ორშაბათი, მაისი 5, 2025

4 მაისს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა

ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული,
ეს არის დღე ერთგულებისა და სიყვარულისა.
ეს არის დღე დედათა სიმტკიცისა.
ეს არის დღე ქალთა ბუნების სიმტკიცისა.
შეგეწიოთ მარიამ მაგდალინელი, მარაიმ კლეოპასი, სალომე, იოანა, მართა, მარიამი, სუსანა და სხვათა დედათა მადლი☦️
მენელსაცხებლე დედები არიან შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ
როგორი ერთგულება უნდა გამოიჩინოს ქალმა, დედამ, ღვთის მიმართ.
მაცხოვრის სიყვარულითა და ჭეშმარიტების მსახურებით ისინი არაფერს შეუშინდნენ. წამებისთვისაც
კი მზად იყვნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, ოღონდ არ დაშორებოდნენ მაცხოვარს და უფალმაც დააფასა მათი ერთგულება: იგი პირველად გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს – თავის
დედას და მერე – მენელსაცხებლე დედებს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია კიდევ იმით, არის ხსენება წმიდისა თამარ მეფისა. ჩვენ არ უნდა
წარმოვიდგინოთ, რომ თამარ მეფე იყო მხოლოდ ისტორიული პიროვნება, დიდებული მეფე.
თამარ მეფე დღესაც მეფობს და ეხმარება საქართველოს.
შევთხოვთ უფალს, რომ მენელსაცხებლე დედათა ლოცვით, წმიდა თამარ მეფის,
ნიკოდიმოსისა და იოსებ არიმათიელის ლოცვით ღმერთმა განამტკიცოს რწმენა, სიყვარული
და იმედი, სასოება, რადგან სადაც რწმენა, სიყვარული და იმედია, იქ აუცილებლად იქნება სიხარულიც.
შეგეწიოთ მათი ლოცვა-ვედრება, დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ მათმა მადლმა❤
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი მიმართვა

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს:„რა განცხადებებიც უნდა კეთდებოდეს, იცოდეთ, რომ საქართველოს ვერ გაწირავს ვერავინ! სხვათა შორის, ევროპულ სტრუქტურებშიც არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაკვეთით აკეთებენ განცხადებებს, რათა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან საქმე გაუფუჭონ. მაგრამ არაფერი გამოუვათ - არაფერი!ბრძოლები, რომლებიც ახლა მიდის მთელ მსოფლიოში, საქართველოს ვერაფერს ავნებს: საქართველოს დაცემა და რუკიდან წაშლა გამორიცხულია, არ არსებობს, დამიჯერეთ!პირიქით: როცა მსოფლიოში ყველაფერი ერთად იფეთქებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება მთელი სიცხადით, რაოდენ საჭიროა საქართველო გეოპოლიტიკურად!“ - წერს კაკულია.

კარფურში შევიარე დღეს. რუსული თუ არ იცი შანსი არაა პროდუქტი ერთი მეორესგან გაარჩიო, ქართული წარწერა არა-სალომე ზურაბიშვილი

,,კარფურში შევიარე დღეს. რუსული თუ არ იცი შანსი არაა პროდუქტი ერთი მეორესგან გაარჩიო, ქართული წარწერა არა (თუ არა ზოგან ის ვითომც და შემადგენლობის მატარებელი სტიკერი რომელსაც ვერცერთი ნორმალურ მხედველობის მქონე ადამიანი ვერ წაიკითხავს). საკვების ხარისხის კონტროლზე ზედმეტია ლაპარაკი.ჩაჯდები ტაქსში და შეგვხდება მძღოლი, რომელმაც არც ენა არც ქალაქი იცის და რომელსაც ლიცენზიის ვალდებულებას არავინ უწესებს. ტურისტულ გიდებზე ხომ აღარაფერი ითქმის, რუსების და სხვა ეროვნების ხელშია ეს საქმიანობა და საქართველოს ისტორიას თუ ღირსშესანიშნობებს ისინი აცნობენ სხვებს. ჩვენ კულტურისა და ისტორისს სწორწარდგენაზე ან ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და დასაქმებაზე კი არავინ ზრუნავს.ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომელებიც ერთი ხელით რეპრესიებით და მეორე ხელით გამდიდრებით არიან დაკავებულებმი.რუსები ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებში დროს ატარებენ და უკვე ისე იქცევიან ვით საკუთარ ქვეყანაში. მალე ახლად გაცემულ უვიზო რეჟიმით აქ შემოვლენ იმ ქვეყნების მოქალაქეებიც, ვისთვისაც ევროპის და ამერიკის საზღვრები პრაკტიკულად იხურება. ამ დროს ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც ამ ბოლო წლებში ამდენი ადამიანი გადაარჩინა, განათლება მიაღებინა და საიდანაც იქ წასული ნათესავების გადმორიცხვებით რამდენი ოჯახი ცხოვრობს, ამ ვიზალიბერალიზაციას უპირისპირებენ პატრიოტიზმს!!ჩვენს მოქალაქეებს კი ციხე და ჯარიმები, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები, სამსახურიდან გაგდება, უმუშევრობა ან დაუცველი სამუშაო პირობები, და ყველგან მხოლოდ უსამართლობა! ესეც პატრიოტიზმია!''-წერს სალომე ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­ა და შვილებ­თან ერ­თად ილია მე­ო­რეს ესტუმრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მე­უღ­ლეს­ა და შვილებ­თან ერ­თად სრუ­ლი­ად სა­ქართველოს კათო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნეტარესს, ილია მე­ო­რეს საპატრიარქოში ესტუმრა.ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.„უწ­მინ­დეს­მა ანრი ოხანაშვილი და მისი ოჯახი დალო­ცა, თანამდებობაზე დანიშვნა მი­უ­ლო­ცა და საქმიანობაში წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

„ამ ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის, ლეტალური“ – ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

მეგობრებო, მსურს მოგაწოდოთ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ქალაქში არსებული საშიში ნივთიერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირად ღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს“, - წერს სიხარულიძე.

ირმა ინაშვილი: „ნაციონალების“ რეჟიმი დაამხო „პატრიოტთა ალიანსმა“ და თუ ვინმეს სჯერა, რომ „ნაცებს“ შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს

„პატრიოტთა ალიანსი“ არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ „ნაცებს“ შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„გათენდა მენელსაცხებლე დედათა დღე. ვიღაცა სუსის აგენტი, ან ბრიყვი, ან, უბრალოდ, იდიოტი წერს, რომ თითქოსდა პატრიოტთა ალიანსი ნაცმოძრაობას  შეეკრა. ვპასუხობ: ნაციონალების რეჟიმი დაამხო პატრიოტთა ალიანსმა და თქვენ - ამ სისულელის დამწერნი, ვინც სუსის აგენტები ხართ, მაშინ კუდის აგენტები იყავით! ვინც ბრიყვები ხართ, მაშინაც ბრიყვები იყავით და ფეისბუქიდან იფურთხებოდით, მეტი არაფერი გიკეთებიათ. ახლაც იგივეს აგრძელებთ. პატრიოტთა ალიანსი არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ ნაცებს შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს. ბევრი კარგი ფსიქიატრი ჰყავს საქართველოს... და საიდანაც მოდის ეს კამპანია, ესეც კარგად ვიცი და ნუ ამალაპარაკებთ, "ქართულ ოცნებაში" იმპორტირებულო, მამალო ნაცებო! ასევე, აგენტებო და ბრიყვებო! და დეგენერატებო,  რომლებსაც ამ ქვეყნისთვის არასდროს არაფერი სიკეთე არ გაგიკეთებიათ. ზოგიერთმა, ახლადგამოჩეკილმა პარტიულმა ჯგუფებმაც დააყენეთ ერთი ადგილი. კუდები გიჩანთ“, - წერს ირმა ინაშვილი.

ბოლო სიახლეები