კვირა, მაისი 4, 2025

ზვიად ძიძიგური – იმისათვის, რომ კოალიციურ მთავრობაზე ილაპარაკო, ჯერ ახალი არჩევნები უნდა იყოს – ელემენტარულად ჩამოყალიბებული უნდა იყოს როდის ტარდება, შემდეგ უნდა ილაპარაკო კოალიციურ მთავრობაზე

ის, რომ დღეს ოპოზიცია მთლად არ არის ყოჩაღ მდგომარეობაში ამას ყველა კარგად ვხედავთ. პროტესტი არსად წასულა და ოპოზიციის ადგილი ცარიელი არასდროს დარჩება. ყველა ვარიანტში ხელისუფლების ჩამნაცვლებელი ისევ პოლიტიკური ოპოზიცია იქნება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

როგორც მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ქვეყანაში ნახევარზე მეტი მონაწილეობს აქტიურ პროტესტში“.

„ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა არ არის ისეთი ყოჩაღი, როგორსაც ვისურვებდით რომ ყოფილიყო. მაგრამ საკმარისია, მრავალი ფაქტორის ზემოქმედებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ გადაწყვიტოს, მოდი, დავნიშნავ კიდევ ერთხელ არჩევნებს და ამ არჩევნებში კიდევ უფრო მეტი შედეგით გავიმარჯვებ, გარწმუნებთ, რომ სიტუაცია მაშინვე შეიცვლება. ქვეყანაში ნახევარზე მეტი მონაწილეობს აქტიურ პროტესტში, არავის უნდა ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ვარიანტი, რომ ამ ხელისუფლების სახლში გასაშვებად გამოიყენონ, ისევ არჩევნები იქნება.

ის, რომ ამ სახალხო პროტესტში ოპოზიციური პარტიები არ იყვნენ წამყვანები, ეს პირველივე დღიდან ვიცოდით. სახალხო პროტესტში ოპოზიციამ თავისი ადგილი იპოვა, რომელიც ოპტიმალური იყო. ზომაზე მეტი ენერგიისა და პასუხისმგებლობის აღება ამ პროტესტებს კიდევ უფრო დააზიანებდა. ის, რომ დღეს ოპოზიცია მთლად არ არის ყოჩაღ მდგომარეობაში ამას ყველა კარგად ვხედავთ. პროტესტი არსად წასულა და ოპოზიციის ადგილი ცარიელი არასდროს დარჩება. ყველა ვარიანტში ხელისუფლების ჩამნაცვლებელი ისევ პოლიტიკური ოპოზიცია იქნება“,-განაცხადა ძიძიგურმა.

ამასთან, ძიძიგურმა ოპოზიციის წრეებში კოალიციურ მთავრობაზე საუბრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კოალიციურ მთავრობაზე ლაპარაკია ადრეა.

მისივე თქმით, ამისთვის სულ მცირე არჩევების თარიღი მაინც უნდა იყოს ცნობილი.

„იმისათვის, რომ კოალიციურ მთავრობაზე ილაპარაკო, ჯერ ახალი არჩევნები უნდა იყოს. ელემენტარულად ჩამოყალიბებული უნდა იყოს როდის ტარდება, შემდეგ უნდა ილაპარაკო კოალიციურ მთავრობაზე. ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ევროპულ კოლეგებთან თანამშრომლობა ეს ყველაფერი არის აქტიურ ფაზაში. მთავარია პროტესტი არ უნდა დამთავრდეს, არც ქვეყნის შიგნით, არც გარედან“,- განაცხადა ძიძიგურმა.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ძიძიგურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად არჩევნებისთვის.

„ჩვენი პოზიცია არის მარტივი: არჩევნები არის ბერკეტი, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ბერკეტი, ამას გამოიყენებ თუ არა ეს არის შენი გადასაწყვეტი. ამ გადაწყვეტილებას ჩვენი პარტია მიიღებს მაშინ, როდესაც დრო მოვა. ჯერ არ არის ამის დრო მოსული.

პლებისციტი ვინ უნდა ჩაგიტაროს? იმ ხელისუფლებამ, რომელმაც არჩევნები გააყალბა? არჩევნებში მონაწილეობა უფრო რთულია, ვიდრე ბოიკოტი. მე ვფიქრობ, რომ

პარტია ყოველთვის უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის. ყველა პარტია უნდა ემზადებოდეს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები