ორშაბათი, მაისი 5, 2025

მემარჯვენე თუ ცენტრისტი პაპი? იტალიური პრესა მელონი-მაკრონის დაპირისპირებაზე საუბრობს

მემარჯვენე თუ ცენტრისტი პაპი? იტალიური პრესა ჯორჯია მელონისა და ემანუელ მაკრონს შორის დაპირისპირებაზე წერს, რამაც ვატიკანის კულისებში ფრანცისკეს მემკვიდრის არჩევაზე შეიძლება მოახდინონ გავლენა.

ცენტრისტული გამოცემების მტკიცებით, იტალიის მთავრობის მეთაური და პოსტფაშისტური პარტია „იტალიის ძმების“ (Fratelli d’Italia) თანადამფუძნებელი ჯორჯია მელონი, იმისთვის, რომ რომის ახალ პაპად კონსერვატორული შეხედულებების მქონე კარდინალი აირჩიონ, ფარულად აღვივებს ინტრიგებს. თავის მხრივ, მემარჯვენე გაზეთები იუწყებიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბერალურად განწყობილი კარდინალის დაწინაურებას ცდილობს.

21 აპრილს არგენტინელი პონტიფიკოსის გარდაცვალებისა და ვატიკანში იმ კარდინალთა მოწვევის შემდეგ, რომლებმაც 7 მაისს გახსნილ კონკლავში უნდა მიიღონ მონაწილეობა, პოლიტიკური მანევრები უკვე დასკვნით ეტაპზეა გასული.

პეტრეს ტახტის მომავალი მფლობელი სწორედ ვატიკანში თავმოყრილ „ეკლესიის მთავრებს“ შორის უნდა ვეძებით, რომლებიც ყველა კონტინენტს წარმოადგენენ და განსხვავებული მორალური და პოლიტიკური მგრძნობელობის მქონე სასულიერი პირები არიან.

ახალი პაპის პერსონის მიმართ ცხოველი ინტერესის გარდა, ასევე ყურადღების ცენტრშია, თუ როგორი იქნება მისი დამოკიდებულება ეკლესიისთვის ისეთ არსებით საკითხებზე, როგორიცაა ქალების როლი, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, აბორტი, სიცოცხლის ხელყოფა, განქორწინებულთა და ლგბტ+პირთა ეკლესიის წიაღში მიღება… ამ საკითხებთან მიმართებაში მომავალი პაპის კრედოს საზომად შეიძლება გარდაცვლილი ფრანცისკეს მრწამსი გამოდგეს იმის მიუხედავად, რომ ხორხე ბერგოლიოს (ანუ, ფრანცისკეს – რედ.) მოწინააღმდეგეები მეტისმეტად ლიბერალურ პაპად მიიჩნევენ.

სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი

„ლა სტამპას“ ცნობით, სამოციქულო სასახლესა და პალაცო ჩიგის შორის, რომელიც რომში იტალიის მთავრობის მეთაურის რეზიდენციას წარმოადგენს, „კავშირის ძაფებია გაბმული“.

„წლების განმავლობაში კავშირების გაბმა“ კი ალფრედო მანტოვანოს მიეწერება, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მდივანია. თავისი თანამდებობის წყალობით, ის კურიასთან და ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოსთან იტალიის მთავრობის №1 საკონტაქტო პირია.

ტურინული გაზეთი იუწყება, რომ წლევანდელი კონკლავი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადია, რადგან ფრანცისკეს მიერ დანიშნული კარდინალების მნიშვნელოვანი ნაწილი პლანეტის „პერიფერიებიდან“ არიან, ერთმანეთს არ იცნობენ და ვატიკანის კულუარული დაჯგუფებების საიდუმლოებებს არ ფლობენ.

იგივე გამოცემა წერს, რომ ალფრედო მანტოვანო „აგროვებს ინფორმაციებს, ესაუბრება კარდინალებს, ეცნობა მათ განზრახვებს“ და ეს ყველაფერი „კავშირშია“ ორ კარდინალთან (ანჯელო ბანიასკოსთან და მაურო პიაჩენცასთან), რომლებიც, მართალია, პაპის არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ პაპ ფრანცისკეს 12-წლიან მმართველობის „კავშირების გასაწყვეტად“ ძალ-ღონეს არ იშურებენ.

მემარჯვენე პრესა, უფრო მეტად, ემანუელ მაკრონის პოზიციით და ქმედებებით ინტერესდება.

ულტრამემარჯვენე გაზეთი „ლიბერო“, რომლის რედაქციასაც ჯორჯია მელონის კაბინეტის კომუნიკაციის ყოფილი სპიკერი, მარიო სეკი უდგას სათავეში, ირწმუნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე შეარჩია სახელი თავისი კანდიდატისთვის, მარსელის არქიეპისკოპოს ჟან-მარკ აველინისთვის: პაპი იოან XXIV.

„ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“ ელისეის სასახლის ბინადრისთვის, რომელსაც ფრანცისკესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა: აწ უკვე გარდაცვლილი რომის ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ერთი მხრივ, საფრანგეთის კონსტიტუციაში აბორტის უფლების შეტანამ გააღიზიანა, მეორე მხრივ, კი ფრანცისკე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახალი გახსნის ცერემონიაზე საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან იგნორირებამ გაანაწყენა.

„მაკრონს პაპის არჩევაში მონაწილეობის მიღება სურს“, – აცხადებს კიდევ ერთი კონსერვატიული გაზეთი „ლა ვერიტა“ და საფრანგეთის პრეზიდენტის „სასოწარკვეთილ მცდელობას“ დასცინის.

ემანუელ მაკრონის გარემოცვამ „უსაფუძვლო ბრალდებები“ მალევე უარყო.

გაზეთ „ილ ტემპოს“ ცნობით, ემანუელ მაკრონმა, რომში პაპის დაკრძალვაზე ყოფნის დროს, ფრანგ კარდინალებთან ერთად ისადილა. ეს ინფორმაცია „ფრანს პრესს“ სადილის ერთ-ერთი მონაწილის გარემოცვამ დაუდასტურა.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა მაკრონმა წმინდა საყდარში საფრანგეთის საელჩოში, ფარნგ კარდინალებთან: ჟან-მარკ აველინთან, ფრანსუა-ქსავიე ბუსტილოსთან, ფილიპ ბარბარინთან და კრისტოფ პიერთან ერთად ისადილა.

„ყველა ძალიან ფრთხილობდა, რომ მომავალი კენჭისყრის წინ, სადილზე მყოფ კარდინალებზე გავლენა არ მოეხდინათ. დისკუსია, ძირითადად, პაპ ფრანცისკესთან დაკავშირებულ მოგონებებს შეეხო“, – განაცხადა წყარომ.

ყველა ფსონი გარკვეულია

ბუკმეკერების საიტები ამჟამად პაპის ტახტზე ფავორიტად ვენეციელ პიეტრო პაროლინის ასახელებენ, რომელიც ფრანცისკეს დროს, თავისი გავლენით, მეორე პერსონა იყო. თუმცა – უფრო ზომიერი, დამყოლი და ნაკლებად ქარიზმატული.

„ლა სტამპას“ მტკიცებით, თუ პონტიფიკოსად იტალიელ კარდინალს აირჩევენ, ჯორჯია მელონის ურჩევია, ის მატეო ზუპი იყოს, რომელიც დოგმების მიმართ ნაკლები სიხისტით გამოირჩევა.

კარდინალი ზუპი ასევე არის კათოლიკური თემის, სანტ-ეგიდიოს გავლენიანი წევრი, რომელიც წმინდა საყდრის არაფორმალური დიპლომატიური არხის როლს ასრულებს.

როგორც „ლა ვერიტა“ აღნიშნავს, თავის მხრივ, მაკრონს, პაპის საარჩევო კამპანიაში, სანტ-ეგიდიოს პრეზიდენტის, ანდრეა რიკარდის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„რესპუბლიკის პრეზიდენტი ასე არ იქცევა“, – პასუხობს ამაზე მაკრონის გარემოცვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი მიმართვა

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს:„რა განცხადებებიც უნდა კეთდებოდეს, იცოდეთ, რომ საქართველოს ვერ გაწირავს ვერავინ! სხვათა შორის, ევროპულ სტრუქტურებშიც არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაკვეთით აკეთებენ განცხადებებს, რათა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან საქმე გაუფუჭონ. მაგრამ არაფერი გამოუვათ - არაფერი!ბრძოლები, რომლებიც ახლა მიდის მთელ მსოფლიოში, საქართველოს ვერაფერს ავნებს: საქართველოს დაცემა და რუკიდან წაშლა გამორიცხულია, არ არსებობს, დამიჯერეთ!პირიქით: როცა მსოფლიოში ყველაფერი ერთად იფეთქებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება მთელი სიცხადით, რაოდენ საჭიროა საქართველო გეოპოლიტიკურად!“ - წერს კაკულია.

კარფურში შევიარე დღეს. რუსული თუ არ იცი შანსი არაა პროდუქტი ერთი მეორესგან გაარჩიო, ქართული წარწერა არა-სალომე ზურაბიშვილი

,,კარფურში შევიარე დღეს. რუსული თუ არ იცი შანსი არაა პროდუქტი ერთი მეორესგან გაარჩიო, ქართული წარწერა არა (თუ არა ზოგან ის ვითომც და შემადგენლობის მატარებელი სტიკერი რომელსაც ვერცერთი ნორმალურ მხედველობის მქონე ადამიანი ვერ წაიკითხავს). საკვების ხარისხის კონტროლზე ზედმეტია ლაპარაკი.ჩაჯდები ტაქსში და შეგვხდება მძღოლი, რომელმაც არც ენა არც ქალაქი იცის და რომელსაც ლიცენზიის ვალდებულებას არავინ უწესებს. ტურისტულ გიდებზე ხომ აღარაფერი ითქმის, რუსების და სხვა ეროვნების ხელშია ეს საქმიანობა და საქართველოს ისტორიას თუ ღირსშესანიშნობებს ისინი აცნობენ სხვებს. ჩვენ კულტურისა და ისტორისს სწორწარდგენაზე ან ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და დასაქმებაზე კი არავინ ზრუნავს.ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომელებიც ერთი ხელით რეპრესიებით და მეორე ხელით გამდიდრებით არიან დაკავებულებმი.რუსები ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებში დროს ატარებენ და უკვე ისე იქცევიან ვით საკუთარ ქვეყანაში. მალე ახლად გაცემულ უვიზო რეჟიმით აქ შემოვლენ იმ ქვეყნების მოქალაქეებიც, ვისთვისაც ევროპის და ამერიკის საზღვრები პრაკტიკულად იხურება. ამ დროს ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც ამ ბოლო წლებში ამდენი ადამიანი გადაარჩინა, განათლება მიაღებინა და საიდანაც იქ წასული ნათესავების გადმორიცხვებით რამდენი ოჯახი ცხოვრობს, ამ ვიზალიბერალიზაციას უპირისპირებენ პატრიოტიზმს!!ჩვენს მოქალაქეებს კი ციხე და ჯარიმები, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები, სამსახურიდან გაგდება, უმუშევრობა ან დაუცველი სამუშაო პირობები, და ყველგან მხოლოდ უსამართლობა! ესეც პატრიოტიზმია!''-წერს სალომე ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­ა და შვილებ­თან ერ­თად ილია მე­ო­რეს ესტუმრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­ა და შვილებ­თან ერ­თად სრუ­ლი­ად სა­ქართველოს კათო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნეტარესს, ილია მე­ო­რეს საპატრიარქოში ესტუმრა.ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.„უწ­მინ­დეს­მა ანრი ოხანაშვილი და მისი ოჯახი დალო­ცა, თანამდებობაზე დანიშვნა მი­უ­ლო­ცა და საქმიანობაში წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

„ამ ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის, ლეტალური“ – ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

მეგობრებო, მსურს მოგაწოდოთ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ქალაქში არსებული საშიში ნივთიერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირად ღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს“, - წერს სიხარულიძე.

ირმა ინაშვილი: „ნაციონალების“ რეჟიმი დაამხო „პატრიოტთა ალიანსმა“ და თუ ვინმეს სჯერა, რომ „ნაცებს“ შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს

„პატრიოტთა ალიანსი“ არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ „ნაცებს“ შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„გათენდა მენელსაცხებლე დედათა დღე. ვიღაცა სუსის აგენტი, ან ბრიყვი, ან, უბრალოდ, იდიოტი წერს, რომ თითქოსდა პატრიოტთა ალიანსი ნაცმოძრაობას  შეეკრა. ვპასუხობ: ნაციონალების რეჟიმი დაამხო პატრიოტთა ალიანსმა და თქვენ - ამ სისულელის დამწერნი, ვინც სუსის აგენტები ხართ, მაშინ კუდის აგენტები იყავით! ვინც ბრიყვები ხართ, მაშინაც ბრიყვები იყავით და ფეისბუქიდან იფურთხებოდით, მეტი არაფერი გიკეთებიათ. ახლაც იგივეს აგრძელებთ. პატრიოტთა ალიანსი არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ ნაცებს შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს. ბევრი კარგი ფსიქიატრი ჰყავს საქართველოს... და საიდანაც მოდის ეს კამპანია, ესეც კარგად ვიცი და ნუ ამალაპარაკებთ, "ქართულ ოცნებაში" იმპორტირებულო, მამალო ნაცებო! ასევე, აგენტებო და ბრიყვებო! და დეგენერატებო,  რომლებსაც ამ ქვეყნისთვის არასდროს არაფერი სიკეთე არ გაგიკეთებიათ. ზოგიერთმა, ახლადგამოჩეკილმა პარტიულმა ჯგუფებმაც დააყენეთ ერთი ადგილი. კუდები გიჩანთ“, - წერს ირმა ინაშვილი.

ბოლო სიახლეები