ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც 2027 წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას 2027 წლის ბოლომდე.

„დღეს ევროკავშირი რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის: აღარასოდეს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ენერგეტიკა ჩვენ წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს“, – განაცხადა ევროკომისარმა, დან იორგენსენმა.

გეგმის მიხედვით, ახალი კონტრაქტებისა და მოკლევადიანი მიწოდებების აკრძალვა ძალაში შევა მიმდინარე წლის ბოლოსთვის. არსებული გრძელვადიანი კონტრაქტები კი, 2027 წლის ბოლომდე თანდათანობით შეწყდება.

„რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა ბაზრებს საშუალებას მისცემს, უკეთ მოერგონ ცვლილებებს და მინიმუმამდე შეამცირონ ბაზარზე ზეგავლენა, მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სტამბოლის სანაპიროსთან ორი მიწისძვრა მოხდა

მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან დღის განმავლობაში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 08:07 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო. ბიძგების ეპიცენტრი 12,4 კილომეტრი სიღრმეზე მდებარეობდა.უწყების ცნობით, მეორე მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:22 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი 9,62 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

კანდიდატების ვინაობა ცნობილია – ვინ იქნება შემდეგი რომის პაპი?

ვატიკანში კათოლიკური ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი, კონკლავი მიმდინარეობს.სიქსტის კაპელის კარები გარეშე პირებისთვის ჩაკეტილია, რაც საიდუმლო პროცესის დაწყებას გულისხმობს. ახალ პონტიფიკოსს 133 კარდინალი აირჩევს.სრული საიდუმლოების უზრუნველსაყოფად, კონკლავის დროს სიქსტის კაპელა სრულად ჩაკეტილი იქნება.„გარდიანი“ ავრცელებს იმ სასულიერო პირების ჩამონათვალს, რომელთაგანაც ერთ-ერთი რომის პაპი გახდება.პიეტრო პაროლინი, 70 წლის, იტალია; ლუის ანტონიო ტაგლე, 67 წლის, ფილიპინები; პიტერ თურქსონი, 76 წლის, განა;რობერტ ფრენსის პრევოსტი, 69 წლის, აშშ;პეტერ ერდო, 72 წლის, უნგრეთი;მატეო ზუპი, 69 წლის, იტალია;ხოსე ტოლენტინო კალაჩა დე მენდონსა, 59 წლის, პორტუგალია;მარიო გრეჩი, 68 წლის, მალტა;პიერბატისტა პიცაბალა, 60 წლის, იტალია;რობერტ სარა, 79 წლის, გვინეა.

14 წლის ქეთი მეისრიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება-გთხოვთ გავავრცელოთ

14 წლის ქეთი მეისრიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება, რათა რაც შეიძლება მალე მოახერხოს თურქეთში წასვლა, საკონტროლო კვლევების ჩასატარებლად. საჭიროა შეფასდეს ქეთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მკურნალობა მალე დაიწყოს.რამდენიმე ხნის წინ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე - კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა. ქეთი სტამბულში უკვე მკურნალობდა, აჯიბადენის კლინიკაში. მაისში ისევ აუცილებლად ესაჭიროება სტამბულში ჩასვლა რომ გაიკეთოს კვლევები, რადგან დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად მუდმივად ესაჭიროება კონტროლი, ამიტომ აუცილებელია, რომ ქეთი გაემგზავროს აჯიბადენის კლინიკაში.#დანიშნულება #ქეთისთვისმიმღები: #ფონდი_კონფიანზასაქართველოს ბანკი: #GE51BG0000000541719187 თიბისი ბანკი: #GE59TB7802936080100015 ლიბერთი ბანკი: #[email protected] PayPal ჩარიცხვა #საზღვარგარეთიდან #paypal სისტემითსაზღვარგარეთიდან ანგარიშის ნომრითმიმღები: NNLP CONFIANZA FOUNDATION GE51BG0000000541719187#ფონდი_კონფიანზა#ConfianzaFoundationფონდიკონფიანზა

სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაზე – უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი გაკეთდა.როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე.საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მიმართავს, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.საელჩოს განცხადების თანახმად, საუბარია შემდეგ მოლებზე: „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრი – ალექსანდრე თვალჭერილიძის ქ. 2, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ – შოთა რუსთაველის გამზ. 2/4. თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის 16.აშშ-ის საელჩოს განცხადების მიხედვით, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილებში გადაადგილებისგან.საქართველოს პირველი არხი აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე გაავრცელებს.

ბოლო სიახლეები