ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

„ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან“ – რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა საინფორმაციო სააგენტოს Chechnya Today-სთვის მიცემულ კომენტარში.

„მე თვითონ ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა ვის სთხოვდა უფლებამოსილების შეჩერებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ბიბისი“ – პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თავდასხმას ინდოეთის მთავრობა ადატურებს

პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.როგორც პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელი აცხადებს, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს თავდასხმა.პაკისტანში პირობას დებენ, რომ თავდასხმას უპასუხებენ.როგორც პაკისტანის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, ისლამაბადი „ამ თავდასხმაზე რეაგირებას მოახდენს მათ მიერ არჩეულ დროსა და ადგილას“.„ეს არის სამარცხვინო და მხდალი თავდასხმა, რომელიც ინდოეთის საჰაერო სივრციდან განხორციელდა“, – აღნიშნულია სამხედრო ძალების წარმომადგენელის განცხადებაში.„ბიბისის“ ცნობით, ინდოეთის მთავრობა ადატურებს, რომ პაკისტანში მდებარე ცხრა ობიექტზე თავდასხმა განახორციელა.მედიაში ვრცელდება ცნობები ინტენსიური დაბომბვისა და ხმამაღალი აფეთქებების შესახებ ქაშმირის რეგიონებში.

ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების გაჩენა პაციენტის ჯიბიდან გადახდებს შეამცირებს – ნინო კობახიძე

სადაზღვევო სექტორში ე.წ. დაშენებული პაკეტების აღდგენის საკითხი გააქტიურდა.გასულ კვირას სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, სადაც მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესაძლო ცვლილებები და ე.წ. შემავსებელი პაკეტების დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს.როგორც BMG-სთან “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ განაცხადა, ე.წ. დაშენებული პაკეტები პაციენტებისთვის ჯიბიდან გადახდებს შეამცირებს და საბიუჯეტო თანხებსაც დაზოგავს.„ე.წ. დაშენებული პაკეტების აღდგენა პაციენტებისთვის ჯიბიდან გადახდებს შეამცირებს. ავადობების პრევენცია მოხდება, როდესაც მათ კერძო სადაზღვევო სექტორში შეძენილი სხვადასხვა ტიპის სერვისები ექნებათ, როგორიცაა მედიკამენტოზური მკურნალობა, ამბულატორია, პროფილაქტიკური სერვისები. მეორე მხრივ, გაიზრდება სადაზღვევო ბაზარი და კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა. მესამე მხრივ, სახელმწიფო დაზოგავს თანხებს არამხოლოდ იმით, რომ მოქალაქის სამედიცინო დაფარვის რისკები გაფართოვდება, არამედ ავადობის პრევენციაც მოხდება. ამიტომ სამმხრივად კარგი ამბავი იქნება, თუ ეს გაკეთდა. პირველ რიგში, ეს მოქალაქის ჯიბიდან გადახდების შემცირებისთვის განკუთვნილი მექანიზმი იქნება“, - განაცხადა ნინო კობახიძემ.ცნობისთვის, უკვე არაერთი წელია სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს და ე.წ. შემავსებელი პაკეტების დაბრუნებას ითხოვს. ე.წ. „დაშენებული“ ანუ შემავსებელი სადაზღვევო პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა.შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავების აუცილებლობით აიხსნა. შედეგად, დღეს არსებული მოდელით, თუ მოქალაქეების დიდს ნაწილს, თუკი ისინი კერძო დაზღვევას შეიძენენ, საყოველთაო პროგრამის დატოვება უწევს.

კვარაცხელიას გამორჩეული თვისებები აქვს – სანდი ოლისემ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის ქართველი თავდამსხმელიც დაასახელა

ნიგერიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სანდი ოლისემ ხვიჩა კვარაცხელია იმ ხუთ ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც წელს „ოქროს ბურთის“ ჯილდოს მთავარი პრეტენდენტები არიან.სოციალური ქსელის, X-ის პირად გვერდზე ოლისემ რამდენიმე მოთამაშე შეაქო – მათ შორის, ინგლისელი ბუკაიო საკა, ესპანელი ლამინე იამალი, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, ბრაზილიელი რაფინია და ფრანგი უსმან დემბელე.„ხვიჩა კვარაცხელიას გასაოცარი თვისებები და მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა აქვს. რაფინია ყველაფერს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებს, საკა იმდენად მოქნილია, რომ ეს მშვენიერია, პლუს დემბელე და ლამინე იამალი – ისინი ჩემთვის „ოქროს ბურთის“ მოპოვების კანდიდატები არიან.ამ ფეხბურთელებმა ფეხბურთის ცქერის სიყვარული ხელახლა გამიღვივეს. მათი წყალობით, ისევ შემიძლია ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში ტელევიზორთან ვიყო მიჯაჭვული“, – წერს ვეტერანი ნიგერიელი მოთამაშე.სანდი ოლისე „აიაქსსა“ და „იუვენტუსში“ ბრწყინავდა, ნიგერიის ეროვნული ნაკრების რიგებში კი აფრიკის თასის გამარჯვებული (1994) და ოლიმპიური ჩემპიონი (1996) გახდა. 1996 წელს ნიგერიის ოლიმპიურმა ნაკრებმა ტურნირის ნახევარფინალში ბრაზილიის დამარცხება (4:3) შეძლო, ხოლო ფინალში არგენტინას (3:2) სძლია.1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიგერიის ნაკრები მერვედფინალში ბულგარეთის, პარაგვაისა და ესპანეთის ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ესპანეთთან პირველივე მატჩი ნიგერიამ 3:2 მოიგო, გადამწყვეტი ბურთი კი ოლისემ გაიტანა და ეს გოლი ტურნირის საუკეთესოთას შორის დაასახელეს.

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც 2027 წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსეთიდან გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას 2027 წლის ბოლომდე.„დღეს ევროკავშირი რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის: აღარასოდეს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ენერგეტიკა ჩვენ წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს“, – განაცხადა ევროკომისარმა, დან იორგენსენმა.გეგმის მიხედვით, ახალი კონტრაქტებისა და მოკლევადიანი მიწოდებების აკრძალვა ძალაში შევა მიმდინარე წლის ბოლოსთვის. არსებული გრძელვადიანი კონტრაქტები კი, 2027 წლის ბოლომდე თანდათანობით შეწყდება.„რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა ბაზრებს საშუალებას მისცემს, უკეთ მოერგონ ცვლილებებს და მინიმუმამდე შეამცირონ ბაზარზე ზეგავლენა, მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე – ნიშანწყალიც არ არსებობს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შეწყდეს, გარკვეული ადამიანები მსგავს ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებდნენ, არავის უცდია, გადაემოწმებინა

გარკვეული ადამიანები ასეთ ინფორმაციას აბსოლუტურად შეგნებულად ავრცელებდნენ, რეალურად, არავის უცდია, გადაემოწმებინა, რამე საფრთხე ემუქრება თუ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„მათთვის სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ნიშანწყალიც არ არსებობს იმის, რომ შეიძლება, ეს პროგრამა შეწყდეს. სახელმწიფოა გარანტი, რომ ეს პროგრამა მივა ბოლომდე და საქართველოში რეალურად შესაძლებელი გახდება, ვთქვათ, რომ ელიმინაციის პროცესი და შესაბამისად, ეს პროგრამა წარმატებით დავასრულეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არავითარი მიზეზი არ აქვს არავის, ეთქვა და განცხადება გაეკეთებინა პროგრამის მოსალოდნელ შეწყვეტასთან დაკავშირებით.„ეს იყო მტკნარი სიცრუე. სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილ არაერთ ადამიანს დასჩემდა, რომ ცეცხლის გამჩაღებლების როლში გვევლინებიან და ძალიან ხშირად ცდილობენ, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ხელოვნური პანიკა დათესონ. ეს იმისთვის, რომ შემდეგ ეს რაღაცნაირად, უარყოფითად აისახოს ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობებზე და დააზიანონ ქვეყნის სტაბილური განვითარება. ეს სამწუხარო რეალობაა. რაც არ უნდა კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების, ან სულერთია, ვინმეს მიმართ, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ქმედება და შენი ქვეყნის დაზიანება, რადგან ამაზე ხელი მოითბო და შემდეგ პოლიტიკური დივიდენდი დაიწერო, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. უკადრისი ქმედების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით C ჰეპატიტის პროგრამის თითქოსდა, მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე. საბედნიეროდ, ეს არც ამ დრომდე ახდა და არც მომავალში არ ახდება. სახელმწიფოა ამის გარანტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები