სამშაბათი, მაისი 6, 2025

პეტრე ცისკარიშვილი – ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ვაშინგტონიდან მოგვილოცეს გიორგობის დღესასწაული „მეგობარი აქტით“

ძალიან ბევრი პუნქტია ჩაწერილი „მეგობარ აქტში“, რომლის მეშვეობითაც აშშ მხარს დაგვიჭერს და გვერდით დაუდგება ქართულ სახელმწიფოს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის კუთხით, მაგრამ ეს ვერ მოხდება „ოცნების” პირობებში და სწორედ ამაზეა საუბარი დოკუმენტში, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „მეგობარი აქტში“ გაწერილია ზუსტად, ვინ როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს.

„ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ვაშინგტონიდან მოგვილოცეს გიორგობის დღესასწაული „მეგობარი აქტით“. ეს „მეგობარი” – შემთხვევითი სიტყვა არ არის, ეს არის შემოკლება, ანტონიმი იმ აქტისა, რომელიც ქვედა პალატამ მიიღო გუშინ კენჭისყრაზე აბსოლუტური უმრავლესობით და უდიდესი მხარდაჭერით, აქ იგულისხმება ქართველი ხალხის მხარდაჭერა უსაფრთხოების თვალსაზრისით, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, მობილიზება ყველა იმ რესურსისა, რომელიც ხელთ გააჩნია აშშ-ს იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, სწრაფად მზარდი და განვითარებადი ქვეყანა და ასევე შეერთებული შტატების პარტნიორი ამ რეგიონში.

მმართველი გუნდის, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ამერიკასთან მეგობრობის და პარტნიორობის შესაძლებლობებს, მის უსაფრთხოებას და რაც მთავარია დემოკრატიას ძირს უთხრიან, მათთვის სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად არ არის, რადგან ამ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი და გაწერილია ზუსტად, ვინ როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს, მაგრამ ასევე „მეგობარი აქტი“ იმიტომ არის „მეგობარი აქტი“, რომ ძალიან კარგად და პოზიტიურად არის განწყობილი საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ძალიან ბევრი პუნქტია ჩაწერილი ამ აქტში, რომლის მეშვეობითაც მხარს დაგვიჭერს აშშ და გვერდი დაუდგება ქართულ სახელმწიფოს თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს, ხოლო ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია, რომ საქართველო იყოს დასავლური სამყაროს ნაწილი, აშშ-ის პარტნიორი ქვეყანა, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო კურსი აქვთ არჩეული. აქედან გამომდინარე, „მეგობარი აქტი“ არის ქართველი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის კუთხით, მაგრამ ეს ვერ მოხდება “ოცნების” პირობებში და სწორედ ამაზეა საუბარი დოკუმენტში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გერმანიის ბუნდესტაგმა კანცლერის თანამდებობაზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა მეორე მცდელობით, კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას 325 ხმით, 289-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.კენჭისყრაზე ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა, სამი ხმა კი, ბათილად იქნა ცნობილი.ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო 316 ხმის მიღება ვერ შეძლო. მას ექვსი დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდა.ცნობისთვის, თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ თურქეთში გამართული საერთაშორისო სამოყვარულო თეატრალური ფესტივალის გრანპრი გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის - IFSAAT-2025 - მთავარი ჯილდო და სხვადასხვა ნომინაციებში პრიზები მოიპოვა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო ფესტივალზე „მოდინახეს“ დასი სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ ვაჟა-ფშაველას ცნობილი ნაწარმოებისა და ალექსანდრე ბასილაიას ამავე სახელწოდების მუსიკალური კომპოზიციის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „ჩხიკვთა ქორწილი“ წარსდგა. საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სტუდენტური დასის სპექტაკლმა ფესტივალის ჟიური უმაღლესი შეფასება - გრანპრი და პირველი ადგილი დაიმსახურა.მათივე ინფორმაციით, პრიზები ნომინაციებში - „საუკეთესო რეჟისორული ინტერპრეტაცია“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძეს, „საუკეთესო ქორეოგრაფია“ - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ცისანა კობახიძეს, ასევე, „მოდინახეს“ დირექტორსა და რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას გადაეცათ, ხოლო სპეციალური პრიზი - „ფესტივალის აღმოჩენა“ გიორგი ჭანტურიამ მოიპოვა.როგორც საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი აღნიშნავს, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და საერთაშორისო მაყურებლის ფართო მოწონება დაიმსახურა.„ფესტივალ IFSAAT-2025-ზე მოპოვებული გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო დასის მთავარი გზავნილი ინტერნაციონალური მაყურებლის გულებს ჩასწვდა. ეს წარმატება ეკუთვნის არა მხოლოდ ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს თეატრალური ხელოვნების განვითარებას საქართველოს უნივერსიტეტებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას - სტუდენტურ დასზე ზრუნვისა და ქვეყნის გარეთ საუნივერსიტეტო შემოქმედების პოპულარიზაციის უდიდესი მხარდაჭერისთვის. მათ ხელშეწყობის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ „ჩხიკვთა ქორწილმა” ანშლაგით ჩაიარა და ფესტივალის მთავარი პრიზიც მოიპოვა“, - განაცხადა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალში - IFSAAT-2025 - 20-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდულმა თეატრალურმა დასებმა მიიღეს მონაწილეობა.

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლა განახორციელეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან 205 სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა, მათ შორის მარიუპოლის დამცველები.უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები რუსეთის მრავალ რეგიონში იყვნენ მიმოფანტულნი.უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შუამავლებს ტყვეების გათავისუფლებაში დახმარებისთვის, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, საზღვაო ძალების, სადესანტო-მოიერიშე ჯარების, ასევე უკრაინის ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის თანახმად, უკრაინამ რუსეთს 205 სამხედრო ტყვე გადასცა, რომლებიც ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან“ – რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა საინფორმაციო სააგენტოს Chechnya Today-სთვის მიცემულ კომენტარში.„მე თვითონ ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ“, - განაცხადა კადიროვმა.ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა ვის სთხოვდა უფლებამოსილების შეჩერებას.

მეუფე შიო – ვევედრებით წმინდა გიორგის, დაიფაროს სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან – თუ გვინდა, ვიყოთ გამარჯვებული, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ ბოროტებას, ჩვენს სულში,...

წმინდა გიორგი არის გამარჯვების სიმბოლო, ამიტომ თუ გვინდა, ვიყოთ გამარჯვებული, რომ შეგვეწიოს წმინდა გიორგი, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ ბოროტებას, პირველ რიგში, ჩვენს სულში - ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ვნებებს, ასევე - ჩვენს ხალხში გავრცელებულ ცოდვებს , - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)გიორგობის დღესასწაულზე ქადაგებისას.მეუფე შიოს განცხადებით,ეს შემართება უნდა გვქონდეს და მაშინ წმინდა გიორგის შეწევნაც უფრო ძლიერი იქნება, ჩვენც ვიქნებით გამარჯვებული და საქართველოც იქნება უძლეველი და გამარჯვებული.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა გაგახაროთ მისი ლოცვით და მადლით.იგი ცხოვრობდა 17 საუკუნის წინ. აი, ასეთი დრო გვაშორებს მისგან, მაგრამ საოცარი ის არის, რომ მის შესახებ მხოლოდ ხსოვნა კი არ გადაეცემა თაობიდან თაობას, არამედ ვგრძნობთ მასთან ცოცხალ კავშირს და ეს შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ ეკლესიაში. ასეთი მემკვიდრეობითობის გადაცემა მხოლოდ ეკლესიაში ხდება, იმიტომ რომ ეკლესიაში არავინ არ არის მკვდარი, ყველა ცოცხალია და წმინდა გიორგიც ცოცხალია ღვთის წინაშე. ამიტომ მას განვადიდებთ არა, როგორც მრავალი საუკუნის წინ მცხოვრებ ისტორიულ პიროვნებას, არამედ ჩვენს თანამედროვეს, ძვირფასო ძმებო და დებო. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენც, ვართ რა ეკლესიის წიაღში, ვეკუთვნით მარადისობას. როდესაც ვასრულებთ წმინდა ლიტურგიას, ვეხებით თვით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ჩვენ გავდივართ ამ მიწიური, ფიზიკური ყოფის საზღვრებს გარეთ და ვეხებით მარადისობას.ამდენად, წმინდანები ჩვენთვის არ არიან მხოლოდ ისტორიული გმირები, არამედ სულიწმინდის ძალით, როდესაც ვეცნობით მათ ცხოვრებას, ვეხებით მათ ღვაწლს ლოცვის მეშვეობით, შევდივართ მათთან რეალურ კავშირში, ვამყარებთ ამ კავშირს.წმინდა დიდმოწამე გიორგი მხოლოდ მსოფლიო ეკლესიაში არ არის განდიდებული, არამედ მას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ცხოვრებაშიც. ჩვენი გაქრისტიანებიდან მოყოლებული ქართველი ხალხი ევედრებოდა წმინდა გიორგის ყველაზე მძიმე წუთებში, განსაკუთრებით - ომიანობის დროს. წმინდა გიორგი ლოცულობდა ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის ღვთის წინაშე და ჩვენი ხალხი იღებდა იმას, რასაც ითხოვდა და უფალი წმინდა გიორგის ლოცვით აძლევდა ჩვენს ერს, ჩვენს მხედრობას, ჩვენს ხალხს გამარჯვებებს.შეიძლება იმანაც განაპირობა ჩვენი ასეთი სიყვარული წმინდა გიორგისადმი და მისი ასე განსაკუთრებულად გამოვლენილი მფარველობა, რომ იგი იყო კაპადოკიელი. როგორც იცით, ცნობილია, რომ კაპადოკიაში ქართული ტომი სახლობდა. მაგალითად, იყო ასეთი ძალიან დიდი და ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ძველი დროის ისტორიკოსი და მწერალი იოსებ ფლავიუსი, რომელიც ეხება ქართველ ტომებს, მათ შორის, იბერებს და წერს ასეთ რამეს, რომ მოსოხები, რომელთა მამამთავარიც იყო მოსოხი, ამჟამად კაპადოკიელებად იწოდებიანო. ბევრი მეცნიერის აზრით, ეს მოსოხები ან მოსოხენები იგივე მესხებია.ასე რომ, ჩვენ დღესაც ვევედრებით წმინდა გიორგის, რომ დაიფაროს ჩვენი სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან, დაგვიცვას. როგორც იცით, იგი არის გამარჯვების სიმბოლო, ამიტომ თუ გვინდა, ვიყოთ გამარჯვებული, რომ შეგვეწიოს წმინდა გიორგი, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ ბოროტებას, პირველ რიგში, ჩვენს სულში ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ვნებებს, ასევე - ჩვენს ხალხში გავრცელებულ ცოდვებს. ეს შემართება უნდა გვქონდეს და მაშინ წმინდა გიორგის შეწევნაც უფრო ძლიერი იქნება, ჩვენც ვიქნებით გამარჯვებული და საქართველოც იქნება უძლეველი და გამარჯვებული.კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს, მამა ავგუსტინე, თქვენ, ამ ტაძრის სამრევლოს განსაკუთრებით გილოცავთ. ძალიან მიხარია, რომ თქვენი სამრევლო დიდ როლს ასრულებს ჩვენი ეპარქიის ცხოვრებაში, განსაკუთრებით, განათლების თვალსაზრისით. ასე რომ, მინდა, მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ თქვენი სიყვარულისთვის, ერთგულებისა და ერთობლივი ლოცვისთვის.ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, წმინდა გიორგიმ დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, წმინდა გიორგის ლოცვით და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები