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებს, საკა იმდენად მოქნილია, რომ ეს მშვენიერია, პლუს დემბელე და ლამინე იამალი – ისინი ჩემთვის „ოქროს ბურთის“ მოპოვების კანდიდატები არიან.

ამ ფეხბურთელებმა ფეხბურთის ცქერის სიყვარული ხელახლა გამიღვივეს. მათი წყალობით, ისევ შემიძლია ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში ტელევიზორთან ვიყო მიჯაჭვული“, – წერს ვეტერანი ნიგერიელი მოთამაშე.

სანდი ოლისე „აიაქსსა“ და „იუვენტუსში“ ბრწყინავდა, ნიგერიის ეროვნული ნაკრების რიგებში კი აფრიკის თასის გამარჯვებული (1994) და ოლიმპიური ჩემპიონი (1996) გახდა. 1996 წელს ნიგერიის ოლიმპიურმა ნაკრებმა ტურნირის ნახევარფინალში ბრაზილიის დამარცხება (4:3) შეძლო, ხოლო ფინალში არგენტინას (3:2) სძლია.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიის ნაკრები მერვედფინალში ბულგარეთის, პარაგვაისა და ესპანეთის ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ესპანეთთან პირველივე მატჩი ნიგერიამ 3:2 მოიგო, გადამწყვეტი ბურთი კი ოლისემ გაიტანა და ეს გოლი ტურნირის საუკეთესოთას შორის დაასახელეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის საელჩომ ბომბებზე განცხადება გაავრცელა ისე, რომ სუს-თან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე გაკეთებულ განცხადებასა და ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.„რისი ეჭვიც მქონდა ეგ არის ზუსტად...ანუ, ჯერ განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომ ისე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაცია არც ჰქონია და შესაბამისად, ეს საქციელი გარდა უპატივცემულობისა, პროვოკაციის ელფერსაც შეიცავს...ანუ, საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვალდებული სამსახურები საქმის კურსშიც კი არ ჩააყენა?!P.S. უკაცრავად, ვაშინგტონში საქართველოს აშავებს „ჰელსინკის ნაძირალათა კავშირი“ და თბილისში ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ავლენს შტატების საელჩო - ეს ვითომ დამთხვევაა?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.ცნობისთვის, სუს-ის მიერ აშშ-ის საელჩოს საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.“

სტამბოლის სანაპიროსთან ორი მიწისძვრა მოხდა

მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან დღის განმავლობაში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 08:07 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო. ბიძგების ეპიცენტრი 12,4 კილომეტრი სიღრმეზე მდებარეობდა.უწყების ცნობით, მეორე მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:22 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი 9,62 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

კანდიდატების ვინაობა ცნობილია – ვინ იქნება შემდეგი რომის პაპი?

ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, კონკლავი მიმდინარეობს.სიქსტის კაპელის კარები გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია, რაც საიდუმლო პროცესის დაწყებას გულისხმობს. ახალ პონტიფიკოსს 133 კარდინალი აირჩევს.სრული საიდუმლოების უზრუნველსაყოფად, კონკლავის დროს სიქსტის კაპელა სრულად ჩაკეტილი იქნება.„გარდიანი“ ავრცელებს იმ სასულიერო პირების ჩამონათვალს, რომელთაგანაც ერთ-ერთი რომის პაპი გახდება.პიეტრო პაროლინი, 70 წლის, იტალია; ლუის ანტონიო ტაგლე, 67 წლის, ფილიპინები; პიტერ თურქსონი, 76 წლის, განა;რობერტ ფრენსის პრევოსტი, 69 წლის, აშშ;პეტერ ერდო, 72 წლის, უნგრეთი;მატეო ზუპი, 69 წლის, იტალია;ხოსე ტოლენტინო კალაჩა დე მენდონსა, 59 წლის, პორტუგალია;მარიო გრეჩი, 68 წლის, მალტა;პიერბატისტა პიცაბალა, 60 წლის, იტალია;რობერტ სარა, 79 წლის, გვინეა.

14 წლის ქეთი მეისრიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება-გთხოვთ გავავრცელოთ

14 წლის ქეთი მეისრიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება, რათა რაც შეიძლება მალე მოახერხოს თურქეთში წასვლა, საკონტროლო კვლევების ჩასატარებლად. საჭიროა შეფასდეს ქეთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მკურნალობა მალე დაიწყოს.რამდენიმე ხნის წინ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე - კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა. ქეთი სტამბულში უკვე მკურნალობდა, აჯიბადენის კლინიკაში. მაისში ისევ აუცილებლად ესაჭიროება სტამბულში ჩასვლა რომ გაიკეთოს კვლევები, რადგან დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად მუდმივად ესაჭიროება კონტროლი, ამიტომ აუცილებელია, რომ ქეთი გაემგზავროს აჯიბადენის კლინიკაში.#დანიშნულება #ქეთისთვისმიმღები: #ფონდი_კონფიანზასაქართველოს ბანკი: #GE51BG0000000541719187 თიბისი ბანკი: #GE59TB7802936080100015 ლიბერთი ბანკი: #[email protected] PayPal ჩარიცხვა #საზღვარგარეთიდან #paypal სისტემითსაზღვარგარეთიდან ანგარიშის ნომრითმიმღები: NNLP CONFIANZA FOUNDATION GE51BG0000000541719187#ფონდი_კონფიანზა#ConfianzaFoundationფონდიკონფიანზა

სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაზე – უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი გაკეთდა.როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე.საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

ბოლო სიახლეები