კვირა, მაისი 4, 2025

“ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში” – გია ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებზე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების მიზეზია. საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ მმართველ გუნდში.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ქართველი ხალხი ორი არჩევანის წინაშე დგას, ერთი არის სტაბილურობა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შექმნა და მეორე არის გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობით, თუ მის გარეშე, ფიქრობს რაც შეიძლება მეტი ზიანის მოუტანოს ქვეყანას.

“ერთ მხარეს არის ის ფაქტი, რაც უკვე შექმნა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, ეს არის სტაბილურობა და გადარჩენა ომის ქარ-ცეცხლისაგან.

მეორე მხარეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობით თუ მონაწილეობის გარეშე, როგორმე უფრო მეტი ზიანი მიადგეს ქვეყანას, რაც მთავარია მოემსახურონ სხვა ძალებს, რომელთაც არ აინტერესებთ საქართველოში ნგრევა იქნება, თუ შენება. ამ არჩევანის წინაშე დგას ხალხი.

ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვიდრე კოალიციაზე ილაპარაკონ, რომელიც რეალურად არ არსებობს და თაღლითების გარდა, ამ გაერთიანებაში არავინ არ არის. თაღლითობაშიც და მავნებლობაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად პილოტი და მგზავრი დაიღუპა.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.ვენტურას ოლქის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი.რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, დასავლეთ ტეხასისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკოს სოფლებში, ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა შაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 7:47 საათზე მოხდა. ეპიცენტრი დასავლეთ ტეხასში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ უაითს სითიდან სამხრეთით, დაახლოებით 56 კილომეტრში მდებარეობდა.მიწისძვრა 6.27 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.ნიუ-მექსიკოს შტატის ედის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის მენეჯერის, ჯენიფერ არმენდარიზის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრა ბევრმა მაცხოვრებელმა იგრძნო, ნგრევის შესახებ ზარები არ შემოსულა".

სვეტიცხოველში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

სვეტიცხოველში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ.დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის შემდეგ მსვლელობით სამ ნაკურთხ ჯვარს სამ ეპარქიაში წააბრძანებენ.საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ჯვართაღმართების დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას აღავლენს წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).„ლიტურგიის შემდეგ სამ ახალ ჯვარს ნავებით, გადააბრძანებენ გეთსამანიის ბაღში აღმართულ „ქართლის მოქცევის“ სვეტთან. აქედან გზები სამად გაიყოფა. ჯვრებს მიაბრძანებენ მცხეთის ჯვრის, თხოთის მთისა და უჯარმის ტაძრებში. ამ ტაძრებში წინა წელს აღმართულ ჯვრებს კი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, სამ ეპარქიაში წააბრძანებენ, მცველად და მფარველად ქართველი ერისა.კერძოდ: მცხეთის ჯვრიდან - შიო მღვიმის მონასტერში;თხოთის მთიდან - თრუსოს მთავარანგელოსთა ტაძარში;უჯარმიდან - ალავერდის მონასტერში.მიიღეთ მონაწილეობა ჯვართამაღლების დღესასწაულში“, - აცხადებენ საპატრიარქოში.ჯვართაღმართება მირიან მეფის მიერ დაწესებული დღესასწაულია და იგი პატრიარქის კურთხევით 2007 წელს აღდგა.

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

ბოლო სიახლეები