კვირა, მაისი 4, 2025

საბერძნეთი: საქართველოდან ემიგრაციაში წასული პირი, ჯაშუშობის ბრალდებით, ალექსანდროპოლისში დააკავეს

59 წლის მამაკაცი, რომელიც 29 აპრილს, ჯაშუშობის ბრალდებით, ქალაქ ალექსანდროპოლისში დააკავეს, მისი გადამბირებლის ინსტრუქციებს ასრულებდა. ქართველი ემიგრანტი ბერძენი გამომძიებელი მოსამართლის წინაშე პარასკევს, 2 მაისს წარდგება.

გამოძიების მასალებისა და ბერძნული დაზვერვის ოფიცრებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენების თანახმად, გადამბირებელმა, დავალებებთან ერთად, მას დეტალური ინსტრუქციები მისცა, თუ როგორ დარჩენილიყო შეუმჩნეველი ალექსანდროპოლისში არსებული ბერძნული და ნატო-ს სამხედრო ბაზების ფოტო და ვიდეო-გადაღებების დროს.

მანვე ურჩია სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა და, რადგან 59 წლის იყო, – ხელჯოხის ხმარება ბორცვებზე ასასვლელად (თითქოს, ლაშქრობაზე იყო), რათა სამხედრო ბაზების ფოტოები და ვიდეოები შემაღლებული ადგილებიდან გადაეღო.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ემიგრანტი ფოკუსირებული იყო სამხედრო მასალებზე, რომლებსაც ალექსანდროპოლისის პორტში მყოფი გემებიდან გადმოტვირთავდნენ ხოლმე და თავად იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ეს მასალები იტვირთებოდა. გადაღებულ მასალას ის, დაშიფრული აპლიკაციის მეშვეობით, უგზავნიდა თავის გადამბირებელს – ასევე ქართველ ემიგრანტს და გამოცდილ მაფიოზს, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, როგორც გამოძიებამ გაარკვია, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა (GRU) უკრაინისთვის განკუთვნილი საომარი მასალების და მათი ტრანსპორტირების საშუალებების აღრიცხვის მიზნით გადაიბირა.

რატომ სჭირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას ხმელეთიდან გადაღებები, როცა რუსეთს კოსმოსური თანამგზავრები გააჩნია

სადაზვერვო წრეებიდან მიღებული განმარტებით, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ობიექტის ახლოდან გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ოპერაციებზე სამხედრო დაზვერვის სამსახურები მუშაობენ.

რუსეთი ამას აკეთებს საბრძოლო მასალების და მათი ტრანსპორტირების გზების სრული სურათის მისაღებად, რათა მოპოვებული ფოტო და ვიდეო-მასალა შემდგომში საბოტაჟისთვის გამოიყენოს, როგორც ეს ბულგარეთსა და პოლონეთში მოხდა.

გარდა ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ეს ბაზები აშშ-ს მიერ გამოიყენება, ასევე განხორციელდა მათი სატელიტური კარტოგრაფირება. თუმცა, გემები, ხშირად ღამით იტვირთება და გადაზიდვები მაშინ ხორციელდება, როდესაც სატელიტური კავშირი ვერ ხერხდება. ამიტომ, შემდგომი ოპერაციების ოპერატიული დაგეგმვისთვის ხმელეთიდან მონიტორინგი აუცილებელია.

საქართველოდან ემიგრირებულ 59 წლის მხატვარზე არჩევანი კონსპირაციული მოსაზრებიდან გამომდინარე შეჩერდა. გარდა ამისა, ჯაშუშობის გამოაშკარავების შემთხვევაში, სპეცსამსახურებთან მისი პირდაპირი კავშირი ვერ დადასტურდებოდა.

მას შემდეგ, რაც GRU-ს შუამავალს მასალას გაუგზავნიდა, 59 წლის მიგრანტი ამ მასალას თავის მობილურ ტელეფონში მალევე შლიდა. ამიტომ, ბერძენმა სამართალდამცავებმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის მასალები იპოვეს. თუმცა, სპეციალური საშუალებით ადრე გაგზავნილი მასალის აღდგენაც მოახერხეს და მისი მეშვეობით დაადგინეს, რომ საქართველოდან წასულმა მიგრანტმა ჯაშუშური საქმიანობა, სულ მცირე, ექვსი თვის წინ დაიწყო და მოპოვებულ მასალას დამკვეთს გასული წლის შემოდგომიდან უგზავნიდა.

დაკავებულმა მამაკაცმა, რომელიც პრორუსულ განწყობებს ღიად გამოხატავდა და რომელთან კონტაქტი მაფიოზმა შუამავალმა დაამყარა, აღიარა, რომ მისი გადაბირება, თავდაპირველად, ფულადი ჯილდოს შეთავაზების გზით მოხდა. ამასთან, მან ეს ნებაყოფლობით გააკეთა და შუამავალს უთხრა, რომ ამას „დედა რუსეთისთვის“ გააკეთებდა, რომლის არმიაშიც ახალგაზრდობაში მსახურობდა და, ამასთან, გარკვეულ პერიოდში ციმბირშიც იმყოფებოდა.

რაც შეეხება GRU-ს მიერ დაქირავებული მაფიოზს, რომელიც ასევე ქართველი ემიგრანტია, მის შესახებ მოხდა ლიეტუვას საიდუმლო სამსახურების ინფორმირება და ამჟამად ისიც დაკავებულია. მისი საქმის გამოძიებას ადგილობრივი და ერთობლივი სამსახურები აწარმოებენ.

ეს არის რუსული ჯაშუშობის ალბათ ყველაზე სერიოზული შემთხვევა საბერძნეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები