ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

გია ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დამოკიდებულია გარკვეულ ინსტრუქციაზე, რომელსაც ელოდებიან და ჯერჯერობით ვერ იღებენ

ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი გზა უფრო დამაზიანებელი იქნება ამ ხელისუფლების შესარყევად და, ზოგადად, საქართველოში დესტაბილიზაციისათვის, არჩევნებში მონაწილეობა თუ „ნაცმოძრაობისთვის“ მხარის დაჭერა, რომელიც პრაქტიკულად ლიდერის პოზიციას კარგავს ოპოზიციაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დამოკიდებულია გარკვეულ ინსტრუქციაზე, რომელსაც ელოდებიან და ჯერჯერობით ვერ იღებენ.

„ესენი ჩამოყალიბდნენ, როგორც პროფესიონალი მარიონეტები გარკვეული ძალების ხელში, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ და არ აინტერესებთ, საქართველო გადარჩება თუ არ გადარჩება. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად წყვეტენ საკითხებს. სააკაშვილს ვერ ღალატობს ლევან ხაბეიშვილის გუნდი, ხაბეიშვილი კვლავ ცდილობს მოწინავე პოზიციებზე გაიჭრას თავის პარტიაში. ცდილობენ, სალომე ზურაბიშვილი როგორმე ლიდერად აქციონ, ევრობიუროკრატია უჭერს მხარს. მას ვინც მიჰყვება, დაახლოებით იმავე ინსტრუქციით მოქმედებს, როგორც მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი პირადად. მათ აერთიანებთ ერთი მთავარი ნიშანი, ეს არის ჩამოყალიბებული, პროფესიონალი მარიონეტების გუნდი. ევრობიუროკრატიას თავისი ინტერესი აქვს, ადრე თუ გვიან, ფიქრობენ, რომ რუსეთთან მათი დაპირისპირება გარდაუვალია და მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს დღეს, იქნება უშედეგო და კვლავ რადიკალური გზით განვითარებას ფიქრობენ მსოფლიო ისტორიის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია მხოლოდ იმიტომ, რომ მას არა აქვს პირდაპირი მონაწილეობა მიღებული იმ სისხლიან ანგარიშსწორებაში ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც სააკაშვილის პერიოდის დროს იქნა ჩადენილი“.

„სალომე ზურაბიშვილისთვის ლიდერობა კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ იყო მთავარი ამოცანა, მთავარი გეგმა და ქარტიაზე „ნაცმოძრაობასაც“ მოაწერინეს ხელი და ახალ „ნაცმოძრაობასაც“ მოაწერინეს, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით აგინებდნენ სულ ახლახან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გარედან შემოსული ინსტრუქცია არის მთავარი. დღეს ინსტრუქცია აგვიანებს და, აქედან გამომდინარე, სააკაშვილის ეჭვებიც და მისი დამოკიდებულებაც ამ საკითხის მიმართ კვლავ წამოიწია წინ. ასე რომ, ეს ჭიდილი ორ ჯგუფს შორის არის პირველობისთვის, მაგრამ მათ აერთიანებთ ორი მთავარი ნიშანი, პირველი – ყველანი არიან მარიონეტები; და მეორე – ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება საქართველოს დღევანდელობისათვის, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ქართული ოცნების” ყრილობამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა. გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" წევრებმა დღევანდელ ყრილობაზე მიიღეს.პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი.ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

კიტ კელოგი – უკრაინელები მზად არიან დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, მათ თქვეს, გავალთ 15 კილომეტრით და რუსებიც გადით 15 კილომეტრით, იქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაფიოდ...

უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს, სადაც ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს „მსურველთა კოალიცია“ გაუწევს. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ადგილზე.„უკრაინლებს უნდა ვუთხრათ: ეს არის ერთ-ერთი სიტუაცია, რომელიც შესაძლოა, დროთა განმავლობაში განვითარდეს. თუ ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას თანხმდები, მიწა, რომელსაც აკონტროლებთ, რომლისთვისაც იბრძოდით – ეს არის თქვენი მიწა ამჟამად. ის რაც 5-10 წელიწადში მოხდება, განსხვავებულია“, – განაცხადა მან და მაგალითად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბალტიის ქვეყნების მდგომარეობა და გერმანიის გაერთიანება მოიყვანა.ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინა თანახმაა ადგილზე ცეცხლის შეწყვეტაზე და დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე გარკვეული დროით.„ისინი მზად არიან, შექმნან დემილიტარიზებული ზონა. ფაქტობრივად, მათ თქვეს, ჩვენ უკან გავალთ 15 კილომეტრით და თქვენ, რუსებიც გადით 15 კილომეტრით. ანუ იქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაფიოდ კონტროლდება“, – თქვა კელოგმა და აღნიშნა, რომ დემილიტარიზებული ზონის მონიტორინგი „მსურველთა კოალიციის“ წევრებს შეუძლიათ. როგორც კელოგმა თქვა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები მზად არიან, განათავსონ ძალები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.„თუ შესაძლებელი გახდება ზავის 30 დღით შენარჩუნება – მე კი ნამდვილად მჯერა ამის – მაშინ შესაძლებელი იქნება მისი გახანგრძლივება და როდესაც სამხედრო ხარ, ძალიან რთულია კონფლიქტის განახლება. არ მგონია, რომ ამას გააკეთებენ“, – თქვა გენერალმა.

ბექა ლილუაშვილი – 26 მაისი არავის საკუთრება არ არის, ეს არის ქართველი ხალხის, ისტორიის და არა კონკრეტული ადამიანის საკუთრება

26 მაისი არავის საკუთრება არ არის. ეს არის ქართველი ხალხის და ისტორიის და არა კონკრეტული ადამიანის საკუთრება. ამიტომ ასეთ განცხადებებს მე არ გავაკეთებდი, – ამის შესახებ  პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.ლილუაშვილის თქმით, 26 მაისი არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანის დღე და იმედოვნებს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ექნება.„ყველასთვის მნიშვნელოვანი დღეა. ნორმალურ სახელმწიფოში ხელისუფლება კი არ აპირისპირებს საკუთარ მოქალაქეებს, არამედ ცდილობს, ისინი გააერთიანოს. ასეთ ქვეყანაში არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ექნებოოდა, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების სულისჩამდგმელები იქნებიან. ბუნებრივად ეს რომ არ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, ხელოვნურად, მათი რესურსებით მოახდენენ ამის პროვოცირებას. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, თუ პროვოკაციისგან. არცერთი მხრიდან არავინ, არცერთი ადამიანი არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას, რადგან ამ მავნებელი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 6 მაისს განაცხადა: „გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას“.

19 წლის ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ ოჯახი უდასტურებს.19 წლის ალექსეი რუდიანსკის ოჯახი, ორი დღის განმავლობაში, ეძებდა.

ბოლო სიახლეები